„უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა“ - ირაკლი ქარქაშაძე
ბიზნესი & ეკონომიკა • 1719231392

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავების შესყიდვასთან დაკავშირებით ტენდერი გამოაცხადა. ვაზიანის აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შესამუშავებლად საკონსულტაციო კომპანიის ტენდერის სახით შერჩევის პროცესის ადმინისტრირებას და პროექტის 50%-იან თანადაფინანსებას ADB-თან ერთად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) განახორციელებს. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების საშუალება ყველა საავიაციო-საკონსულტაციო კომპანიას აქვს. ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ADB და სახელმწიფო კომპანია თანაბრად ინაწილებენ ტენდერის ხარჯებს.
,,მოცემული მომენტისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ჩაატარა არაერთი წინასწარი, ტექნიკური თუ სხვა ტიპის კვლევა, რომელიც დაკავშირებული იყო თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის განვითარებასთან. მივედით იმ ფაზაზე, როცა დეტალური, სრულფასოვანი გენერალური განვითარების გეგმა არის საჭირო. ჩვენ ADB-სთან თანამშრომლობით ჩავატარეთ ბაზრის კვლევა, გვქონდა წინასწარი შეხვედრები მათ შორის, ონლაინ კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდა 35-მდე ყველაზე მსხვილი საერთაშორისო საავიაციო საკონსულტაციო კომპანია. დაინტერესება არის ძალიან დიდი. მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ ბევრი განაცხადი შემოვა, რომელთაგან ავარჩევთ საუკეთესოს და ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიას. უახლოეს პერიოდში ჩვენ გვექნება განვითარების დეტალური გენერალური გეგმა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიწყოთ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სატენდერო პროცესი ორ ეტაპად გაიმართება, პირველი ეტაპით კომპანიებს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოსადგენად ეძლევათ ორ კვირიანი ვადა. ტენდერის მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შეფასების საფუძველზე შერჩეული კომპანიებისაგან დეტალური ტექნიკური შეთავაზების მიღებას. რისი შეფასების შედეგადაც გამოვლენილი იქნება ტენდერში გამარჯვებული კომპანია. ტენდერის საფუძველზე გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის საორიენტაციო ვადაა 2024 წლის ივლისი.
აზიის განვითარების ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის (TA) 6707-GEO ფარგლებში, სატრანსპორტო სექტორის ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ADB-მ მზაობა გამოთქვა ჩართულიყო თბილისის ახალი აეროპორტის განვითარების პროცესში, რის პირველ მნიშვნელოვან ეტაპსაც წარმოადგენს გენერალური განვითარების გეგმის შემუშავება.
https://www.youtube.com/watch?v=ToygtJVR9jI

„თურქეთი გადის უკიდურესად მგრძნობიარე პერიოდს, რომელშიც მთელი თავისი ენერგია და შესაძლებლობები უნდა მიმართოს საკითხებისადმი, რომლებიც მის გადარჩენას უკავშირდება. გვჭირდება თნამშრომლობა და სოლიდარულობი...
მსოფლიო • 1750270872

სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა, ვისაც ხელი აქვს გასვრილი, ყველას ეშინია სანქციების. ჩვენ წნეხი უნდა განვახორციელოთ რეჟიმზე ყველა გზით და აღარ უნდა მოვითხოვოთ მათგან, რომ ევროკავ...
პოლიტიკა • 1750268436

ორგანიზაცია NetBlock-ის ცნობით, ირანში, ისრაელთან მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ფონზე, 18 ივნისს ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი თითქმის სრულად გაითიშა. "ამ დროის მონაცემები აჩვენებენ, რომ ირანში ქვეყნ...
მსოფლიო • 1750268339

"ჩვენ ახლახან გავანადგურეთ რეჟიმის რეპრესიების მთავარი ინსტრუმენტი, ირანის შიდა უსაფრთხოების შტაბი. დაპირებისამებრ, ჩვენ გავაგრძელებთ რეჟიმის სიმბოლოების ზიანის მიყენებას და აიათოლების რეჟიმის დარტყმა...
მსოფლიო • 1750265758

მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქზე ინგლისურ ენაზე სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო: ,,მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო. მისი მთავარი ნიშანი არა მხოლოდ უკრაინას...
პოლიტიკა • 1750265543

ირანის სამოქალაქო ავიაციის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვის მიუხედავად, ოთხშაბათს ქვეყანა ირანის მთავრობის სახელზე რეგისტრირებულმა სულ მცირე სამმა თვითმფრინავმა დატოვა - ამის შესახებ israel national news...
მსოფლიო • 1750264084