თიბისიმ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

თბც

თიბისიმ, განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მთავარი მიზანია, საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების შესაძლებლობების წახალისება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ახალი გენერაციის ობიექტებისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს შექმნას.

ენერგეტიკულ სექტორში ინვესტიციების და ინსტიტუციური შესაძლებლობების ცნობიერების ამაღლების და კერძო ინვესტორების ჩართვის მიზნით, პროგრამა ეხმარება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოავლინოს სამომავლო პროექტები და გამართოს კონფერენციები/გაცნობითი ღონისძიებები დეველოპერებისთვის, ფინანსური ინსტიტუტებისთვის, ინვესტორებისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკის სექტორის დაინტერესებულმა მხარეებმა, საქართველოს მთავრობის, სახელმწიფო კომპანიების, საელჩოებისა და ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, დეველოპერებმა, ინვესტორებმა და დონორებმა ერთმანეთს საკუთარი შეხედულებები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს განახლებადი ენერგიის წყაროების პროექტების პერსპექტივების, მოსალოდნელი ენერგეტიკული ბაზრის სტრუქტურის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუციების ხედვების, ელექტროენერგიით რეგიონული ვაჭრობის შესაძლებლობებსა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების შესახებ.

„USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას განახლებადი ენერგიის საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში. პროგრამა მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო სექტორის წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ ქვეყანაში გამოვლინდეს და განხორციელდეს საინტერესო და პერსპექტიული სუფთა ენერგიის პროექტები. ელექტროენერგეტიკულ სექტორში მიმდინარეობს არაერთი რეფორმა, რომელიც საჭიროებს მუდმივ კომუნიკაციას საზოგადოების ყველა ჯგუფთან, მათ შორის პირველ რიგში ინვესტორებთან. განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია ემსახურება დაინტერსებული მხარეების ინფორმირებულობას და მიზნად ისახავს რესურსების მობილიზებას განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ქსელში ინტეგრაციისათვის. კონფერენცია ხელს შეუწყობს ურთიერთობების გამყარებას პოტენციურ ინვესტორებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და ბიზნესებს შორის", - ივანე პირველი, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველოყოფის პროგრამის ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნულ კონფერენციაში ჩართულობა, ვინაიდან  მსგავსი ღონისძიებები ინფორმაციის გავრცელებასა და განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის რესურსების მობილიზებას უწყობს ხელს. ენერგეტიკის სექტორის მხარდაჭერა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რადგან ამ მიმართულებას ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. იმისთვის, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ქვეყანაში უხვად არსებული განახლებადი რესურსი. აუთვისებელი რესურსიდან გამომდინარე, საქართველოში განახლებადი ენერგიის პროექტების მშენებლობის პოტენციალი ძალიან დიდია. ჯამში, თიბისის დაფინანსებული აქვს 30 ჰიდროელექტროსადგური - ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW. აქედან უკვე ოპერირებს 100 MW, 167 MW სიმძლავრის სადგურები კი მშენებლობის ეტაპზეა, რაც საქართველოს ჯამური განახლებადი სადგურების 8%-ს შეადგენს. თიბისის მხარდაჭერით, სექტორში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 182 მილიონ დოლარს შეადგენს", - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ოფშორი ივანიშვილი
როგორ უადვილებს ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს ევროპული რეგულაციებსა და სანქციებიდან გაქცევას - დეტალები

 "ფლანგვის დეტექტორის" განცხადებით, ოფშორების ჩანაწერი შავ კაპიტალს უადვილებს, ევროპულ რეგულაციებსა და სანქციებს გაექცეს. ორგანიზაცია ამბობს,  აღნიშნული ცვლილება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი...

პოლიტიკა 1713617438

ჩანადირი.jpg
"ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში...“ - რას ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

 ფოტოგრაფი, გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ოპიზის ტაძარზე საუბრობს. "დღეს ასე გამოიყურება ოპიზის ტაძარი კლარჯეთში. 1965 წელს ააფეთქეს, რომ გზა გაეყვანათ.არადა, მანამდე 1000...

სოცმედია 1713616830

კიბო
მეცნეირებმა კიბოს შერჩევით გამანადგურებელი ნანონაწილაკები შექმნეს

მეცნიერებმა შექმნეს ცილოვანი მიკრომასალები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ათავისუფლებენ ნანონაწილაკებს,რომლებიც თავს ესხმიან და ანადგურებენ კიბოს სპეციფიკურ უჯრედებს. კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟუ...

ჯანმრთელობა 1713615582

ირაკლი ღარიბაშვილი
“როცა გვეტყვიან, რომ ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს ქვე­ყა­ნა ვერ გახ­დე­ბა, დღეს არ ვართ მზად, რომ გავ­ხდეთ [ევ­რო­კავ­ში­რის] წევ­რი ქვე­ყა­ნა, ხომ ასეა, ხომ მე­თან­ხმე­ბით? არ არის კონ­სენ­სუ­სი იმა­ზე, რომ დღეს­ვე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს ქვე­ყა­ნა...

პოლიტიკა 1713614632

სააკაშვილი
"ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან..." - მიხეილ სააკაშვილი “ოცნების” მმართველობაზე

მესამე პრეზიდენტი "ქართული ოცნების" 12 წლიანი მმართველობის სხვადასხვა ნაბიჯებე წერს, რომელსაც "ღალატის  ქრონიკად" აფასებს:   "ღალატის ქრონიკა 2012 წლიდან:2012 წელს საარჩევნო კამპანიისთვის რუსეთმა ივან...

პოლიტიკა 1713612348

ირაკლი კობახიძე
პრემიერის მიერ წახალისებული ძალადობა თსუ-სთან - კობახიძის თვალწინ სავარაუდოდ "ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტს სცემა

პრემიერმინისტრის მიერ წახალისებული ძალადობა და ფიზიკური ანგარიშსწორება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან - ირაკლი კობახიძის თვალწინ, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" პარტაქტივმა სტუდენტ ნიკო მანაგაძეს ს...

პოლიტიკა 1713612275