თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ინფლაცია სამიზნესთან ივლისში, ან უფრო ადრეც იქნება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1679907252 49

საერთაშორისო სასაქონლო ფასების მიმდინარე შემცირება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ საქართველოში, სამომხმარებლო ფასების ინფლაცია 3%-იან სამიზნეს ივლისში ან უფრო ადრე დაუბრუნდება, რაც ძირითადად იმპორტული ინფლაციის შემცირების შედეგია.
მოთხოვნის კუთხით, საბაზო ეფექტის გარდა, თებერვლის ექსპორტის შედარებით სუსტი მაჩვენებლი, ფეროშენადნობებისა და სასუქების ექსპორტის ვარდნით იყო გამოწვეული. ამ ორი პროდუქტის გარეშე, ექსპორტი 6.3%-ის მაგივრად, 36.1%-ით გაიზრდებოდა. ამდენად, საგარეო მოთხოვნა ჯერჯერობით კვლავ ძლიერია. თუმცა, თუ ამ სასაქონლო კატეგორიებზე ფასები არ აღდგა, 2023 წლის ეკონომიკის ზრდაზე ფეროშენადნობებისა და სასუქების ნეგატიურმა ზეგავლენამ შესაძლოა 1%-იც კი შეადგინოს.
ფასების გარდა, ცალკეული პროდუქტების, კონკრეტულად კი სპილენძის უარყოფითი კონტრიბუცია იმპორტშიც მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, თებერვალსა და მარტში, თიბისის არხებით უნაღდო ანგარიშსწორების მაჩვენებლები კვლავ ძლიერ ადგილობრივ მოთხოვნაზე მიუთითებს. ასევე - ძირითადად უფრო დაბალი ინფლაციის ხარჯზე, თუმცა მაინც აღსანიშნავია რეალური საკრედიტო აქტივობის გარკვეული გაუმჯობესებაც.
მიუხედავად იმისა, რომ თიბისი კაპიტალის მოლოდინი ინფლაციის საკმაოდ მკვეთრი შემცირებაა, მომდევნო კვირას, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა შესაძლოა განაკვეთის დაწევა მაისისათვის გადადოს. თიბისი კაპიტალის აზრით, ასეთ შემთხვევაში, აქცენტი იმპორტირებული პროდუქტების გარეშე ინფლაციასა და ბოლო პერიოდში საერთაშორისო მასშტაბით გაურკვევლობის ზრდაზე იქნება.

დემეტრე რეანიმაციაში უგონო მდგომარეობაში არის, ასე მგონია ჩვენმა გულგრილობამ მიიყვანა დემეტრე აქამდე, 9 თვე ვაგროვებდით ფულს და ვერ შეგროვდა და ამის გამო ის ახლა რეანიმაციაშია. ვცდილობთ გადავრჩინოთ, ყ...
საზოგადოება • 1685467022

„ცუდი ანალიზია და ამაზე უარესად შეურაცხმყოფელია უკრაინის დადანაშაულება თავისი სუვერენიტეტის ნების გამო შეუერთდეს დასავლეთს. ვის წარმოადგენთ, ბატონო პრემიერ-მინისტრო? “ - საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩ...
პოლიტიკა • 1685465201

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შესახებ ტვიტს აქვეყნებს და წერს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული კურსის მიმართ....
პოლიტიკა • 1685462135

მთაწმინდის რაიონის შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, წავკისში, დიდგორისა და 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები ხორციელდება. აღნ...
საზოგადოება • 1685462057

ვაგნერის ხელმძღვანელი რუსულ პროპაგანდას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებით რუსული ჯარი წინ ვერ წავა. ევგენი პრიგოჟინი ასევე უკრაინულ არმიას აქებს და ამბობს, რომ ისინი ფრონ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1685460921

„გოვორიტ მოსკვა! გაიძახის საბჭოური ნოსტალგიის ექსტაზში გორბაჩოვის "ზა პერესტროიკუ"-ს პარტიის აქტივისტი ლяკა ხოშტარიას თანამოაზრე ევროს პარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე! ურაა ტოვარიშჩი! ბანს აძლევენ ფარი...
სოცმედია • 1685460818