ბიზნესი & ეკონომიკა • 1709543641
14 მარტს 13:00 საათზე ტერმინალი მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს" უმასპინძლებს. თიბისის მხარდაჭერით ღონისძიების ორგანიზატორები Google-ის ქალთა ტექნოლოგიებში გაძლიერების პროგრამის ელჩები არიან. პროგრამა ეძღვნება ტექნოლოგიაში გენდერული გამოწვევების გადალახვას და ისეთი სამყაროს შექმნას, სადაც ყველა ქალს შეუძლია ტექნოლოგიებში განვითარდეს.
კონფერენციაზე საგანმანათლებლო და ნეთვორქინგ აქტივობები სამ პარალელურ სივრცეში ჩატარდება. ღონისძიების მთავარი თემებია ხელოვნური ინტელექტი (AI/ML), ვებ აპლიკაციები (Android/iOS), სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციები, და ტექნოლოგიები განათლებაში.
ღონისძიების მიზანი არა მხოლოდ მსმენელთათვის საინტერესო თემების შეთავაზება და კომფორტული გარემოს შექმნა, არამედ მოტივაციაა ქალებისთვის საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისთვის.
სწორედ ამიტომ, ღონისძიებაზე საკუთრ ცოდნას ისეთი ტექ პროფესიონალები გააზიარებენ, როგორიცაა:
ნინუცა ნანიტაშვილი, ნათია სირბილაძე, ელენე კავარცხელია, ალინა ტყაბლაძე, ნანა დიხამინჯია, ნანა ქავთარაშვილი, მარიამ გაგუა და სხვა..
Google-მა ტექნოლოგიურ სფეროში მომუშავე ქალებისთვის Women Techmakers-ის პროგრამა შექმნა, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერ, მობილური სისტემების დეველოპერ და მონაცემთა მეცნიერ ქალებს უსაზღვრო განვითარების საშუალებას აძლევს. ეს კომუნა საქართველოში 2014 წლიდან არსებობს.
თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიური ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც ტექ პროფესიონალეის ჩართულობა მაქსიმალურადაა წახალისებული.
თიბისი არაერთი ინიციატივით უჭერს მხარს ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიებში, ერთ-ერთი ასეთი წამოწყება გრეის ჰოპერის ტექ ჯილდოა, რომელიც საზოგადოების ყურადღებას ტექნოლოგიების სფეროში გენდერული თანასწორობის მნიშვნელობისკენ მიმართავს. ღონისძიება იმ ლიდერებს გვაცნობს, რომლებიც ქალების გაძლიერების მიმართულებით მისაბაძი მაგალითები არიან.
თამარა ჩერგოლეიშვილი: მძინარე გიგას მთელი ძალით დავახტი (ვინც "უხამსობა" გაიფიქრეთ, ყველას გიმახსოვრებთ) - სიხარული რო დაგაფრინდება, მთელი დღე კარგ ხასიათზე ივლი მეთქი და სიხარული ღამით უკვე დამაფრინდ...
სოცმედია • 1742978734
უკრაინაში მებრძოლ დავით ჩხაპელიას რუსეთის მიერ ანექსირებულმა დონეცკის ე.წ. სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ჩხაპელია "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ მართული სასამართ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1742978503
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თნა ხიდაშელი: ეს არის აშშ სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს დღევანდელი შეხვედრა-საუბრები. იმის შემდეგ რაც რუსეთსა და უკრაინასთან შავ ზღვაზე შეთანხმება შედგა მარკო რუბიო ესაუბრა...
პოლიტიკა • 1742977366
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებას, სოხუმის აეროპორტში რუსული ავიახაზების რეგულარული ფრენების შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით,...
პოლიტიკა • 1742977064
დიდ დიღომში მდებარე მრავალფუნქციურ ცენტრში კაფეს მოსაწყობად ფართის იჯარით გაცემაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხად...
საზოგადოება • 1742976999
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით აზერბაიჯანის, თურქეთისა და რუმინეთის 4 მოქა...
კრიმინალი • 1742976802
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი