თუ პროფესიის შეცვლა გსურს, ისწავლე BDO Academy-ში საქართველოს ბანკის სტიპენდიით
ბიზნესი & ეკონომიკა • 1759997110
ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც პროფესიის შეცვლა სურთ, საქართველოს ბანკი ახალ პროექტს ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში მათ შესაძლებლობას აძლევს, 7 პარტნიორ პროფესიულ აკადემიაში საქართველოს ბანკის სტიპენდიით ისწავლონ.
პარტნიორ აკადემიებს შორისაა BDO Academy, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაიარონ კურსები ფინანსების (ACCA, IFRS, საგადასახადო კოდექსი), ბიზნესის (HR) და სხვა მიმართულებებით. კურსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
ინიციატივის ფარგლებში, განაცხადების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს, ვებგვერდზე stipendia.bog.ge
BDO Academy არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-ს ტრენინგებისა და განვითარების მიმართულება. სასწავლო ტრენინგ ცენტრი 2016 წლიდან კომპანიებსა და ინდივიდუალურ პირებს მაღალი სტანდარტის სასერტიფიკატო ტრენინგებს, კურსებსა და საერთაშორისო გამოცდებს სთავაზობს. BDO Academy-ის მისიაა გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება მათ, ვისაც პროფესიულ განათლებასა და კარიერაში წარმატების მიღწევა სურს. BDO-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების ჩამოყალიბებას და ხელმისაწვდომი გახდეს მაღალი სტანდარტების სასერტიფიკატო ტრენინგ პროგრამები, რომელიც მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვა, პიროვნული თვისებები და სააღრიცხვო და საოფისე პროგრამები. სასწავლო პროგრამები განკუთვნილია როგორც კორპორატიული, ასევე ინდივიდუალური მსმენელებისთვის.
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge
რატომ არის ველოსიპედით სეირნობა ბავშვისთვის სასარგებლო ველოსიპედით სეირნობა ბავშვებისთვის არა მხოლოდ გართობის, არამედ განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს კუნთების...
ბიზნესი & ეკონომიკა • 1781262175
კომპანია ,,ახალი ხედვა” მომხმარებლებს ორთოპედიული პროდუქციის ფართო არჩევანს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის ფილიალებში სამკურნალო, საპროფილაქტიკო და სარეაბილიტაციო დანიშნულების მქონე პროდუქციაა წარმოდ...
ჯანმრთელობა • 1781261876
ვარიკოზის დროს ერთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნისას ქვედა კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება ძლიერდება, ხოლო მოსვენებისას ფეხის აწევის შემთხვევაში მცირდება. მსგავსი სიმპტომები ზაფხულში, ჯდომისა და დგომის დრო...
ჯანმრთელობა • 1781261687
სენაკში შვილმა მამა, სავარაუდოდ, ყელის არეში დანით დაჭრა. ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პ...
კრიმინალი • 1781246672
"როგორც გიგისგან, გიგასგან და ზურასგან გავიგეთ, ჯო უილსონის მიერ წარდგენილი კანონპროექტის - „ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტის“ მიზანი საქართველოს უსაფრთხოება და რუსეთის, ირანის და რა თ...
პოლიტიკა • 1781246237
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი: როგორ ატყუებს „იმედი“ კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით საკუთარ მაყურებელს. „იმედმა“ დადო ეს ქარდი, რასაც ხედავთ, საიდანაც რჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთი საწადელს აღწევს, ე...
სოცმედია • 1781237494










