თიბისი უზბეკეთი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექად დასახელდა

თიბისი უზბეკეთი

თიბისი უზბეკეთი, ცენტრალური აზიის ციფრული საბანკო ეკოსისტემის ლიდერი და ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული თიბისი ჯგუფის წევრი, CNBC-ისა და Statista-ს მიერ ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფინტექ კომპანიად იქნა აღიარებული. თიბისი უზბეკეთი პირველი და ერთადერთი კომპანია, როგორც უზბეკეთიდან, ასევე ცენტრალური აზიის რეგიონიდან, რომელმაც ეს აღიარება მოიპოვა.

CNBC-ისა და Statista-ს შედგენილი მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სია ფინტექ ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვან საორიენტაციო ნიშნულს წარმოადგენს. ის ეფუძნება ძირითადი მაჩვენებლების სიღრმისეულ ანალიზს, როგორიცაა შემოსავალი, მომგებიანობა და სხვა ფინანსური მაჩვენებლები, ასევე მომხმარებელთა რაოდენობა, სესხებისა და დეპოზიტების პორტფელის ზრდა, ტრანზაქციების მოცულობა, ბაზრის წილი და პერსონალის მონაცემები.


თიბისი უზბეკეთის ეკოსისტემა 19.7 მილიონ მომხმარებელს აერთიანებს და მოიცავს ქვეყნის უდიდეს ციფრულ ბანკს TBC UZ-ს, ციფრული გადახდების აპლიკაციას Payme-ს, BNPL ბიზნეს Payme Nasiya-ს და TBC დაზღვევას. მისი ნეობანკინგის კატეგორიაში მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელება ასახავს ციფრული ბანკინგის სწრაფ ზრდას და მაღალ მომგებიანობას, ასევე მის მისწრაფებას - უზრუნველყოს საუკეთესო, სრულად ციფრული ფინანსური მომსახურება ცენტრალური აზიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქვეყანაში.

 

„თიბისისთვის დიდი პატივია გახდეს უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიიდან პირველი და ერთადერთი ბიზნესი, რომელიც 2025 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფინტექ კომპანიების სიაში დასახელდა. მადლიერები ვართ, რომ ქვეყანაში ჩვენი სწრაფი, უწყვეტი და მომგებიანი ზრდა, ინოვაციებისადმი ერთგულების პარალელურად, საერთაშორისო საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. უზბეკეთი ციფრული ფინანსური მომსახურების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად მზარდი ბაზარია მსოფლიოში და ჩვენ ვამაყობთ, რომ ლიდერები ვართ და მუდმივად ვაუმჯობესებთ ინოვაციურ ფინანსურ მომსახურებას ქვეყანაში. CNBC-ისა და Statista-ს აღიარება, როგორც თიბისის უზბეკეთში დღემდე მიღწეული წარმატების, ასევე ქვეყნის საერთო განვითარების დასტურია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი პროდუქტის შეთავაზების დივერსიფიკაციას და ჩვენი ეკოსისტემის განვითარებას“ - ნიკა ქურდიანი, თიბისი უზბეკეთის გენერალური დირექტორი.

 

თიბისი უზბეკეთი აგრძელებს თავისი შეთავაზების გაფართოებას და უზბეკეთში ქმნის ყოვლისმომცველ ციფრულ ეკოსისტემას მომხმარებლების ყოველდღიური ფინანსური საჭიროებისთვის. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ გააუმჯობესა და მნიშვნელოვნად გააფართოვა ახალი პროდუქტების ფართო სპექტრი, მათ შორის: Salom Card სადებეტო ბარათი, Osmon საკრედიტო ბარათი, TBC ბიზნეს საბანკო და საკრედიტო მომსახურება, ასევე TBC დაზღვევა. ივნისში თიბისი უზბეკეთმა საცალო ვაჭრობის მართვის SaaS-პლატფორმა BILLZ-ის საკონტროლო პაკეტი შეისყიდა, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს უზბეკეთში მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (SME) შეთავაზებები გააფართოოს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354

კახა კალაძე
„არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია გარედან ფინანსდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები“ - კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...

პოლიტიკა 1776398301