თიბისის მხარდაჭერით წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა • 1670405667 46

16-18 დეკემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-4 და მე-5 პავილიონებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით, წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი აერთიანებს ასოციაციის მიერ დაფუძნებულ წიგნის საახალწლო ფესტივალსა და 2021 წელს, იუნესკოს პროექტ „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ფარგლებში დაარსებულ საბავშვო წიგნის ფესტივალს. შესაბამისად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება წიგნები როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისთვის. ფესტივალზე იქნება თიბისის საბავშვო სივრცე, სადაც სტუმრებს დახვდებათ მრავალი საგანმანათლებლო თუ გასართობი აქტივობა.
ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოში მოქმედი თითქმის ყველა გამომცემელი და წიგნის გამავრცელებელი ორგანიზაცია, რომლებიც ფესტივალის სტუმრებს ფასდაკლებებს შესთავაზებენ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ხელმისაწვდომობას.
ახალი თაობის მხარდაჭერა თიბისისთვის 30 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება იყო. მეოთხე ათწლეულის დასაწყისში, თიბისიმ გადაწყვიტა ახალი თაობის ხელშეწყობას კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და ახალგაზრდებზე მორგებული პროდუქტები შექმნას. სწორედ ამიტომ, ფესტივალზე, თიბისის მოსწავლის და სტუდენტის Mastercard ბარათის მფლობელებს შეეძლებათ გამომცემლობების სრულ უმრავლესობასთან გადახდილი თანხის 30% უკან დაიბრუნონ. მათ, ვისაც ჯერ არ აქვთ თიბისის მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, შესაძლებლობა ექნებათ ფესტივალზე, თიბისის სივრცეში, მარტივად აიღონ, გაააქტიურონ და გამოიყენონ Mastercard-ის ტიპის ბარათები და ისარგებლონ ფასდაკლებით.
წიგნის საახალწლო ფესტივალი მოიცავს როგორც წიგნების გამოფენა-გაყიდვას, ასევე საბავშვო ღონისძიებებს ფესტივალის მთავარ სცენაზე და საბავშვო სივრცეში, საახალწლო ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვასა და სხვადასხვა სახის გასართობ აქტივობას.
ფესტივალზე მისულებს ადგილზე დახვდებათ თიბისი სტარტაპერის კვების სივრცე, სადაც სტუმრები შეძლებენ მოისვენონ, გასინჯონ ქართული სტარტაპ კვების ობიექტების მიერ დამზადებული გემრიელი კერძები და კიდევ უფრო სასიამოვნოდ გაატარონ დრო.
18 დეკემბერს, ფესტივალის ფარგლებში, გაიმართება საბავშვო ლიტერატურულ კონკურს „ნაკადულის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება.
თიბისი აგრძელებს ახალი თაობის მხარდაჭერას დასაქმების, განათლების და ახალი პროექტების განვითარების კუთხით.

ქართველი ემიგრანტის სასტიკი მკვლელობა. საბერძნეთში 50 წლის ქართველი მამაკაცი ადგილობრივმა ცეცხლსასრული იარაღით მოკლა. დანაშული მოკლულის შვილის და მეგობრების თვალწინ მოხდა. როგორც ირკვევა, სავარაუდო და...
კრიმინალი • 1696270347

"ჩვენს გარშემო მიმდინარეობს ბოროტებისა და სიკეთის დაპირისპირება. აზერბაიჯანმა დააკავა რუბენ ვარდანიანი - რუსი მილიარდერი, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს რუსეთის აგრესიას უკრაინაში, ასევე ე.წ. არცახის ს...
პოლიტიკა • 1696269540

საკონსტიტუციო სასამართლო უპრეცედენტო სხდომისთვის ემზადება. ზუსტად დღის 12 საათზე პალატის 9 მოსამართლე დაიწყებს საჯარო მსჯელობას "ქართული ოცნების" საკითხზე, დაარღვია თუ არა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის...
პოლიტიკა • 1696267866

საბერძნეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე კობა აშოთიაა - არსებული ინფორმაციით, 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდა ამისა, დაჭრილია მოკლულის ცოლიც,...
კრიმინალი • 1696267694

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმიანება "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებს და მიაჩნია, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ცვლილებების მ...
პოლიტიკა • 1696266481

2 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6811 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6783 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8259 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2....
ბიზნესი & ეკონომიკა • 1696264944