ბიზნესი & ეკონომიკა • 1727169586
51 სტიპენდიატი, 3 ქვეყანა, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები - ეს საქართველოს ბანკის მიერ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში განხორციელებული პროექტების შედეგია.
ინიციატივა, რომელსაც ფინანსური ინსტიტუტი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს, მოტივირებულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ. აღმოაჩინეთ განათლების ახალი შესაძლებლობები ბმულზე.CHEVENINGსაქართველოს ბანკი დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წლიდან თანამშრომლობს და CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს. შედეგად, სტიპენდიატს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისთვის საჭირო ხარჯებს 100%-ით უფინანსებს. CHEVENING-ის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 31 სტიპენდიატი, რომლებმაც საკუთარი მიზნები რეალობად აქციეს. CHEVENING-ის სტიპენდია დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. მსოფლიოს მასშტაბით სტიპენდიით 118 ქვეყნის წარმომადგენლები სარგებლობენ, მათ შორის საქართველოცაა.კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. Fulbrightამასთან, საქართველოს ბანკი აშშ-ის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამის - Fulbright-ის პარტნიორია.რაც ნიშნავს იმას, რომ Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულებს ავლენს და მათ 2 წლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლას სრულად უფინანსებს. საქართველოს ბანკის დაფინანსებით, 15 ახალგაზრდა უკვე გაემგზავრა აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სასწავლებლად, რომელთა მიზანი მიღებული განათლებით ქვეყნის უკეთესი მომავლის შექმნის პროცესში საკუთარი წვლილის შეტანაა. ინფორმაციისთვის, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მთავარი დამფინანსებელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათლებლო და კულტურის საკითხთა ბიუროა და კანდიდატთა შერჩევას საქართველოში აშშ-ის საელჩო აწარმოებს. პროგრამის კონკრეტული მოთხოვნებისა და კრიტერიუმების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე.ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიასაქართველოს ბანკისა და Miami Ad School Europe-ის ინიციატივით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, Art Direction-ის ან Copywriting-ის მიმართულებით გერმანიაში, 2-წლიან პორტფოლიო პროგრამაზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, უკვე ხუთმა ახალგაზრდამ შეძლო მიეღო განათლება კრეატიული ინდუსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ უნივერსიტეტში - Miami Ad School Europe-ში. კონკურსში მონაწილეობის შესახებ წესები და შერჩევის კრიტერიუმები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. ინფორმაციისთვის, ფულბრაითისა და ჩივნინგის პროექტებს სიცოცხლის ხის ფონდი ახორციელებს სს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით. ფონდი 2008 წელს დაარსდა და დღემდე ისეთი სოციალურად მნიშვნელოვანი პროექტების მიმართულებით მუშაობს, როგორიცაა განათლება, გარემოს დაცვა და შშმ პირების მხარდაჭერა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები...
საზოგადოება • 1728481098
„არჩევნებამდე 17 დღე რჩება და საარჩევნო ადმინისტრაცია 26 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად სრული დატვირთვით მუშაობს. არჩევნებისათვის ქვეყნის მა...
საზოგადოება • 1728469283
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მის ადვოკატს ადმინისტრაციამ მასთან დოკუმენტების შეტანა აუკრძალა, თუ წინასწარ ცენზურას არ გაივლიან. "გუშინ ევროპარ...
პოლიტიკა • 1728467766
რუსული კანონის განხილვა - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა. მოსამართლეთა კოლეგიამ კანონის ამოქმედება არ შეაჩერა და საქმე...
პოლიტიკა • 1728465140
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი...
პოლიტიკა • 1728464809
საქართველოს მთავრობა ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვას ითხოვს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ეს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით კეთდება. საარჩევნო უბნის დახურვის მოთხოვნა საგარეო საქმეთა სამ...
პოლიტიკა • 1728464459
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი