წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს - პროექტის მხარდამჭერია SOLO
ბიზნესი & ეკონომიკა • 1723537488

16-18 აგვისტოს წინანდლის მამულში „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით ჩოგბურთის ტურნირი - წინანდლის თასი გაიმართება. ღონისძიების მხარდამჭერია SOLO.
წინანდლის თასი ყოველწლიური შეჯიბრია, რომელიც უკვე მესამე წელია წინანდლის კორტებზე შერჩეულ წყვილთა შორის ტარდება და ის როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს აერთიანებს. შეჯიბრის საპრიზო ფონდი 9000 ლარია.
ამასთან, 22-23 აგვისტოს, „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით და SOLO-ს მხარდაჭერით წინანდალში პირველი პადელის ტურნირი გაიმართება მოყვარულთა და პროფესიონალ მოთამაშეთა შორის, რომელშიც მონაწილეობას 16 წყვილი მიიღებს. მონაწილეები დასაჩუქრდებიან „სილქ ჰოსფითალითიში“ შემავალი სასტუმროებისა და რესტორნების ვაუჩერებით. პადელის ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
SOLO მომხმარებლები ჩოგბურთისა და პადელის ჩემპიონატებზე დასწრებასა და მათში მონაწილეობას 20%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ორივე ღონისძიების შემდგომ სასტუმროს სივრცეში გაიმართება afterparty.
წინანდლის მამულმა 2023-2024 წელს რამდენიმე შემეცნებითი და კულტურული ღონისძიება შესთავაზა სტუმრებს, მათ შორის იყო გიორგობისთვე და ქალთა კვირეული, რაშიც SOLO მთავარი მხარდამჭერი იყო. სამომავლოდ კვლავ იგეგმება საინტერესო სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

"არ ვაპირებ უსინდისობასთან, უსამართლობასთან და უკანონობასთან კომპრომისზე წასვლას" - ასე პასუხობს კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ჟურნალისტის კითხვას, აპირებს თუ არა ე.წ. საგამოძიე...
პოლიტიკა • 1747249161

ვიდეო: როგორ დაიწყო კრემლმა ივანიშვილის კობახიძით ჩანაცვლება - რას ჰყვება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი
პოლიტიკა • 1747248970

ზურაბ პოლოლიკაშვილის წერილი „ფორმულას“ „ალბათ უცნაურად ჩანს, რომ არ ვჩანვარ... 12-საათიანი ფრენა მაქვს. თვითმფრინავში რომ ჩავჯექი მაშინ ვნახე deep ვირთხების გადაწყვეტილება. ჩავფრინდები და ხვალ ჩაგე...
პოლიტიკა • 1747240625

„ჯერ რომ წავიკითხე, ისეთი ემოცია დამეუფლა, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველა ღირსეული ხელმძღვანელი ტაშს დაუკრავდა ამ მიმართვას, ისტორიულად. იმიტომ რომ ის გამოვლილი გზა, რომელიც ამ სასწაულ ქვეყანას, რომლის მ...
პოლიტიკა • 1747239625

„კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 15 მაისს სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოფიციალურად ამ დრომდე არ არის ცნობილი, თუ ვინ წარმოადგენს რუს...
რუსეთ-უკრაინის ომი • 1747239517

გიორგი მშვენიერაძე: არასწორია: ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს.სწორია: ირაკლი ოქრუაშვილი რუსებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დააპატიმრეს.
სოცმედია • 1747238593