upway.ge - ახალი ქართული სტარტაპი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვანი და სანდო კურსების სელექციას

თიბისი

ქართულ სტარტაპ-ეკოსისტემას ახალი საგანმანათლებლო სტარტაპი - upway შეემატა.

upway არის კურსების ყველაზე სანდო და მრავალფეროვანი პლატფორმა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქვეყანაში არსებულ საუკეთესო, ონლაინ თუ ფიზიკურ კურსებს 6 ძირითად კატეგორიაში.

პლატფორმის ერთიან სისტემაში შესაძლებელი იქნება დაინტერესებულმა ადამიანებმა ნახონ შერჩეული კურსები სხვადასხვა მიმართულებით, მარტივი ფილტრაციით აარჩიონ მათთვის საინტერესო ვერსია და იმავე ადგილას შეიძინონ. მათთვის კი, ვინც არ იცის ზუსტად რისი სწავლა უნდა, upway-ს გუნდი, სფეროს ექსპერტებთან ერთად, ყველაზე ტრენდულ მიმართულებებს აღმოაჩენინებს.

უწყვეტი განვითარების იდეამ სამი მეგობარი ერთმანეთს 2020 წელს დააკავშირა.

დაკვირვებამ, რომ ცხოვრების აჩქარებული ტემპის გამო, ადამიანებს ცხოვრების  ყველა ეტაპზე, საკუთარი თავისთვის თუ ოჯახის წევრებისთვის ესაჭიროებათ ახალი უნარების და გამოცდილებების შეძენა, დაარწმუნა გუნდი upway-ს დროულობაში.

“ახალმა რეალობამ, რომელმაც სრულად შეცვალა ცხოვრების და მუშაობის სტილი, ადამიანებს ახალი შესაძლებლობები დაანახა და თვითრეალიზების და ახალი აღმოჩენების სურვილი კიდევ უფრო გაუმძაფრა. ჩვენ გვჯერა, რომ განვითარება ადამიანებისთვის არის ბუნებრივი მოთხოვნილება - თვითაღმოჩენა არასდროს მთავრდება, upway-ის შექმნით კი ახლის სწავლის გზას გავამარტივებთ და ადამიანებს საინტერესო აღმოჩენებისკენ ვუბიძგებთ”, -  მარიკა აბულაძე, upway-ს თანადამფუძნებელი.

ონლაინ პლატფორმა, მეორე მხრივ, თავად კურსის მიმწოდებლებსაც გაუმარტივებს პოტენციურ მომხმარებლებთან ურთიერთობას, ხარჯებისა და შემოსავლების მართვას და ამასთან, დაეხმარება კიდეც მათ გაყიდვების უკეთ დაგეგმვასა და ზრდაში.

“upway კურსების მწარმოებლების სტრატეგიული პარტნიორი გახდება და მათ ბიზნესის სრული შესაძლებლობების აღმოჩენაში, აუდიტორიის გაზრდაში და მომხმარებლების  საუკეთესო გამოცდილების შექმნასა და განვითარებაში დაეხმარება”, - მარიშა გოგოლაური, upway-ს თანადამფუძნებელი

იდეამ უკვე მოიპოვა აღიარება და  თიბისის პროექტის, “სტრატაპ დეკრეტის” გამარჯვებული და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მცირე გრანტის მფლობელი გახდა. გუნდმა წარმატებით გაიარა Impact Hub Tbilisi-ს პრე-აქსელერეტორის პროგრამა და რჩეულთა შორის მოხვდა.

გუნდს, რომელიც აერთიანებს 6 წლიან ლოკალურ და საერთაშორისო გამოცდილებას პროექტების მართვის, ტექნოლოგიების და მარკეტინგის მიმართულებით, საინტერესო მიზნები აქვს  როგორც, ლოკალური ბაზრის, ასევე საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით.

“upway იქნება ერთგული მეგობარი ადამიანებისთვის ვისაც თვითგანვითარება აინტერესებს და კურსების სელექციის გარდა, მათ არაერთ ღონისძიებას, შეთავაზებასა  თუ აქტივობას გააცნობს, რომელსაც  სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად გეგმავს. პლატფორმას ეტაპობრივად დაემატება ახალი სერვისები და მიმართულებები და ის მუდმივად განვითარდება მომხმარებლებთან ერთად”, - მარიამ ცანავა, upway-ს თანადამფუძნებელი

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიოტი
აშშ უკრაინას Patriot-ებს გადასცემს - The Washington Post

The Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სარაკეტო კომპლექს Patriot-ების გადაცემის საკითხს განიხილავს. რაკეტების გადაცემა ვაშინგტონის ახალი, 40 მილიარდიანი დახმარების ფარგლებში მოხდება.  MI...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653077345

აზოვ
"Азовсталь"-ს სრულად ვაკონტროლებთ - შოიგუს პატაკი პუტინს (რუსული მედია)

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "Азовсталь"-ს სრულად აკონტროლებს და კომბინატის ტერიტორიიდან ყველა უკრაინელი მებრძოლი გაყვანილია. რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამის შესახებ შოიგუმ...

რუსეთ-უკრაინის ომი 1653075858

 მჭედლიძე
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გადადგა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. როგორც ვალერიან მჭედლიძე ამბობს,  გადაწყვეტილება გუნდში ერთობლივად მიიღეს. "მე ვრჩები გუნდში და მივდივარ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრ...

პოლიტიკა 1653072917

ხუხაშვილი.jpg
ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს.. ის მონუსხულია მისი შიშით - ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილს პუტინი ეზიზღება, არ უყვარს, მაგრამ მისივე თქმით, მონუსხულია მისი შიშით. როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ფული მართლა მოპარეს და ეს აგიჟებს. ამის შესახე...

პოლიტიკა 1653072784

ფხაკაძე
იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს – რას წერს ფხაკაძე მაიმუნის ვირუსზე

ჯანმო იწვევს ექსპერტთა ჯგუფს, ეს იგივე პროცესია, რაც 2020 წელს კოვიდის დროს. ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის ვირუსთან დაკავშირებით წერს. "დღეს ჯანმომ განაცხადა, რომ ს...

საზოგადოება 1653072258

ნაყოფია
ვიმედოვნებ, რომ დადგა დრო, როდესაც უნდა მიიღონ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის გადაწყვეტილება – ნაყოფია

ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება სააკაშვილის გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ. – ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა კობა ნაყოფიამ...

პოლიტიკა 1653072115