თიბისის მხარდაჭერით, დიზაინის ინსტიტუტში კონფერენცია - სოციალური დიზაინის დღეები 16-17 ივნისს გაიმართება

რილიზი

სოციალური დიზაინი საუკეთესო გზაა სოციალური პრობლემების დიზაინისა და ინოვაციების საშუალებით გაუმჯობესებისთვის, თანამშრომლობის და უკეთესი გარემოს შექმნისთვის.

 

თიბისის მხარდაჭერით დიზაინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „სოციალური დიზაინის დღეები“, დიზაინის სფეროს ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები განიხილავენ სოციალური დიზაინის მნიშვნელობას, თანამონაწილეობითი დიზაინის, მდგრადობის, ხელმისაწვდომობის, საჯარო სერვისების, მემკვიდრეობის, სივრცეების, ურბანულ და სამოქალაქო დიზაინს.

კონფერენციის მიზანია სფეროებს შორის თანამშრომლობა, გაზიარება და სოციალური დიზაინის საკითხების პოპულარიზაცია. რაც უფრო მეტი ადამიანისა თუ ორგანიზაციისთვის, უკეთეს გარემოსა და მეტ ღირებულებას შექმნის.

სოციალური დიზაინი მოიაზრებს პრობლემების სწორად და ერთობლივად გადაჭრას.  საქართველოში, სადაც განათლების, ურბანული განვითარების და სოციალური უთანასწორობის გამოწვევები ძალიან აქტუალურია, დიზაინს შეუძლია გახდეს სისტემური ცვლილებების გადაწყვეტის საშუალება. სწორედ ამიტომ, დიზაინის ინსტიტუტის გუნდი ამ მიმართულებით მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო აქტივობებს გეგმავს.

თიბისი მხარს უჭერს განათლების ისეთ პროექტებს, რომლებიც ადამიანების განვითარებას და მათ წინსვლას უფრო მეტად მიეხმარება. ბრენდის მიზანია  წაახალისოს და ხელი შეუწყოს ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ რომ განათლებით საკუთარ ამბავს ქმნიან.

 

სოციალური დიზაინის დღეები დიზაინის ინსტიტუტი Polish Graphic Design და სხვა პარტნიორების მხარდაჭერით საქართველოში  პირველად ტარდება. კონფერენციას სისტემატური სახე ექნება მომავალში კვლევების, ღია განაცხადების და სხვა თემატური სერიების სახით.

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე.

 

პროექტის პარტნიორები: Polish Graphic Design, TBC, Kona books, GWS, GD Alco, Red Bull, Mac Georgia;

პროექტის სტუმრები: Traffic Design Studio, Otwarte Studio, Centrala Studio და ბევრი სხვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საზოგადოება
სენაკში შვილმა მამა დაჭრა

სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...

კრიმინალი 1781246672

ზაზა შათირიშვილი
„უკვე კარგა ხანია ფაქტებითა და მაგალითებით ვადასტურებ, რომ დონალდ ტრამპი დამოუკიდებელი ფიგურა არაა და ის და მისი ადმინისტრაციაც ისევე ემსახურებიან „დიფ სთეითს“, როგორც მისი წინამორბედი“ - ზაზა შათირიშვილი

"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...

პოლიტიკა 1781246237

მერაბ მეტრეველი
“როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...

სოცმედია 1781237494

ლენტიი
სროლა ბათუმის ბულვარში

ბათუმის ბულვარში სროლა იყო | ინფორმაციას გამოცემა აჭარა თაიმსი ავრცელებს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ადგილობრივები ამბობენ, რომ გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა არსებული ინფორმაციით, ახალი ბულვარის ტ...

შემთხვევა 1781236944

პოლიცია ლენტი
13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს - რა მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ გუშჩუში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს | ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალებები ავრცელებენ და წერენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე...

შემთხვევა 1781236840

დავით-თარხან-მოურავი
„საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას“ - დავით თარხან-მოურავი

"არსებობს კავშირი რუსეთი-ბელორუსი-ყაზახეთი-სომხეთი. ამ კავშირს აქვს ფულადი ბრუნვა და ამ მთელი ფულადი ბრუნვის 0.18% საჩუქრად მიდის სომხეთთან. ეს უზარმაზარი თანხაა, დღესაც სომხეთი ამ ფულით ცხოვრობს. სომ...

პოლიტიკა 1781186174