თიბისი სტარტაპერი და LAAP STUDIO მცირე ბიზნესების მხარდასაჭერად პარტნიორობას იწყებენ
ბიზნესი & ეკონომიკა • 1674470411 45

მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების მიზნით, თიბისი სტარტაპერმა და კომერციული ფოტოგრაფიის სტუდია LAAP STUDIO-მ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ახალი პროექტი წამოიწყეს. თიბისის პროექტი სტარტაპერი სტარტაპ კურსის მონაწილე სამ გამორჩეულ ბიზნესს — “თაიას”, “N9 Gallery-სა” და “ჩინის” - საკომუნიკაციო კამპანიას უგეგმავს, რომლის ფარგლებში საჭირო ყველა ტიპის კონტენტს LAAP STUDIO სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
LAAP Studio ხუთი წლის წინ დაარსდა და, როგორც მისი დამფუძნებელი ავთანდილ გასვიანი აღნიშნავს, ერთ-ერთი პირველი ფოტოსტუდია იყო, რომელიც კომერციულ ფოტოგრაფიაში სპეციალიზირდებოდა. კომპანია დღეს სრულფასოვანი ფოტო/ვიდეო სტუდიაა. LAAP STUDIO-ს გუნდი 20-მდე ადამიანისაგან შედგება და პროექტის სრული ციკლი ერთ სივრცეში ხდება — კონცეფციის მოფიქრებიდან აღსრულებამდე. საბოლოოდ კი გუნდი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდებისთვის მაღალი ხარისხის, პროფესიონალურ ვიზუალურ კონტენტს ქმნის.
სწორედ ვიზუალური კონტენტია ის, რასაც მომხმარებელი პირველ რიგში ხედავს, როცა მისთვის საინტერესო პროდუქტს ეძებს. ამ მასალების დახმარებით ექმნება მას წარმოდგენა როგორც პროდუქციაზე, ისე მთლიანად – ბრენდზე, შესაბამისად, მაღალი ხარისხის, ყველასგან გამორჩეული ფოტო და ვიდეო მასალების შექმნას განსაკუთრებული ხედვა, ცოდნა, გამოცდილება და რესურსი სჭირდება.
“ბაზარზე მრავალი ტიპის სტარტაპს შეხვდებით — ისინი მართლაც გამორჩეულ პროდუქტებს ქმნიან და ამავე დროს, ბევრ გამოწვევას აწყდებიან, განსაკუთრებით — საწყის ეტაპზე. მათ კონკურენციის გაწევა უწევთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ბრენდებთან, მაგრამ, როგორც წესი, დიდი მარკეტინგული კამპანიებისთვის საჭირო ბიუჯეტი არ აქვთ. ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ უწყვეტი კომუნიკაციისთვის ფოტომასალებიც მუდმივად უნდა ახლდებოდეს, შესაბამისად, მათ არ აქვთ რესურსი, სტუდიებს სისტემატურად დაუკვეთონ პროფესიონალური ფოტომომსახურება — ეს დიდ კომპანიებს შეუძლიათ, ამიტომაც ძალიან სასიხარულოა, რომ ვიწყებთ ამ პროექტს და შესაძლებლობა გვაქვს, სტარტაპებს დავუჭიროთ მხარი”, — აღნიშნავს ავთანდილ გასვიანი.
ახალბედა მეწარმეების მხარდაჭერის სურვილით გადაწყვიტეს, აქტიურად დაეწყოთ თანამშრომლობა სტარტაპერთან და პროექტში ჩართული მცირე ბიზნესებისთვის შეეთავაზებინათ პროდუქტის ფოტოსესია, საიმიჯო პრინტ კამპანია, კატალოგისთვის ფოტოსესია და სხვა სერვისები, რომლებიც ბიზნესისთვის საწყის ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
“თიბისიმ პროექტით სტარტაპერი საფუძველი ჩაუყარა ქართულ სტარტაპ ეკოსისტემას. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშნელოვან საქმეს ემსახურება და ძალიან ეხმარება ანტრეპრენერებს განვითარებაში. ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობა კი, ვფიქრობ, სასარგებლო იქნება როგორც მთლიანი ეკოსისტემისთვის, ასევე კონკრეტული სტარტაპებისთვის, რადგან ვიზუალური კონტენტი მათი წარმატებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს”, — ამბობს ავთანდილი.
LAAP STUDIO-მ უკვე გადაიღო პირველი სტარტაპის, “თაიას”, პროდუქტები — ქართული ეთნო სახლების მცირე მოდელები. პროექტის ფარგლებში, სტუდია სტარტაპისთვის მრავალფეროვანი კონტენტის ნაკრებს ქმნის. ნაკრები მოიცავს როგორც პროდუქტის სტანდარტულ ფოტოებს, რომლებიც პორტფოლიოსთვის ან სოციალური ქსელებისთვისაა განკუთვნილი, ისე გაყიდვებზე ორიენტირებულ ფოტომასალას — სხვადასხვა განწყობითა და სტილით. ამასთან, იქმნება სტოპმოუშენ კონტენტი, რომელშიც ნაჩვენებია პროდუქტის შექმნის პროცესი და ნაკრების ნაწილია მცირე ვიდეოც, რომელიც მნახველებს სტარტაპის ისტორიას გააცნობს. კონტენტის ნაკრები, ამ ეტაპზე, შეიქმნება “N9 Gallery-ისთვის”, რომელიც საგამოფენო სივრცეა ახალგაზრდა არტისტებისთვის და “ჩინისთვის”, რომელიც ჩემოდნებისთვის გამორჩეული ესთეტიკის გარსაცმებს ქმნის.

კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მამის ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვას პასუხობს. „დღეს მოვისმინე ბატონი ნიკა სააკაშვილის მიმართვა ჩემი მისამართით და მინდა გამოვ...
პოლიტიკა • 1675004888

პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „ჩვენი მამა ალექსანდრე აღარ გვყავს!25 წელი ერთგულად ემსახურა მიქაელ ტვერელის სახელობის ტაძარს, წინამძღვრ...
საზოგადოება • 1675001557

პირველი არხის თანამშრომელს, მარიამ ჭელიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. ინფორმაციას ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში, საკუთარი გადაცემის გვერდზე ავრცელებს. „მარიამის სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამ...
სოცმედია • 1675001164

გახანგრძლივდება თუ არა არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში - ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი მუმლაძის წარმომადგენლები დამატებითი დროის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ უნიკალური კოდი 4 000-ზე მეტ...
პოლიტიკა • 1674997159

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ერთ-ერთი სახლში შევარდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი. მომხდარ...
შემთხვევა • 1674996617

30-31 იანვარს, საქართველოში სამუშაო ვიზიტით ესტუმრება მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში, ოლეგ სერებრიანი - ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო ავრცელ...
პოლიტიკა • 1674996482