ბიზნესი & ეკონომიკა • 1721292919
ტექსკოლა თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივაა. ტექსკოლაში უფროსკლასელები ეუფლებიან ტექნოლოგიებს, იღებენ პირველ გამოცდილებას, ივითარებენ და იძენენ ახალ უნარებს, იღრმავებენ ინტერესებს, ისახავენ მიზნებს, იკვლევენ გზას და რაც მთავარია, ირჩევენ იმას, რაც ნამდვილად აინტერესებთ.
თიბისი, სრულად დაფინანსებული ტექსკოლის დაარსებით, მიზნად ისახავს ახალ თაობაში თანამედროვე პროფესიებით დაინტერესების ზრდას და მომავალში დასაქმების თუ კარიერული წინსვლისთვის მათთვის სასარგებლო ცოდნის მიღებას. აქ, მთელი საქართველოდან მოსწავლეები მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით ეუფლებიან ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს და იძენენ უნარებს, რომლებიც პროფესიულ განვითარებაში დაეხმარებათ.
„ტექსკოლაში გავიარე გრაფიკული დიზაინის კურსი. სწავლის დასრულების შემდეგ, მიღებული ცოდნა ჩემს ინტერესებს მოვარგე და ახლა საკუთარ ნამუშევრებს ვქმნი.” - სესილია მულაძე.
ტექსკოლის სასწავლო პროგრამები განკუთვნილია ტექნოლოგიებით დაინტერესებული, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში მცხოვრები უფროსკლასელებისთვის და ესენია: ვებგვერდების აწყობა და პროგრამირება, მობილური აპლიკაციების შექმნა, ციფრული მარკეტინგი, გრაფიკული დიზაინი, ფოტო-ვიდეოგრაფია და UI/UX დიზაინი.
ტექსკოლის მონაწილეები ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებებს დაუფლებასთან ერთად ციფრული წიგნიერების საწყისებსაც გაეცნენ. ლექციებს თემაზე „ციფრული წიგნიერება" USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის, ციფრული მოქალაქეობის სპეციალისტი, მარიკა სიხარულიძე კითხულობდა.
თიბისიმ ტექსკოლა, ჯეოლაბთან პარტნიორობით დააარსა და მას უკვე, მთელი საქართველოდან 1800-ზე მეტი მონაწილე ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზაფხულის ნაკადის მონაწილეთა 15%-ს, უკვე გავლილი ჰქონდა ტექსკოლის სხვადასხვა კურსი და ტექნოლოგიების მათთვის ახალ მიმართულების კურსებს აქვე ეუფლება.
„ტექსკოლაში ჯერ ტექნოლოგიების საფუძვლების კურსი გავიარე, რომელიც მომავლის პროფესიის პოვნაში დამეხმარა. შემდეგ ეტაპზე კი ვისწავლე გრაფიკული დიზაინი და ვებ-დეველოპმენტი. ახლა ვცდილობ მიღებული ცოდნა და უნარები ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენო“ - დაჩი მექვაბიძე.
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას და სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივასთან ერთად, სექტემბრიდან, ტექსკოლაში უფროსკლასელების მიღებას კვლავ განაახლებს.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი: გვჭირდება ყველა მოქალაქის დახმარება!თბილისის ყველა განყოფილებაში მისვლა და ტვ პირველის ოპერატორის ადგილზე მოძებნა.ადამიანი გააქრეს და მოსაძებნია!
პოლიტიკა • 1739916169
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ტვ პირველის" ახალი ამბების ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით. “ლაშა ჯიოშვილი დაკავებულია 173-ე მუხლით, რაც გული...
პოლიტიკა • 1739914256
რამდენიმე წუთის წინ, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი სამოქალაქო ტანსაცმლიანმა, ნიღბიანმა ადამიანებმა ავტომანქანაში ძალის გამოყენებით ჩასვეს და გა...
პოლიტიკა • 1739911865
ნოდარ მელაძე: კრიმინალური პოლიციის უფროსი არც ზარებს და არც მესიჯებს არ პასუხობს. არ ვიცით სად არის ტვ პირველის ოპერატორი - ლაშა ჯიოშვილი. ადვოკატი რეკავს, იზოლატორებში არსად არააა!სპეციალური საგამოძი...
პოლიტიკა • 1739911337
ტვ პირველის ოპერატორის გატაცების კადრები "პიროვნება ვისაც იჭერდნენ ყვიროდა ოპერატორი ვარო და ჯიბეში ჩამიდეს რაღაცო" წერს Natia JIvotnikova და ვიდეოს აქვეყნებს
პოლიტიკა • 1739910946
ნოდარ მელაძე: თბილისში ელბაქიძის აღმართის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს, ტელეკომპანია პირველის ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი. ლაშა საპროტესტო აქციის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა, რა დ...
პოლიტიკა • 1739910320
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი