TMG POWER GEORGIA - საუკეთესო ალტერნატივა ელექტროენერგიის გენერაციისთვის
ბიზნესი & ეკონომიკა • 1739178931
TMG POWER GEORGIA ლიდერი კომპანიაა ელექტროენერგიის გენერაციასა და მომსახურების სფეროში. მისი პროდუქტებით სარგებლობენ დარგის წამყვანი ორგანიზაციები და სახელმწიფო სტრუქტურები.
რა განაპირობებს TMG POWER GEORGIA-ს წარმატებას?
კომპანიის მთავარი უპირატესობა დიზელის გენერატორების მაღალი ხარისხი და ფართო არჩევანია. TMG POWER GEORGIA-ში ხელმისაწვდომია 2-დან 2000 კილოვატამდე სიმძლავრის პორტატული და სტაციონალური გენერატორები. ამასთან, ნებისმიერი გენერატორის შეძენისას მიიღებთ 2 წლიან გარანტიას, ასევე უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ამასთან, კომპანია გთავაზობთ გეგმიურ და არაგეგმიურ მომსახურებას. გეგმიური სერვისი ძირითადად მოიცავს გენერატორის დათვალიერებას, ანტიფრიზის შეცვლას, მაღალი დატვირთვის ზეთის შეცვლას და ფილტრების კომპლექტის შეცვლას.
თუ თქვენს გენერატორს პრობლემა მოულოდნელად შეექმნა, ესეც არ არის საგანგაშო, რადგან TMG POWER GEORGIA-ს სერტიფიცირებული სპეციალისტები გენერატორს ჩაუტარებენ სრულ დიაგნოსტიკას, საჭიროების შემთხვევაში გამოცვლიან ნაწილებს და უზრუნველყოფენ მის გამართულ ფუნქციონირებას.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ გენერატორი სასურველი დროით იქირაოთ. სპეციალისტები თქვენი საჭიროების მიხედვით აგარჩევინებენ გენერატორს, ხოლო მობილური ჯგუფი საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ ადგილზე უზრუნველყოფს მის ტრანსპორტირებასა და დამონტაჟებას.
მომსახურების მაღალი ხარისხისა და პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტის წყალობით, TMG POWER GEORGIA-ს ჰყავს 1000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი და სარგებლობს მისი შეთავაზებებით.
რა ტიპის გენერატორებს სთავაზობს მომხმარებელს TMG POWER GEORGIA?
TMG POWER GEORGIA-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე მომუშავე გენერატორი. ნებისმიერი მათგანი გამოირჩევა ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და სანდოობით. TMG Power-ის დიზელის გენერატორები გამოიყენება სხვადასხვა მასშტაბურ პროექტებში, როგორიც არის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა, საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები, მსხვილი სამშენებლო პროექტები და სხვა.
როდესაც დენის წყარო სხვადასხვა ადგილას გჭირდებათ, პორტატული ბენზინის გენერატორი კარგი გამოსავალია, რადგან მისი გადაადგილება მარტივი და მოსახერხებელია. TMG Power Georgia-ში შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა სიმძლავრის ბენზინის პორტატული გენერატორები.
მაკო გომური გიორგი გახარიას წინააღმდეგ აღძრული საქმის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ "ქოცების სასამართლოში არ მივა". მისი თქმით, გიორგი გახარიაც კი იმსახურებს, რომ სამართლიანმა სასამ...
პოლიტიკა • 1762958294
პროკურატურამ ივანიშვილის ყვარლის მერის მოადგილეს, ლევან გელაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გივი ზაუტაშვილს და მის ძმას, ნიკა ზაუტაშვილს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. "შინა...
კრიმინალი • 1762955531
იტალიაში, ქალაქ რომში, ტანსაცმლისა და სამკაულების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 27 წლის მოქალაქე დააკავეს. იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მდებარე მაღაზიიდან მოპარულია 200 ევროს ღირებ...
კრიმინალი • 1762955427
"საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია" | ასე პასუხობს ევროკომისიის წარმომადგენელი დავიდ კულენი არქიმანდრიტ დოროთე...
პოლიტიკა • 1762953937
გიორგი გახარიას გუნდში ექსპრემიერის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას "ივანიშვილის პერსონალურ ვენდეტად" აფასებენ. როგორც ანა ბუჩუკური "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, ბიძინა ივანიშვილ...
პოლიტიკა • 1762952375
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: რა ვიცი... ვიცი? არ ვიცი?! ანუ "აბა რა ეგონა(თ)...აი, გახარიას საქმე ეგრეა - არც "აქ" დაედგომება და არც "იქ - ანა".და ის, ალტერეგო რომ ჰყავს - შარა-შარა-შიძე, ნაცმოძრაობის...
სოცმედია • 1762950250












