თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

თიბისი

თიბისიმ და  ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი  წარმატებული  და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მოზიდული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს დავაფინანსოთ ბიზნესების წარმომადგენლები საჭირო, გრძელვადიანი ლარის რესურსით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო ინიციატივის განხორციელებას შევძლებთ ერთად“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. 

„ვამაყობთ თიბისისთან  ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობით. თიბისის წარმატებული შედეგები, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის დროს, მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ EFSE-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება“,  - კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისა და ინვესტიციის განხორციელების გზით.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საძაგლიშვილი
რუსთავი 2-ის საქმე: არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლოს დარბაზში, რაც დაადასტურებდა ვინმეს ბრალეულობას - საძაგლიშვილი

საქალაქო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმეზე ნიკა გვარამიას პროცესი გაიმართა. როგორც გვარამიას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არც ერთი მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული სასამართლო...

სამართალი 1638957868

აქცია ბათუმში
"არჩილ, შენ ასეთ სახლში იცხოვრებდი?" - აქცია-პერფორმანსი ბათუმში

ბათუმში, ადმინისტრაციული შენობის წინ აქცია-პერფორმანსი გაიმართა, სადაც საინიციატივო ჯგუფის "არ გადადოს" წევრებმა ქალაქში არსებული ავარიული შენობების ფოტოები მიიტანეს და ბანერი წარწერით: "არჩილ, შენ ას...

საზოგადოება 1638955889

სები
სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას აქვეყნებს. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1638955065

სალომე ბახსოლიანი
პენიტენციურსა და იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე დღე მიეცათ იმისთვის, რომ წაშალონ კანონის დარღვევით გასაჯაროებული სააკაშვილის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები - ბახსოლიანი

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის კადრების წაშლა მოსთხოვა, უწყებას ჩანაწერი ამ დრომდე არ წაუშლია. როგორც სახელმ...

პოლიტიკა 1638954349

სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო

სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტმა მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. საძაგლიშვილის განმარტებით, სააკაშვილმა პროტესტის ამ ფორმას პენიტენციური სამსახ...

პოლიტიკა 1638952958

ივანე ჩხაიძე
რა სიმპტომები ახასიათებს ახალ "ომიკრონ" შტამს - ივანე ჩხაიძის განმარტება

კორონავირუსის ახალ, ომიკრონ შტამზე იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორ ივანე ჩხაიძე საუბრობს...

Covid 19 1638952557