თიბისის მხარდაჭერით გურიაში ჩაის წარმოება გაფართოვდა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1695717945

ლანა ღლონტი 6 წლის წინ ოზურგეთის სოფელ მელექედურში საოჯახო მეურნეობას დაუბრუნდა და ჩაის წარმოება დაიწყო. მაშინ ფიქრობდა, რომ საქმიანობა დროებითი იყო, მაგრამ დღეს უკვე იცის, რომ გურიიდან არსად წავა და წინ კიდევ ბევრი გეგმა აქვს განსახორციელებელი.
„როდესაც ამ საქმეს მოვკიდე ხელი, ჩვენი ოჯახის საკუთრებაში 1 ჰა ჩაის პლანტაცია იყო. დროთა განმავლობაში წარმოება გავაფართოვეთ და ახლა უკვე 6 ჰა ფართობზეა ჩვენი ჩაი გაშენებული. ჩვენთან დასაქმებული არიან ადგილობრივები, დაახლოებით 60-მდე ადამიანი, უმეტესად ქალბატონები. ჩაის ხელით ვკრეფთ და მხოლოდ სამ ფოთოლს, რაც ჩვენს მიერ წარმოებული ჩაის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს,“ - გვიყვება ლანა ღლონტი.
ჩაის ადგილზე ამუშავებენ მიკრო-გადამამუშავებელ საწარმოში, რომლისთვისაც დანადგარები ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოიტანეს. ეს გურული ჩაი სამი სახეობისაა და ქართულ ბაზარზე „პლანტაციის“ სახელით იყიდება. „პლანტაციამ“ წელს უკვე 3 ტონამდე მაღალი ხარისხის შავი, მწვანე და მოცვის ჩაი გამოუშვა.
თიბისის აგრო-კრედიტის დახმარებით ლანამ შეძლო სოფელ მელექედურში უფრო დიდი, 200 კვმ საწარმოს მშენებლობა დაეწყო, რომლის დასრულებასაც დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება. შესაბამისად, ფერმერის გეგმებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებაა. ამას გარდა, ლანა ჟღენტი აპირებს, რომ კიდევ უფრო განავითაროს აგრო-ტურიზმი, რის პოტენციალსაც არჩეული ბიზნეს სტრატეგია აძლევს.
„ახალი საწარმო მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მომავალი წლიდან წარმოება გავზარდოთ და 10 ტონამდე ჩაი დავამზადოთ. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ვაპირებთ გავაუმჯობესოთ სტანდარტი და ჩვენი ბრენდი „პლანტაცია“ საცალო გაყიდვაშიც გავიტანოთ. გარდა ამისა, ჩვენს უახლოეს გეგმებში შედის აგრო-ტურიზმის მიმართულებით განვითარება. ამჟამად, მცირე მასშტაბის სივრცეში შეგვიძლია სტუმრების მიღება. გამომდინარე იქიდან რომ ინტერესი დიდია, გადავწყვიტეთ ჩვენი სახლის ეზოში კოტეჯი ავაშენოთ, სადაც 10 ადამიანს მივიღებთ. აქ ჩამოსული სტუმრები ძირითად ინტერესდებიან ჩაის კულტურით, ზაფხულის პერიოდში მონაწილეობას იღებენ ჩაის კრეფაში, გადამუშავებაში და შემდეგ საღამოს სპეციალურად მათთვის ჩვენი ჩაის დეგუსტაციასაც ვაწყობთ,“ - ამბობს ლანა ჟღენტი.
„პლანტაციის“ ჩაის, რომელიც განსაკუთრებული შეფუთვით - პატარა ტომრებით იყიდება, აუცილებლად ნახავთ სხვადასხვა გამოფენასა თუ ფესტივალზე საქართველოში.

"მთავარის" ინფორმაციით, კახეთში, კრიმინალური ავტორიტეტის, მალხაზ ბადუაშვილის ძმისშვილი ნოდარ ბადუაშვილი დააკავეს | არსებული ინფორმაციით, მას კაჭრეთში მანქანა გაუფუჭდა, რა დროსაც პოლიციამ აიყვანა მისი...
კრიმინალი • 1747592511

"თუ მოახერხებს პრეზიდენტი [ტრამპი] "დიფ სთეითის" შესუსტებას, ამ შემთხვევაში, ეს აუცილებლად დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. თუ ვერ შეასუსტებს, ამ შემთხვევაში, დარჩება ის სტატუს-კვო, რ...
პოლიტიკა • 1747591520

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ 22 მაისს, მის სასამართლო პროცესზე, აქვს მოლოდინი, რომ გირაოს გადაუხდელობის მიზეზით დაიჭერენ. "დღეს გამდის...
პოლიტიკა • 1747590842

"მთავარი გზავნილი არის ის, რომ გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს ურთიერთობები. ეს არის მთავარი, რაც იყო მოცემული ჩვენს წერილში. გვაქვს ინტერესი, რომ ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და ა...
პოლიტიკა • 1747590140

სტამბოლში სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიოდ თქვა, რომ ჩვენ "მტკიცე სამშვიდობო გეგმა" წარვადგინეთ. ლონდონის შეხვედრების შემდეგ ჩვენ (აშშ-მ) შევადგინეთ ყოვლისმომცველი 22-პუნქტიანი გეგმა, რომელიც...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747589085

17 მაისს ქართველი ფეხბურთელები, ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე და ზურიკო დავითაშვილი მაისურზე ლგბტ დროშითა და ჰომოფობიის საწინააღმდეგო სლოგანით თამაშობდნენ. სამივე ფეხბურთელის გუნდი საფრანგეთის...
სპორტი • 1747588981