წამყვანი დერმატოლოგები ერთ ონლაინ პლატფორმაზე

დერმა

დერმატოლოგიური დაავადებები ხშირად განსხვავებული სახით გვხვდება სხვადასხვა რასის და კლიმატის ზონებში მაცხოვრებელ ადამიანებში. კანის პრობლემებს შესაძლოა დროებითი ან მუდმივი ხასიათი ჰქონდეთ, მათი გამომწვევი მიზეზისა და  მკურნალობის დაწყების დროის მიხედვით.

არსებობს კანის 6 გავრცელებული დაავადება, რომელსაც თითოეული ჩვენგანი ერთხელ მაინც შევხვედრივართ ცხოვრების მანძილზე :

  • აკნე – ყველაზე გავრცელებული კანის დაავადება, რომლის მექანიზმიც მდგომარეობს თმის ფოლიკულების და ცხიმოვანი ჯირკვლების დახშობით გამოწვეულ ანთებში, რომელიც ყველაზე ხშირად დაკავშირებულია ჰორმონალური ბალანსის ცვლილებასთან. გამოიხატება წითელი, ჩირქოვანი და მტკივნეული გამონაყრის არსბობით ყველაზე ხშირად სახის, ზურგის ან მკერდის არეში.

  • ფსორიაზი – იმუნომედიატორული დაავადება, რომელიც გამოიხატება გარქოვანებული, აქერცვლადი და მქავანა ადგილებით სხეულის ზედაპირზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს სკალპს, იდაყვებს, მუხლებს ან წელის მიდამოს.

  • კონტაქტური დერმატიტი – ჩნდება ალერგენთან კონტაქტიდან რამდენიმე საათიდან დღის მანძილზე, იმეორებს შეხების ზედაპირის ფორმას და ზომას, ვითარდება ქავილი, სიწითლე და კანის ზედაპირის გარქოვანება.

  • ატოპიური დერმატიტი (ეგზემა) – მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა მკვლევარები გამოყოფენ გენეტიკურ და გარემო ფაქტორებს. ხშირად ის ვლინდება ბავშვებში და გამოიხატება სახის ხელების ან ფეხების არეში მშრალი, ქერცლოვანი და მქავანა გამონაყრით.

  • ლუპუსი – აუტოიმუნური დაავადება, რომელსაც გააჩნია კანისმიერი გამოვლინება სახის არეში - ცხვირის და ლოყების ზედაპირზე პეპლის მსგავსი წითელი ლაქოვანი გამონაყრით, რომელიც უარესდება მზის სხივების ზემოქმედების შემდგომ. ზოგადსისტემური სიპმტომები მოიცავს დაღლილობას. ტემპერატურას, თავის ტკივილს, შეშუპების და ტკივილის შეგრძნებას სახსრების არეში. ასევე წითელი რგოლისებური გამონაყარი გვხვდება მხრებზე, კისერზე და ტორსის სხვადასხვა ნაწილებში, თუმცა მათ არ ახასიათებთ მტკივნეულობა.

  • კანის სოკოვანი დაავადება – გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით როგორიცაა : ცხელი კლიმატი, ცხიმიანი კანი, ჰორმონალური ცვლილებები და დასუსტებული იმუნური სისტემა. გამოიხატება როგორც კანის, ასევე ფრჩხილის ზედაპირზე მოყვითალო ქერცლოვანი ლაქებით.

დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოზების 80% სწორედ რომ ვიზუალური მახასიათებლებით ისმევა. REDMED-ის ვიდეო კონსულტაცია ამ მხრივ უპირატესობას წარმოადგენს, თუკი ექიმთან ვიზიტი დროში გეწელებათ. ჩვენს გუნდში გაერთიანებულები არიან პროფესიონალი დერმატოლოგები, რომლებიც მზად არიან თქვენთვის მორგებულ დროს გაგიწიონ კონსულტაცია.

