თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

მთავარი ფოტო

ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი, საერთაშორისო საგადახდო ქსელი -Visa და მსოფლიოში ერთ-ერთი წარმატებული ავიაკომპანია - Turkish Airlines უპრეცედენტო კოლაბორაციას იწყებენ.

 

ბრენდების სამმხრივი თანამშრომლობით, მალე, საქართველოს ბაზრისთვის ინოვაციური პროდუქტი - სამოგზაურო ბარათი შეიქმნება, რომელიც თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებს მოგზაურობის სრულიად ახალ გამოცდილებას შესთავაზებს.

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს.

 

 

„საქართველოში ასეთი მასშტაბის ბრენდების საერთო ღირებულებით გაერთიანება უპრეცედენტოა. ჩვენი ერთობლივი ხედვა მარტივ იდეაზეა დაფუძნებული - ქართველ მომხმარებლებს ისეთი პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ, რომელიც შეუქმნით კომფორტს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოგზაურობისას”, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

აღნიშნული ბრენდების პარტნიორობით შექმნილი სამოგზაურო პროდუქტი Visa-ს სამოგზაურო უპირატესობებს, თიბისი ბანკის მოწინავე ფინანსურ სერვისებსა და Turkish Airlines-ის Miles & Smiles პროგრამას გააერთიანებს.

 

მომხმარებლები საზღვარგარეთ განხორციელებულ ტრანზაქციებზე, Turkish Airlines-ის მილების (Miles & Smiles) დაგროვებას შეძლებენ, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ავიაკომპანიის ბილეთების და სხვა სერვისების შესაძენად.

 

მომხმარებლებისთვის უპირატესობების შეთავაზება დაგეგმილია ისეთ სამოგზაურო კატეგორიებშიც, როგორიცაა: განსაკუთრებული შეთავაზება აეროპორტის ლაუნჯებზე, უსაფრთხოების კონტროლის სწრაფი გავლა, განსაკუთრებული ტარიფები ტაქსსა და ინტერნეტ როუმინგზე.

 

“მოხარულები ვართ, რომ თიბისისთან და Visa-სთან თანამშრომლობით ვქმნით ერთობლივ პროდუქტს- სამოგზაურო ბარათს, რომელიც მომხმარებლებს მისცემს ყოველდღიური ხარჯებიდან სარგებლის მიღების შესაძლებლობას. ეს კოლაბორაცია ზუსტად ასახავს ჩვენს მთავარ ფოკუსს- მგზავრებისათვის ფრენის მიღმა მოგზაურობის გამოცდილების გაუმჯობესებას და მათთვის დამატებითი ღირებულებების შექმნას“,  - Turkish Airlines-ის მარკეტინგის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, არიფ ალი გეზმისოლუ.

უნიკალური უპირატესობების გარდა, მეტალის პრემიუმ მასალისაგან დამზადებული  სამოგზაურო ბარათი ქობრენდ დიზაინით იქნება გამორჩეული. 

 

 

“მოხარული ვარ რომ საქართველოში პირველი ინოვაციური სამოგზაურო ბარათი  ექსკლუზიურად ყველაზე გამოცდილი მოგზაურებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენს მომხმარებლებს უფრო კომფორტულ, სასიამოვნო და დასამახსოვრებელ გამოცდილებასთან ერთად, ახლა უკვე მნიშვნელოვანი ბენეფიტების მიღებაც შეეძლებათ. ეს კოლაბორაცია სრულ თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან - განსაკუთრებული ღირებულება შევქმნათ მათთვის, ვისაც მოგზაურობა ასე ძალიან უყვარს “, - დიანა კიღურაძე, Visa-ს რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში.

ბარათის ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ახლო მომავალში, მისი გამოშვების შემდეგ გახდება ცნობილი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„ბევრი ხალხია ისევ ქუჩაში - ვერ გაგვტეხეს... ინანებთ ყველა, ვინც ამ ბრძოლაზე უარი თქვით და მტრის ბანაკში გადახვედით“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: ბევრი ხალხია ისევ ქუჩაში - ვერ გაგვტეხეს და გვჯერა გამარჯვების!ინანებთ ყველა, ვინც ამ ბრძოლაზე უარი თქვით და მტრის ბანაკში გადახვედით! არა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციას! 

პოლიტიკა 1752944080

ალიევი
“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ - ალიევი უკრაინას

“არასდროს დათანხმდეთ ოკუპაციას“ | ასე უპასუხა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უკრაინელი ჟურნალისტის, დმიტრი გორდონის კითხვას, რას ურჩევდა უკრაინას და უკრაინელებს, როგორც ომში გამარჯვებული ქვეყ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1752943522

ტრამპი ხომენეი
„ხელახლა გავანადგურებთ“ - ტრამპი ირანის მიერ ბირთვული ობიექტების შესაძლო აღდგენაზე

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ თუ ირანი ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, აშშ მათ კვლავ გაანადგურებს  “მათ აღდგენას წლები დასჭირდება. მათ თავიდან მოუწევთ სამ სხვადასხვა ადგილას ა...

მსოფლიო 1752943411

მდინარაძე
„მხოლოდ ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი, როგორც ჩანს, არ ჭრის, დამატებითი ზომებია საჭირო ქართველი ხალხის წინააღმდეგ“ - მამუკა მდინარაძე

ევროპარლამენტის უმწვავესი გზავნილი "ოცნებას" - ივანიშვილის გუნდში პირველი შეფასებები კეთდება. მამუკა მდინარაძე ევროკავშირის მთავარი საკანონმდებლოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურებ...

პოლიტიკა 1752928720

გიორგი ახობაძე
„წარმოუდგენელი სიცხეა საკანში, ვიხრჩობით“ - გიორგი ახობაძე

სინდისის პატიმარი, ექიმი გიორგი ახობაძე ციხეში არსებულ გაუსაძლის სიცხეზე საუბრობს და ამბობს, რომ მიიხუედავად იმისა, რომ პატიმრებმა ორი კვირის წინ მოითხოვეს მაღაზიაში ვენტილატორის მიწოდება, ამ დრომდე ა...

პოლიტიკა 1752922770

თურქი
“საყურადღებოა მკვლელობამდე გადაღებული ფოტო, თურქ კრიმინალთან…” – რა არის ცნობილი ბათუმში მოკლულ ბიზნესმენზე

ბა­თუმ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმის შე­დე­გად ბიზ­ნეს­მენ ჰაქი თე­ქი­ნის მკვლე­ლო­ბამ დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. წარ­მო­შო­ბით ის ადი­ა­მა­ნის რე­გი­ო­ნი­დან, გერ­გე­რი­დან გახ­ლდათ, თე­ქი­...

კრიმინალი 1752919169