თიბისი კონცეპტი და „მოგზაური" გთავაზობთ დაუვიწყარ თავგადასავალს ქართლში

კონცეპტ

თიბისი კონცეპტი და „მოგზაური", 22-23 აპრილს, გთავაზობთ მოგზაურობას ქართლში:  "ქართლის სასახლეები - მოგზაურობა მივიწყებულ ისტორიებში".  ეს არის ტური, რომლის დროსაც აღმოაჩენთ მე-19 და მე-20 საუკუნეების ქართლის სასახლეების ისტორიებს და გაეცნობით იმავე პერიოდის საზოგადოებრივ - კულტურულ ცხოვრებას.

ეს იქნება დროში მოგზაურობის, ისტორიების და შემონახული ლეგენდების გაცოცხლების დაუვიწყარი გამოცდილება, სადაც თქვენ მეგზურობას ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები გაგიწევენ.

ორი დღის განმავლობაში თქვენ მოინახულებთ:

 

სოფელ ლამისყანაში ქსნის ერისთავების (მანამდე აზნაურ გარაყანიძეების) და ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლე-მუზეუმს; 
ამილახვართა ციხე-სასახლეს სოფელ ქვემო ჭალაში;
თარხან-მოურავების, "მარშლიანთ"  სასახლეს სოფელ გარიყულაში; 
 მუხრანბატონის სასახლეს სოფელ მუხრანში;
ასევე გაეცნობით ისტორიებს, მავთულხლართების მიღმა დარჩენილ, ქსნის ერისთავების (ახალგორში)  და ივანე მაჩაბლის (თამარაშენში) სასახლეების შესახებ.
ხელოვნებათმცოდნე ნიკა ვაჩეიშვილი ქართლის ღირშესანიშნაობების ექსკურსის პარალელურად, მოგზაურებს, ატენის ხეობაში, საკუთარ სასტუმროში უმასპინძლებს. ატენის ხეობის ისტორიულ-სტრატეგიული მნიშვნელობის გაცნობასთან ერთად, ტურის მონაწილეებისთვის გაიმართება ატენური ღვინის დეგუსტაცია. აქვე, ქართლური კულინარიის სიმბოლოებს, თონეში პურისა და ნაზუქის გამოცხობის ტრადიციებს გაეცნობიან..

 

ქართლის წარსულში მოგზაურობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს გუგა კოტეტიშვილი გახდის. სოფელ გუდალეთში, მამასთან, ვახუშტი კოტეტიშვილთან ერთად, 30 წლის წინ საკუთარი ხელით აშენებულ სახელოსნო - სახლში „მოგზაურს" თავად უმასპინძლებს!

 

ტურის კულმინაცია მუხრანბატონის სასახლეში, რეჟისორ ლევან წულაძესთან შეხვედრა იქნება. საუბრის თემა კი თავად-აზნაურთა სოციალურ-კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის, ქართლის სასახლეებში დადგმული გიორგი ერისთავის წარმოდგენების როლსა და ქართული კლასიკური თეატრის საფუძვლებს შეეხება.

 

ტურის ფარგლებში, კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 20%-იანი ფასდაკლება.

 

რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს: 032 2 27 27 00

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მოგზაურის გუნდს: 599 908 906,  599 380 817 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 ზელენსკი ბახმუტში
ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში ფრონტის ხაზზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზზე ჩავიდა და იქ მებრძოლ ჯარისკაცებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყნის მეთაუ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1679932654

პატრუშევი
პატრუშევის მუქარა: რუსეთი ფლობს უნიკალურ იარაღს, რომელსაც შეუძლია გაანადგუროს ნებისმიერი მოწინააღმდეგე, მათ შორის აშშ

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი რუსულ მედიასთან საუბარში აშშ=ს და დასავლეთს ემუქრება. "რუსეთი მომთმენია და არავის აშინებს თავისი სამხედრო უპირატესობით. მაგრამ მას აქვს თ...

მსოფლიო 1679932539

ნაცვლიშვილი ანა
ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა

"ლელო" საქართველოსთვის წევრი, ანა ნაცვლიშვილი მხარდასაჭერად თათია სამხარაძესთან სახლში მივიდა. "მოვედი თათიას მხარდასაჭერად! მე ვარ მის გვერდით და ყველა იმ ქალის გვერდით, ვინც ძალადობის, ჩაგვრის და პრ...

სოცმედია 1679932157

სამხარაძე
თათია სამხარაძეზე თავდასხმები მისი სამოქალაქო აქტივიზმის საპასუხოდ ხდება - HRH

თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის განცხადებით, თათია სამხარაძეზე განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმა მისი აქტივიზმის პასუხია, რადგან იგი მხარს უჭერს იმ ქალებს, რომლებიც სექსუალურ შევიწროებაზე ალაპ...

საზოგადოება 1679931701

პოლიტიკა
ხელისუფლება ძალადობას კი არ ემიჯნება, პირიქით, მოძალადეს აგულიანებს... გრცხვენოდეთ - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ქალთა მიმართ ძალადობასა და შევიწროებას გმობს და ბოლო დღეების განმავლობაში, თათია სამხარაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება...

პოლიტიკა 1679931539

ლიეტუვა
ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

ლიეტუვის პარლამენტმა საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. მმართველი უმრავლესობის მიერ შედგენილ ტექსტზე არცერთ დეპუტატს წინააღმდეგობა არ ჰქონია. რეზოლუციაში ჩამოთვლილია ყველა პრობლემა, რაც ხელს უშლ...

პოლიტიკა 1679931381