თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრის განცხადება საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით

ედისონო

თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

"თომას ედისონის სახელობის ელექტროენერგეტიკის საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ინდუსტრიაში დასაქმებული სპეციალისტების გამაერთიანებელი, არაკომერციული ორგანიზაციაა, დაარსების დღიდან გამოირჩევა მკაფიო და პირდაპირი პოზიციით. ჩვენ არასოდეს მოვრიდებივართ საქმიან კრიტიკას ვინმეს მიმართ, იქნება ეს სემეკი (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია), სახელმწიფო თუ მსხვილი ენერგეტიკული ორგანიზაციები, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ პროფესიული ეთიკა და წესიერება ყველაფერზე მაღლა დგას.

ახლაც, ჩვენი ქვეყნისთვის ურთულეს პერიოდში, როცა დასავლური კურსის თემა გასცდა ნორმალურ პოლიტიკურ დისკურსს და დარღვევებით ჩატარებული არჩევნების თემასთან ერთად გადაინაცვლა ქუჩაში, სადაც ვხედავთ თუ როგორი სისასტიკით უსწორდებიან მოქალაქეებს, რთულია გავჩერდეთ და არ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია.

პოლიტიკური ანალიტიკა სხვა დარგია და რადგან ყველა განსხვავებული დარგი საჭიროებს შესაბამის კომპეტენციასა და კვალიფიკაციას, ჩვენი განცხადების მიზანი არ არის მიმდინარე პროცესების სამართლებრივი ან პოლიტიკური ანალიზი. ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენეული ხედვა და ანალიზი, თუ როგორ იმოქმედებს არსებული სიტუაცია ედისონის ცენტრის ფუნქციონირებაზე, ელექტროენერგეტიკული სექტორის გამართულად მუშაობაზე და აქედან გამომდინარე მთლიანად საქართველოზე, რადგან ენერგეტიკა ქვეყნისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ცენტრის მთავარი პარტნიორები არიან USAID-ი (ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო), ლატვიის ელექტროენერგეტიკული ასოციაცია LEEA, ლატვიის ელექტროენერგიის გამანაწილებელი სახელმწიფო ორგანიზაცია Sadales Tikls და სხვა ევროპული კომპანიები.

დღეს უკვე შემდგარი ფაქტია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, ლატვიამ, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, შემოიღო სანქციები ჩვენი ქვეყნის თანამდებობის პირების მიმართ, გაკეთდა განცხადება კანადის მხრიდანაც. არსებობს მოლოდინი რომ ასეთი ქვეყნების ჩამონათვალი გაიზრდება. ეს არ არის ჩვენი სუბიექტური შეგრძნებები ან შეფასებები, ეს არის ფაქტი, რომლის ფონზეც ცენტრის ფუნქციონირება სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება. შესაძლოა დღის წესრიგში მისი საქმიანობის შეჩერებაც დადგეს.

ედისონის ცენტრის ფუნქციონირების შეწყვეტა შეიძლება ითქვას, ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რასაც დასავლელი პარტნიორების დაკარგვა გამოიწვევს. სწორედ მათი ფინანსური, მატერიალური, პროფესიული თუ სხვა ტიპის დახმარებით შეძლო დარგმა თავი დაეღწია 90-იანი წლების კოლაფსისგან.

ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორი არ არის მზად ნორმალური ფუნქციონირებისთვის დასავლელი პარტნიორების გარეშე. იგი განწირულია 90 -იანი წლების მსგავსი კოლაფსის, ან რუსეთის სისტემის მიერ „ჩაყლაპვისთვის“ და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენს მიერ არაერთხელ ნახსენები GOST-ი თუ IEC-ი. ქართული ელექტროენერგეტიკული სისტემის ევროპული განვითარების ვექტორიდან მოწყვეტა და რუსულზე დაბრუნება, იქნება როგორც ინდუსტრიული, ასევე ეკონომიკური, პოლიტიკური და ეროვნული კატასტროფა.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში ყველა წესიერი ადამიანის, ორგანიზაციისა თუ გაერთიანების ვალია, დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. მიუხედავად დარგის სპეციფიკის და კონსერვატულობისა, დაუშვებლად მივიჩნევთ დუმილს იმ ინდუსტრიისგან, რომელიც ხალხში ასოცირდება სინათლესთან/შუქთან და ენერგიასთან.

