წარმატება უფრო ახლოსაა ვიდრე გგონია - გაეცანით საქართველოს ბანკის განახლებულ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებს
ბიზნესი & ეკონომიკა • 1779096948
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.
სწორედ ამ მიზნით, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი სხვადასხვა საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რითაც ახალგაზრდა პროფესიონალებს და უკვე მოსწავლეებს, აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ განათლება წამყვან უნივერსიტეტებსა და სასწავლებლებში, სრული დაფინანსებით.
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი Fulbright-ის პროგრამაში
საქართველოს ბანკი 2014 წლიდან Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია. შესაბამისად, ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
Fulbright-ის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი. 2027-2028 წლის გამარჯვებულის გამოსავლენად განაცხადების მიღება მიმდინარეობს.
Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2026 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.
გახდი საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიატი
წელს, ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა ახალ ლოკაციაზე - მადრიდში, Miami Ad School Europe-ში გრძელდება.
ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 8 ივნისამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე.
აღსანიშნავია, რომ ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 5 სტიპენდიატი.
გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი CHEVENING-ის პროგრამაში
10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის პარტნიორია. პროექტის ფარგლებში, ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ რჩეულს ასახელებს და მათ ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლას და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს.
პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის პროგრამაზე მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციები აგვისტოში გაიხსნება. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამა მოსწავლეებისთვის
15-17 წლის მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი UWC Georgia-ს პარტნიორია.
UWC Georgia მიზნად ისახავს განათლების საშუალებით სხვადასხვა ხალხის, ერისა და კულტურის დაახლოებას. პროგრამა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, მათთვის საინტერესო ლოკაციაზე - მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა.
საქართველოს ბანკისა და UWC Georgia-ს პარტნიორობის ფარგლებში უკვე ორი სტიპენდიატია გამოვლენილი, წლევანდელი კონკურსი 1 აგვისტოს გამოცხადდება.
ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
გალტ & თაგარტმა მომხმარებლებს უზბეკეთის ეროვნული საინვესტიციო ფონდის (UzNIF) პირველ საჯარო შეთავაზებაში (IPO) მონაწილეობის შესაძლებლობა მისცა. ფონდის აქციები წარმატებით დაილისტა როგორც ლონდონის, ისე ტ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348689
საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, ვორკშოპი - „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა. მას სალომე არ...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781348549
"მელაძის შაბათის ანონსმა კიდევ ერთხელ გამახსენა ის საშინელება, რაც მე გადავიტანე დაკავების შემდეგ. მნიშვნელობა არ აქვს, ასე დამნაშავეს ექცევიან თუ უდანაშაულოს. სამართალი იმისთვის არსებობს, რომ ადამიან...
პოლიტიკა • 1781348435
რა უჯდება კრემლს ომის წარმოება? | გერმანიის საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემების ინსტიტუტმა რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოთვალა, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში რუსეთის სამხე...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1781346648
"ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნებამდე ფაქტია, რომ კორუფციულ შემთხვევებთან ერთად სხვადასხვა ცალკეული პრობლემებიც იყო. ამიტომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება და თქვა კიდეც!ხელისუფლება მთლიანად კ...
პოლიტიკა • 1781346587
„თუ გავიხსენებთ წლებს, როდესაც გარე აქტორების თითის ქნევას თავს ვუხრიდით, ეს ძალიან ძვირი უჯდებოდა ჩვენს ქვეყანას“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ...
პოლიტიკა • 1781346058










