თიბისიმ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა

თბს

თიბისი ჯგუფმა გადახდების საერთაშორისო პლატფორმა შეიძინა, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებს რეგიონში ჯგუფის სტრატეტიულ შესაძლებლობებს. გადახდების ახალი პლატფორმა ბიზნესებს სთავაზობს, მარტივად და სწრაფად მიიღონ და მართონ გადახდები, გაზარდონ გაყიდვები და მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზონ.

 

პლატფორმა უკვე შვიდ წელზე მეტია საერთაშოროსო ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და მომსახურებას უწევს ინდუსტრიის ლიდერ კომპანიებს.

 

პირველ ეტაპზე, თიბისი ჯგუფი საერთშორისო პლატფორმის მეშვეობით, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვასა და სომხეთის ბაზრებს შესთავაზობს ონლაინ გადახდების მართვის მოქნილ და უსაფრთხო სისტემას. პლატფორმის ოპერირების არეალი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაფართოვდება.

 

“თიბისი განაგრძობს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებას და კვლავაც ერთგული რჩება თავისი მისიისა, გაუმარტივოს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება.  წინა კვირას ჩვენ ხელი მოვაწერეთ გარიგებას, რომლითაც თიბისი ჯგუფმა შეიძინა საერთაშორისო ონლაინ გადახდების პლატფორმა, რომელსაც აქვს საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირების შვიდწლიანი გამოცდილება, პარტნიორი კომპანიების ფართო ბაზა, რომლებსაც ბიზნესების კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს.  სულ მალე თიბისი ჯგუფი ბიზნესს შესთავაზებს მრავალფუნქციურ პლატფორმას, რომლის საშუალებითაც მათ შეეძლებათ გადახდების და ანგარიშსწორების პროცესის მართვა, დეტალურ რეპორტებზე წვდომის მიღება და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, რაც საბოლოოდ დაეხმარებათ ეფექტური მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღებასა და გაყიდვების გაზრდაში”, - თორნიკე გოგიჩაიშვილი, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ელექტრონული კომერციის სწრაფად ცვალებად სამყაროში, მოქნილი, სწრაფი და ტექნოლოგიურად გამართული ონლაინ გადახდების საერთაშორისო პლატფორმა, ბიზნესს შესაძლებლობას აძლევს, ინოვაციური და მოქნილი გზით განვითარდეს.  გარდა ამისა, ბიზნესებისთვის შესაძლებლობა იქმნება, გავიდნენ საერთაშორისო ბაზრებზე. ერთი ინტეგრაციითა და პროვაიდერით, ნებისმიერი ზომის კომპანიას შეუძლია შევიდეს რეგიონის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე, გაზარდოს მიზნობრივ მომხმარებელთა რაოდენობა და შემოსავალი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335