ჩვენს მისიაში ევროინტეგრაციული პროცესების ხელშეწყობა არ ყოფილა შემთხვევითი ჩანაწერი. ეს იყო და არის არა მხოლოდ ინდუსტრიის, არამედ მთლიანად ქვეყნის შეგნებული, ისტორიული და კონსტიტუციურად გამყარებული პოზიცია.

ჩვენ, ინდუსტრიის, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას მხოლოდ დასავლურ სამყაროში ვხედავთ.

ევროპა/დასავლეთი არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები და ფასეულობები. ჩვენ ღიად ვაფიქსირებთ, რომ ვდგავართ თავისუფლების, სინათლის და განვითარების ენერგიის მხარეს!

ჩვენ არ გვაქვს პრეტენზია ვისაუბროთ მთლიანად ელექტროენერგეტიკული სექტორის სახელით, რომელიც ასობით კომპანიასა და ათასობით ადამიანს აერთიანებს. ედისონის ცენტრი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ორგანიზაციასთან თუ ფიზიკურ პირთან, რომლებსაც ასევე სწამთ, რომ დასავლეთი ინდუსტრიის და მთლიანად ჩვენი ქვეყნის ერთადერთი სწორი არჩევანია.

ედისონის ცენტრი, ასევე, მზად არის დისკუსიისთვის იმ სუბიექტებთან, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ. მზად ვართ გავმართოთ საჯარო დისკუსია, რათა ფართო საზოგადოებამაც დაინახოს განსხვავება დასავლურსა და სხვა ნებისმიერ ალტერნატივას შორის."

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მეგი გოცირიძე
„გამშველებლის დედაც“ - მეგი გოცირიძე ხარებას და შინჯიჯაშვილის სისხლიან „რაზბორკებზე“

ყოფილი დეპუტატი მეგი გოცირიძე: არ ვგმობ არცერთი მხრიდან ძალადობას!ხარებას ბანდამ  ცეცხლი გაუხსნა შინჯიკას ბანდას გამშველებლის დედაც

სოცმედია 1737309135

უდიპლომო ყაველაშვილი
ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.  „საქართველოს პრეზიდენტის მ...

პოლიტიკა 1737307698

 ჯო უილსონი
"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი" - უილსონი

"ივანიშვილის ტირანული რეჟიმი ახლა უკვე იტაცებს კიდეც მამაც ქართველებს... ამ სასტიკ რეჟიმს არ შეუძლია დააშინოს ქართველი ხალხი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონ...

პოლიტიკა 1737306367

ხარება
დაპირისპირება "ხარებასა" და შინჯიკაშვილს შორის გრძელდება - 17 იანვარს "ასპრიასთან" სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი

"ხარებას" და გიორგი შინჯიკაშვილის დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გრძელდება - კერძოდ, დინამოს სტადიონის მიმდებარედ, ფიტნეს დარბაზ "ასპრიასთან" 17 იანვარს სროლა იყო, რა დროსაც ერთი ადამიანი, ჯონი მარიდ...

პოლიტიკა 1737306226

ირმა გიგანი
ახალგაზრდა პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა

ქართველმა ახალგაზრდა ;პიანისტმა ირმა გიგანმა ვატიკანში კონცერტი გამართა. ამის შესახებ ირმას დედა, თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს და ფოტოებსაც აქვეყნებს: დე მიყვარხარ გილოცავ, ბედნიერი ვარ ირმა დე გენაც...

კულტურა 1737300315

თემქის პოლიცია
"არავინ ვართ თავისუფლები, სანამ რეჟიმის ტყვეები ციხეში არიან" - გუშინ, თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 მოქალაქიდან 4 გაათავისუფლეს

გუშინ, თემქის პოლიციასთან საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4 - მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი და მარიამ გილაშვილი გაათავისუფლეს. "მეგობრებო, გოგოები...

პოლიტიკა 1737297580