რა უპირატესობა აქვს დერმატოლოგთან ონლაინ კონსულტაციას?

ტელემედიცინამ უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებით COVID-19-ის ვირუსის ეპიდემიის შემდეგ, ადამიანების ცხოვრების დიდი ნაწილი დაიკავა და მათი ცხოვრების ხარისხიც გააუმჯობესა. დერმატოლოგია იმ მედიცინის დარგებიდან ერთ-ერთია, რომელიც საშუალებას გვაძლევს ანამნეზის შეკრების და კანის ვიზუალის შეფასებით დავსვათ დიაგნოზი და დავნიშნოთ საჭირო მკურნალობა.

ცხადია თანამედროვეობაში რთულია გამოვნახოთ ზედმეტი დრო, რომელსაც  დაუგეგმავად ჩვენს დატვირთული დღის გრაფიკში უნდა დავუთმოთ ადგილი.

REDMED-ის პლატფორმა გეხმარებათ თქვენზე მორგებული გზით : აუდიო ან ვიდეო კონსულტაციით ან ექიმის ადგილზე გამოძახებით, დაზოგოთ დრო და რესურსები.

ისარგებლეთ ჩვენი სერვისებით სახლიდან გაუსვლელად.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
რუსთაველის გამზირი
ყურადღება - როდიდან და რამდენი ხნით აიკრძალება რუსთაველის გამზირზე მოძრაობა

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 6 დეკემბერს, 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა კ...

საზოგადოება 1670230064

პაპუაშვილი
„ვისმენთ მხარდამჭერ სიტყვებს ჩვენი პარტნიორებისგან“ - შალვა პაპუაშვილი ევროტურით კმაყოფილია

„ვაგრძელებთ ვიზიტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ესპანეთის, პორტუგალიის, გერმანიის შემდეგ, ჩვენ გვექნება  შეხვედრები ნიდერლანდებში და  ლუქსემბურგში. ვიზიტების მთავარი მიზანია  პარტნიორებთან ევროკავშირშ...

პოლიტიკა 1670229810

თაკო ჩარკვიანი
„ამას რას მოვესწარით“ - რაზე საუბრობს თაკო ჩარკვიანი

დამოუკიდებელი დეპუტატი, პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოცქსელში წერს: „ამას რას მოვესწარით! ლაჩრები მძარცველები , გმირებს "ნაიომნიკებს "ეძახიან“

სოცმედია 1670229546

მეუფე სტეფანე
„ძროხები“ - მეუფე სტეფანე ჟურნალისტებზე

ჭყონდიდის ეპარქიის მმართველმა, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილმა მედიის წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ გაილაშქრა. როგორც „თაიმერი“ იუწყება. მარტვილის მონასტერში, საკვირაო წირვა-ლოცვის მიწურულს, ქადაგებაში კალაიჯი...

საზოგადოება 1670229124

ლაშა ბექაური
„გადამიყვარდა“ - ვინ უყვარდა ლაშა ბექაურს

ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ლაშა ბექაურმა "ჟურნალ OK"-სთან ინტერვიუში გაამხილა ჰყავს, თუ არა მას შეყვარებული: "არა, და არც ვყოფილვარ, თუ არ ჩავთვლით, 1 კლასში რომ მიყვარდა ორი კვირით გოგო. შემდეგ მასწავლებე...

სპორტი 1670228994

ბატურინი
„ჩვენი დავალება იყო...“ - რას ჰყვება ბახმუტის დამცველი სპეცდანაყოფის ქართველი მეთაური

პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ, ბახმუტში შეტაკებების დროს დაჭრილ და გადარჩენილ ქართველ მეომართან. მიშა ბატურინი რუსი ოკუპანტების სამიზნე ერთ-ერთი პირველი გახდა. ის იმ სპეცდანაყოფს მეთაურობდა, რომელიც ქა...

რუსეთ-უკრაინის ომი 1670228607