თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციაChange Inspire-ის მთავარი მხარდამჭერია

ტბს

7 ივლისს, თბილისში, თიბისის მხარდაჭერით და HT Solutions - ის ორგანიზებით, საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენციაChange Inspire ჩატარდება, რომლის მიზანია ტექნოლოგიური კომუნის წევრებს მისცეს ინსპირაცია, რომ ცვლილებების ლიდერები გახდნენ.

კონფერენცია 2018 წლიდან ტარდება და მასში მონაწილე IT მენეჯერები, ინჟინრები და სხვადასხვა კომპანიის IT მიმართულების ხელმძღვანელები ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიურ მიღწევებს უზიარებენ. წელს კონფერენციას 500 ადამიანი დაესწრება. ასევე ეყოლება ადგილობრივი და უცხოელი სპიკერები, რომლებიც 4 ძირითად თემაზე ისაუბრებენ, ესენია: ციფრული ტრანსფორმაცია, კიბერუსაფრთხოება, Big Data და DevOps.

თიბისი, როგორც ტექ კომპანია, კონფერენციაში Game Changer Partner-ის სტატუსით მონაწილეობს და წარმოდგენილი იქნება საკუთარი სივრცით, სადაც თიბისის ტექ გუნდი, 200 პროფესიონალს საკუთარ DevOps გამოცდილებას გაუზიარებს. ამ სივრცეში ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები ძირითადად ტექნიკურ ნაწილს მოისმენენ, რადგან სცენა DevOps-სის გაშლას დაეთმობა.

ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით თიბისის ტექნოლოგიური ინფორმაციის მართვის დირექტორი ბიძინა მაცაბერიძე გამოვა.

„თიბისიში ამჟამად ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, ეს არის ძალიან დიდი და ამავდროულად, საინტერესო პროცესი. ჩვენ გვყავს საუკეთესო პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძლიერი გუნდი, მათ შორის ბევრი უცხოელია, რომელიც დისტანციურად მუშაობს ჩვენთან. ამიტომ სწორედ ახლაა საუკეთესო დრო თიბისის ტექნოლოგიების გუნდში სამუშაოდ, სადაც შეიძლება დიდ გამოცდილების მიღება პროცესებში უშუალო ჩართულობით თუ მონაწილეობით და პროფესიონალებთან მუშაობით. ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამბიცია, ქვეყანაში ვიყოთ გამორჩეული კომპანია ტექნოლოგიების მიმართულებით და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის,“ - ბიძინა მაცაბერიძე, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორი.

კონფერენციაზე თიბისის სცენა გუნდის სხვა ლიდერებსაც დაეთმობა, აქ მოუსმენთ გიგა შუბითიძეს (თიბისის SDLC-ის ექსპერტების გუნდის ლიდერი), რომელიც ისაუბრებს იმ ტექნოლოგიური პროცესების შესახებ, რაც თიბისიში ამჟამად მიმდინარეობს.

იური სემენიხინი, თიბისის ინფორმაციის მართვის დირექტორის მოადგილე ისაუბრებს თიბისის DevOps-ის მიმართულებაზე. შემდეგ სცენა DevOps-ზე ვორქშოფს დაეთმობა, რომლის დროსაც თიბისის ტექპროფესიონალები სანდრო კვაიჭაძე, მათე გოგიბერიძე და გიორგი კაჭარავა აუდიტორიას გაუზიარებენ DevOps ტექნოლოგიებს და საუკეთესო პრაქტიკებით მათ გამოყენებას"

თუ ხართ ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული და გსურთ, გაერკვეთ უახლეს ტექნოლოგიურ პროცესებში და გადაწყვეტებში, ასევე გაიცნოთ და მოუსმინოთ წამყვან ექსპერტებს მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიებიდან, მაშინ მოინიშნეთ 7 ივლისი და გაიგეთ კონფერენციის შესახებ უფრო მეტი აქ: https://changeinspire.ge/#about-conference 

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ემიგრანტი ნეაპოლი
სასიხარულო ამბავი - ნეაპოლში გაუჩინარებული ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს

იტალიაში, ქალაქ ნეაპოლში გაუჩინარებული, 29 წლის ვანიკო ღარიბაშვილი იპოვეს. ამ ინფორმაციას მისი მეუღლე ავრცელებს. “ვიპოვეთ მადლობა და დიდება უფალს პირველ რიგში, არ ვიცი როგორ და რანაირად მაგრამ თქვენ ა...

სოცმედია 1696019100

მოროშკინა
"ძალიან მაგრად მუშაობს სუსი! არ აგარევინებთ, არა!" – რას წერს ლალი მოროშკინა

“ჩვენი შვილების სისხლს არ დაგაღვრევინებთ! მადლობა ბიჭებო! ძალიან მაგრად მუშაობს სუს-ი! არ აგარევინებთ,არა!!!! ხალხი მთავრობის მხარეს დგას!!!!” წერს ლალი მოროშკინა.

სოცმედია 1696018800

მეგი გოცირიძე
"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში..." - რას წერს მეგი გოცირიძე

"რიგითი ქოცტროლი მეკითხება ქოც სააგენტოს კომენტარში - 9 წელი სად იყავით სისხლისმსმელი ნაცები და თქვენი სააკაშვილიო და პასუხი დავაკოპირე: ----სად ვიყავით და სახელმწიფოს ვაშენებდით, მიშას ვედექით გვერდი...

სოცმედია 1696018500

მამა თეიმურაზი
"რეანიმაციაში იმყოფება... გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ" - რა ინფორმაცია ვრცელდება მამა თეიმურაზის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

დეკანოზი თეიმურაზ ქორიძე მართვით სუნთქვაზეა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ფილტვების პრობლემის გამო მდგომარეობა დაუმძიმდა. "უმორჩილესად გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენიოთ უძლურებაში მყოფი მ...

საზოგადოება 1696018200

სურამელაშვილი
"ჩემი კოცნები დამიბრუნე, 8 წლის განმავლობაში რომ გკოცნიდი..." - გია სურამელაშვილი

გია სურამელაშვილმა ყოფილ შეყვარებულს მორიგი მიმართვა მიუძღვნა.   @giasuramelashvili0 #ფორიუზეა? #გლობალ🌍 ♬ original sound - Gia Suramelashvili

სოცმედია 1696017900

მტვერი
"უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია..." - რა ვიდეოს ავრცელებს "ჩემი ქალაქი მკლავს"

"#სუფთაჰაერიჩემიუფლებაა უდაბნოს მტვერი არ გეგონოთ, თბილისია ჭავჭავაძის 47 ნომერი, სახლის დემონტაჟი. თბილისის მუნიციპალური ინსპექცია" წერს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლაცს" და ვიდეოს ავრცელებს.

სოცმედია 1696017300