თიბისის მხარდაჭერით „ჯეოლაივი“ საქართველოში ზეთისხილის წარმოებას აფართოებს

ჯეოლაივი

ზეთისხილის ბიზნესის მზარდი განვითარების ფონზე, 12 წლის თავზე, კომპანია „ჯეოლაივის“ წარმომადგენლებმა წელს, თიბისის მხარდაჭერით, დამატებით 45 ჰა მიწის განაშენიანება გადაწყვიტეს.

ზეთისხილის - ამ კეთილშობილი მცენარის დიდი ხნის შემდეგ საქართველოში დაბრუნება თურქეთში მცხოვრები ქართველების სახელებს უკავშირდება.

როცა აჰმეთ ქაჰრამანმა (აჰმეთ გოგროჭაძე), მეჰმეთ ნური თაიარიმ (მამია დუმბაძე) და ალი სამი ოზელმა ქვეყნისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი საქმის წამოწყება გადაწყვიტეს, არჩევანი სწორედ საქართველოში ზეთისხილის მოშენებაზე შეჩერდა.

 

2010 წელს, ამ საქმეში უკვე გამოცდილმა ბიზნესმენებმა ქართველ პარტნიორთან, გიორგი სვანიძესთან ერთად, საქართველოში კომპანია „ჯეოლაივი“ დააფუძნეს და რამდენიმე რეგიონში - კახეთში, იმერეთსა და აჭარაში - ზეთისხილის საცდელი მეურნეობები გააშენეს.

 

მცენარემ სამივე რეგიონში იხარა, თუმცა ყველაზე ნაყოფიერი ზეთისხილისთვის კახეთის ნიადაგი აღმოჩნდა, სადაც 5 წლის თავზე „ჯეოლაივმა“ 100 ჰა ბაღიდან პირველი მოსავალი - 60 ტ. ზეთისხილი აიღო. ნაყოფის ხარისხმა და რაოდენობამ ცხადი გახადა, რომ ზეთისხილის წარმოებას საქართველოში პერსპექტიული საქმე იყო, ამიტომ კომპანიამ ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოს აშენება გადაწყვიტა.

„ზეთისხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2016 წელს, კახეთში, 3300 კვმ ტერიტორიაზე ავაშენეთ. დამფუძნებლებს ამ საქმეში უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი თურქეთიდან, შესაბამისად, საწარმოს აღჭურვა და გამართვა არ გაგვჭირვებია. მოსავალი ყოველწლიურად იმატებს, შარშან 120 ტონა ავიღეთ, წელს კი უფრო მეტს ველოდებით. წარმოებული პროდუქტი - ზეთისხილის ზეთი - პირველივე მოსავლით ძალიან ხარისხიანი გამოვიდა და იმავე წელს შევედით ქართულ ბაზარზე. გარდა საკუთარი მოსავლის გადამუშავებისა, საწარმო ემსახურება ასევე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსაც, რომლებმაც აქტიურად მიჰყვეს ხელი ზეთისხილის წარმოებას. ზეთის გარდა, წელს დავამზადეთ შავი და მწვანე ზეთისხილის მარინადიც, რომელიც ერთ თვეში შევა ბაზარზე“, - ამბობს კომპანია „ჯეოლაივის“ დირექტორი, ნელი გეთიაშვილი.

განსაკუთრებული სიახლე კი კახეთში სანერგე მეურნეობის მშენებლობაა, რომელსაც „ჯეოლაივი“ თიბისის მხარდაჭერით იწყებს:

„ვგეგმავთ, თურქეთიდან შემოვიტანოთ ზეთისხილის „დედა ხე“, რომლიდანაც საქართველოში გამოვიყვანთ ზეთისხილის ნერგს. ყოველწლიურად კი ზეთისხილს დაემატება სხვა ნერგებიც - კაკალი, ნუში, ყველანაირი ხეხილი, რაც საქართველოში ხარობს. სანერგესთვის გამოყოფილია 2 ჰა ტერიტორია, რომელიც 1 წლის განმავლობაში გაშენდება“, - ამბობს ნელი გეთიაშვილი.

ამჟამად „ჯეოლაივში“ მუდმივად დასაქმებულია 10 ადამიანი, მათი რიცხვი სეზონურად 200-მდე იზრდება.

ქართული წარმოების, უმაღლესი ხარისხის ზეთი უკვე საკმაოდ წარმატებული პროდუქტია, რომელიც „კარფურის“, „გუდვილის“, „აგროჰაბის“ თუ „ნიკორას“ დახლებზე წლების წინ გამოჩნდა და კონკურენციას უწევს იმპორტულ, მაღალი ხარისხის სხვადასხვა წარმოების ზეთს.

მომავალში „ჯეოლაივი“  ბაზარზე ზეთისხილის ბაზაზე დამზადებული კოსმეტუკური საშუალებების შემოტანასაც გეგმავს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნაცემი აქციაზ
"რუსულმა მილიციამ დამაგდო, წიხლები მირტყეს, მგუდავდნენ" - აქციაზე დაკავებული ქემაშვილის პირველ ინტერვიუ

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული 10 მომიტინგე თავისუფალია. სამოქალაქო აქტივისტები წინასწარი მოთავსების იზოლატორებიდან გვიან ღამით გაუშვეს, მათ შორის არიან ისეთებიც, ვისაც ფიზიკური დაზი...

საზოგადოება 1713437243

მეწყერი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩავიდა - ჩაკეტილია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე მეწყერი ჩავიდა, რომელმაც ჩაკეტა საავტომ...

საზოგადოება 1713437084

კვალიცია
„მოვუწოდებთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, წარმოადგინოს ინფორმაცია 16-17 აპრილს პოლიციის მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე“ - არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ მიმართვას ავრცელებენ და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება აქციის მონაწილეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციე...

პოლიტიკა 1713436950

ელისაშვილი ცემა
"პოლიციელები ჩუმად მეუბნებოდნენ, გენაცვალეთ მარჯვენაშიო" - ალეკო ელისაშვილი

 "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ გუშინ, როდესაც პოლიციამ კანცელარიის აქციიდან განყოფილებაში გადაიყვანა, მას სამართალდამცველელბი ჩუმად მადლობას ეუბნებოდნენ მამუკა მდინარაძისსთვის მუშ...

პოლიტიკა 1713436425

სამართლის დოქტორი
„შევეცდები მარტივად ავხსნა, რა უბედურებას ითვალისწინებს ახალი კანონი.. მისი მიღება პირდაპირ ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს მოსპობას და განადგურებას“ – რას წერს სამართლის დოქტორი

რამდენიმე დღეა, „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებულ და პირველი მოსმენით მხარდაჭერილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მოქალაქეები პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე აპროტესტებენ. სამ...

სოცმედია 1713436234

დეკანოზი ილია ჭიღლაძე
„გადავხედე აკა მორჩილაძეს წერილს. რას მიედ-მოედება, რას ფილოსოფოსობს, თავი პლატონი ჰგონია თუ სოკრატე?! რა აბდაუბდაა, რა უსუსურობა, ნობელი არა იხვი“ - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მწერალ აკა მორჩილაძის წერილს სოციალურ ქსელში წხმაურება და წერს: „გადავხედე აკა მორჩილაძეს წერილს. რას მიედ-მოედება, რას ფილოსოფოსობს, თავი პლატონი ჰგონია თუ სოკრატე?! რა აბდაუბდა...

სოცმედია 1713436063