ბიზნესი & ეკონომიკა • 1701340416
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით, იწყებს ინოვაციურ ინიციატივას სექტორული ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერებისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის 4B-ის ორივე ფილიალში (ალ. ყაზბეგის გამზ. N15 და გუდიაშვილის ქ. N2) სრულად აღჭურვილი შეხვედრებისა თუ მასშტაბური ღონისძიებების სივრცეებით უფასოდ ისარგებლონ.
ინიციატივის ოფიციალური წარდგენა ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში უკვე მოხდა, სადაც საქართველოს ბანკის წარმომადგენლებმა პროექტის მონაწილე 11 ასოციაციასა და კლასტერს 4B სივრცეების სპეციფიკა და განლაგება შემოთავაზებული უპირატესობები, სივრცეების გამოყენების წესები და პროცედურები გააცნეს. შეხვედრას USAID - ის დელეგაციის, საქართველოს ბანკისა და სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
4B წარმოადგენს სრულიად ახალი კონცეფციის მქონე ბიზნეს სივრცეს, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ყველა სერვისს აერთიანებს. აქამდე 4B სივრცეების განსაკუთრებული პირობებითა და შეთავაზებებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს ბანკის პარტნიორ, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლოთ.
აღნიშნული სტრატეგიული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების (BSO) ხელშეწყობას და ინსტიტუციური და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას, რაც ასოციაციებსა და კლასტერებს დაეხმარება, ეფექტურად უპასუხონ არსებული წევრების საჭიროებებს და მოიზიდონ ახალი პარტნიორები. ასევე, შექმნან დამატებითი შესაძლებლობები მთლიანად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის. საპილოტე ეტაპზე, ინიციატივა მორგებულია USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის პარტნიორი და ბენეფიციარი ასოციაციებისა და კლასტერების საჭიროებებზე.
‘’ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციებისთვის, ჩვენმა პროგრამამ განახორციელა ოთხწლიანი „ორგანიზაციაზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა (OCAP)“, და ჯამში ხელი შევუწყეთ 21 ორგანიზაციის განვითარებას, ანალიტიკის, სწავლების, მენტორობისა და საგრანტო კომპონენტის გამოყენებით. საქართველოს ბანკთან პარტნიორობით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დამატებით სერვისებს ვთავაზობთ BSO - ებს, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ბიზნეს ასოციაციებისა და კლასტერების პოზიციონირება, და მათ მოიტანონ უფრო მეტი სასიკეთო ცვლილება იმ სექტორებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ.’’ - ნათია კაციაშვილი, USAID - ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელი.
‘‘USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან ერთად, 2021 წლიდან არაერთ პარტნიორულ ინიციატივას ვახორციელებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, მათ შორის: BizLink Clinic, B2B ფორუმები, სავაჭრო მისიები. ამჯერად, მხარს ვუჭერთ ბიზნეს ასოციაციებსა და კლასტერებს, ისარგებლონ 4B სივრცის სერვისებით. 4B ფილიალებში მათ ექნებათ შესაძლებლობა, დაჯავშნონ და ისარგებლონ სამუშაო სივრცეებით, დაგეგმონ შეხვედრები, დაესწრონ სხვადასხვა, მათთვის საინტერესო ღონისძიებას, შეხვდნენ დარგის ექსპერტებს და მიიღონ მათთვის სასარგებლო ბიზნეს რჩევები. ასევე, ისარგებლონ პარტნიორი კომპანიების მიერ მათთვის შექმნილი სპეციალური შეთავაზებებით.’’ - რუსუდან ბარათაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
„ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე რეგულარულად გვაქვს შეხვედრები და ტრენინგები ჩვენს წევრებთან, ასევე ვატარებთ ბორდის შეხვედრებს და ასეთი ტიპის სივრცეების, განსაკუთრებით ამფითეატრის დარბაზის გამოყოფის შესაძლებლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება იქნება ჩვენთვის. USAID - ის პროგრამასთან ბევრი მნიშვნელოვანი ინიციატივა და აქტივობა გვაკავშირებს, გვახარებს რომ კორპორატიული გაყიდვების ხელშეწყობისთვის და პროდუქტის გაყიდვების კუთხით საქართველოს ბანკთანაც ვიწყებთ თანამშრომლობას და ვფიქრობ, მსგავსი წახალისებები ერთიანობაში ძალიან გაზრდის და დაეხმარება ჩვენს ორგანიზაციას ზრდასა და წინსვლაში“, - ანა შანშიაშვილი, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.
ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა. როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და...
საზოგადოება • 1726683820
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღო...
კრიმინალი • 1726683597
"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს. ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, კ...
კრიმინალი • 1726682712
გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი მიიმალა. მეზობლების ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ის კესარიას საცხოვრებელი სახლიდან. ცნობის...
კრიმინალი • 1726681059
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამი...
კრიმინალი • 1726680657
19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქც...
პოლიტიკა • 1726670825
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი