თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა

დაფნა

თიბისი ლიზინგის მხარდაჭერით ბათუმში კაფე „დაფნა“ გაიხსნა. ამ დრომდე სახლური ხინკლისა და მოდერნისტული ქართული კერძების სივრცე მომხმარებელს მხოლოდ თბილისში, ერთ ლოკაციაზე მასპინძლობდა. 2022 წელს ფორბსის „დაფნა“  „The 12 Best Georgian Restaurants In Tbilisi“ -ის სიაში მოხვდა და ტურისტულ გზამკვლევებში უმაღლესი რეიტინგით სარგებლობს. 

 

კაფე ბათუმში, მემედ აბაშიძის 43 ნომერში, ისტორიულ შენობაში მასპინძლობს სტუმრებს და იმეორებს თბილისში არსებული ფილიალის მინიმალისტურ კონცეფციას.

 

„“დაფნა“ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ რამდენიმე წლიანი პარტნიორობისას დავრწმუნდით, რომ მათთვის პრიორიტეტი ხარისხია, სწორედ ამიტომ, ძალიან მარტივად შევთანხმდით ახალი ფილიალისთვის საჭირო აქტივების დაფინანსებაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ბათუმს გამორჩეული ლოკაცია შეემატა და მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობის არჩევანი ჩვენზე შეაჩერეს“, - ნოდარ ბარბაქაძე, თიბისი ლიზინგის საკრედიტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

„თავდაპირველად გაჩნდა გაფართოების იდეა, შემდეგ სურვილი, რომ არა თბილისში, არამედ ბათუმში შეგვექმნა სივრცე, რომელიც სახლური ხინკლით გაუმასპინძლდებოდა სტუმრებს. ვუფრთხილდებით იმ სიყვარულს და ნდობას, რომელიც  დავიმსახურეთ, ამიტომ კაფე „დაფნა“ ბათუმში იმეორებს დამკვიდრებულ ხარისხს და სტანდარტს. იმედი გვაქვს, რომ აქაც გავხდებით მეგობრების თავშეყრის საყვარელი ადგილი“, - ნიკოლოზ მამეიშვილი, კაფე „დაფნას“ დამფუძნებელი. 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ მეტრეველი აროშიძე
„ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო... რას წამროვიდგენდი ასეთი ნაძირალა თუ გახდებოდა“ - მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი: ეს ტიტე აროშიძე ბათუმში ჩემი უბნელი იყო.90-იან წლებში ის და მისი ძმა პურის რიგში გავიცანი.უფრო უკეთ მის ძმას ვიცნბდი, მაგრამ ესეც კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა,რას წამრ...

სოცმედია 1737474192

დოლარი ევრო
ლარი კვლავ გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის...

ბიზნესი & ეკონომიკა 1737473888

სინდისის პატიმრის წერილი
„ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი“ - სინდისის პატიმრის წერილი ციხიდან

ბასებს აუწიეთ, რომ სამყაროებს გასცდეს ჩვენი გულწრფელი თავისუფლების ძახილი - ეს წერილი “ტვ პირველმა“ გლდანის ციხიდან, სინდისის პატიმარისგან მიიღო, რომელსაც საკუთარი ვინაობის გასაჯაროვება არ სურს. “არავ...

პოლიტიკა 1737473797

უგულავა
„მალე დადგება დრო, როცა ივანიშვილს მხოლოდ საკუთარი ცოდვები დაამძიმებს” - გიგი უგულავა

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: ,,1. სს ,,ტერა” და ბიძინა ივანიშვილი2. სს ,,ლუსოლი” და ეკა ხვედელიძე3. სს ,,ატუ ჰოლდინგი” და უტა ივანიშვილი როგორც ჩანს, აქ იქნება თავმოყრილი ივანიშვილის სრული ქონებ...

სოცმედია 1737472798

სოკარის თანამშრომლები
ბათუმში „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა – „სამარცხვინო ხელფასები გვაქვს“

 ბათუმში კომპანია „სოკარის“ 200-მდე თანამშრომელი გაიფიცა. ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ. გაფიცული არიან სპეციალისტები, ოსტატები და სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლები. მათი განცხადებით, უკვე წლებია...

საზოგადოება 1737472694

გუგავა
„ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები, შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პერფომანსი” – გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის გენმდივანი, გიორგი გუგავა: ,,დაუსანქცირებია შვეიცარიულ ბანკებს ივანიშვილის ანგარიშები და ისე მოსთქვამენ ბობოლა ქოცები ამ ამბავს შეშურდებოდათ სამეგრელოში დაქირავებულ მოტირლებს ეს პ...

სოცმედია 1737472577