Touch Summit-ზე გიგა კაკაშვილმა საქართველოს ბანკის Ads მენეჯერის შესაძლებლობები წარადგინა
ბიზნესი & ეკონომიკა • 1765447258
5-6 დეკემბერს თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება - Touch Summit 25 გაიმართა, რომლის მთავარი მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. ღონისძიება ინოვაციურ იდეებზე დისკუსიებსა და პროფესიული თანამშრომლობის შესაძლებლობებს აერთიანებდა.
სამიტის პირველ დღეს საქართველოს ბანკის ციფრული გაყიდვების სამსახურის უფროსმა, გიგა კაკაშვილმა დამსწრეებს ციფრული პლატფორმის, Ads მენეჯერის შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
გიგა კაკაშვილი საქართველოს ბანკში მუშაობს ისეთი პროდუქტების განვითარებაზე, რომლებიც მომხმარებლის გამოცდილებას უფრო პერსონალიზებულ, გამართულ და შედეგზე ორიენტირებულ პროცესად აქცევს.
პრეზენტაციის ფარგლებში მან აუდიტორიას Ads მენეჯერის ეკოსისტემა დეტალურად გააცნო. ეს ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან და საქართველოს ბანკის ციფრულ არხებზე საკუთარი ბიზნესის შეთავაზებები განათავსონ.
„Touch Summit 25-მა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური განათლება, ცოდნის გაზიარება და ინოვაციებზე ორიენტირებული ეკოსისტემის გაძლიერება ქვეყანაში. საქართველოს ბანკში მუდმივად ვმუშაობთ იმაზე, რომ ბიზნესებს თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტები შევთავაზოთ. Ads მენეჯერი სწორედ ასეთი პლატფორმაა - სივრცე, რომლის მეშვეობით ბიზნესს შეუძლია ეფექტურად და მიზნობრივად დაუკავშირდეს საკუთარ მომხმარებელს. მიხარია, რომ დღეს ამ აუდიტორიას გავუზიარე ინფორმაცია ჩვენს ეკოსისტემასა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ბიზნესების ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს”, - განაცხადა გიგა კაკაშვილმა.
Touch Summit-ის წლევანდელი თემატიკა“SPARK THE CHANGE” იყო. ღონისძიებაში მონაწილეობდა 40-ზე მეტი სპიკერი 15-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის Meta-ს, NVIDIA-ს, Google-ისა და სხვა გლობალური ტექნოლოგიური ბრენდების წარმომადგენლები. 1000-ზე მეტ მონაწილეს კი შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა Keynote გამოსვლები და პანელური დისკუსიები, დასწრებოდა ვორკშოფებს, ასევე B2B Startup Expo-სა და Startup Challenge-ს, სადაც სტარტაპები პოტენციურ ინვესტორებს ხვდებოდნენ.
საქართველოს ბანკი უკვე მრავალი წელია Touch Summit-ის მთავარი მხარდამჭერია. როგორც ტექნოლოგიური ლიდერი, ბანკი ცოდნის გაზიარებას, ინოვაციების გავრცელებასა და ახალი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას აქტიურად უწყობს ხელს.
18 ივლისის ღამეს, უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე მიიტანეს იერიში. დარტყმის ქვეშ მოჰყვა ცნობილი მარკეტპლეისის, Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრები მოსკოვისა და ტამბოვ...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1784376000
18 ივლისის ასტროლოგიური ფონი შაბათის დღეს განსაკუთრებული ჰარმონიით, ესთეტიკის აღქმითა და ემოციური სტაბილურობით აცოცხლებს. დღევანდელი პლანეტარული განლაგება იდეალურ პირობებს ქმნის სოციალური კონტაქტების...
ეს საინტერესოა • 1784319265
Nvidia-ს აქციები პარასკევს 3,7%-ით შემცირდა, რის შედეგადაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 4,8 ტრილიონ დოლარამდე დაეცა. თავის მხრივ, Apple-ის აქციები 0,4%-ით გაიზარდა და კომპანიის კაპიტალიზაციამ 4,9 ტრილ...
ეს საინტერესოა • 1784304545
საქართველოს ბანკის ლოიალობის პროგრამა PLUS მომხმარებლების წახალისებას აგრძელებს და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. ამჯერად, საქართველოს ბანკის ბარათების მფლობელებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302346
Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში, გალტ & თაგარტი საქართველოში კვლევების მიმართულებით საუკეთესო კომპანიად (Georgia's Best for Research) დასახელდა. Euromoney Awards for Excellence უკვე...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784302200
საქართველოს ბანკი Euromoney Awards for Excellence 2026-ის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დასახელდა. Euromoney, გლობალური ფინანსური გამოცემა, Awards for Excellence-ი...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1784300400








