თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

თბს ლოჯისტიკა

19-20 ივნისს, თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცე „ექსპო-ჯორჯია“ წელს პირველად ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენას უმასპინძლებს. ღონისძიება „ექსპო-ჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია Savvy-ს თანაორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სწრაფად მზარდი სექტორის განვითარების ხელშეწყობაა. ლოგისტიკის გამოფენა გააერთიანებს ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას, მათ შორის საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო და სარკინიგზო ლოგისტიკას, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურას, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ფინანსურ მექანიზმებს.ღონისძიება დარგისთვის მნიშვნელოვან ძირითად საკითხებს მოიცავს და ჩართულ მხარეებთან ერთად შექმნის პლატფორმას დისკუსიებისთვის არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სასაუბროდ. ლოგისტიკის გამოფენა სხვადასხვა ფორმატში ჩატარდება და გააერთიანებს როგორც პრეზენტაციებს, ასევე პანელურ დისკუსიებს საერთაშორისო და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციებისა და კომპანიების ჩართულობით.  თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, ბოლო წლებში ტრანსპორტირებისა და დასაწყობების სექტორი მკაფიო ზრდას აჩვენებს, მხოლოდ გასულ წელს 14%-იანი მატება დაფიქსირდა, მთლიანმა გამოშვებამ კი 9.7 მილიარდი ლარი შეადგინა. ლოგისტიკა, როგორც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სექტორი, თიბისისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომლის დაფინანსებაც წლიდან წლამდე იზრდება.„თიბისი აქტიურად უწყობს ხელს ლოგისტიკის სფეროს განვითარებას: ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენი პორტფელი ამ სექტორში 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისისთვის, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერისთვის, მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების პარალელურად ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარებას შეუწყოს ხელი და მხარი დაუჭიროს დარგის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებს, როგორიც ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაა“-, გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.“ბოლო წლებში ლოგისტიკის სექტორი საქართველოში დინამიკურად ვითარდება და ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად ყალიბდება. სწორედ ამ პროცესებმა განაპირობა ჩვენი გადაწყვეტილება - შევქმნათ ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია, რომელიც გახდება პლატფორმა კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების, საერთაშორისო ინვესტორებისა და სფეროს ექსპერტების შეხვედრებისთვის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ინოვაციური მიდგომების პოპულარიზაციასა და ლოგისტიკური ეკოსისტემის სისტემურ გაძლიერებას რეგიონში", - რესან ქიქავა, “ექსპო-ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პეტრე ცაავა
„პატრიარქმა უთხრა ივანიშვილს, უნდა გადავგე და 5 საკითხი მომიგვარე საპენსიო საჩუქრადო, მოაგვარებინა და აღარ გადადგა“ - მეუფე პეტრე ცაავა

"მეუფე შიო როცა დაასახელა, დაიბარა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, პატრიარქმა. არაფორმალური მმართველი, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაში. ჩამოწერილი 5 თემა იყოო. როცა მოდიოდა ყოფილი...

საზოგადოება 1776401796

კალაძე
„ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა - არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს“ - კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პეტერ მადიარმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ არ აპირებს სხვა ქვეყნის შიდა საქმეეში...

პოლიტიკა 1776399699

კალაძეე
„რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა“ - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბასთუმნის ცის გარკვეული მონაკვეთის დაკორექტირება რომ მოხდა, ამაში პრობლემა არაფერია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სა...

პოლიტიკა 1776398675

კალაძე ზურაბიშვილი
„ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, სალომე ზურაბიშვილი ვინ არის, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა“ - კახა კალაძე

„ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით...

პოლიტიკა 1776398624

კალაძე
„ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მშვიდობას მოაქვს“ - კახა კალაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და წინსვლა მშვიდობას მოაქვს, რომლის დასაცავად ხელისუფლება კვლავ მზადაა.   ამის შესახებ მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გა...

პოლიტიკა 1776398354

კახა კალაძე
„არ უნდა გაგვიკვირდეს, რადგან წლებია გარედან ფინანსდება სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობები“ - კახა კალაძე ოპოზიციის რევოლუციურ სცენარზე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სიახლე არ არის ტელეკომპანია “იმედის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერ...

პოლიტიკა 1776398301