ვალერი გელაშვილი ხაშურში ბიზნესს ყიდის და საქმიანობის ვენესუელაში გაგრძელებას გეგმავს

ვალერი გელაშვილი

ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი ხაშურში ყველა სამეწარმეო საქმიანობას წყვეტს და კუთვნილ ბიზნესს ყიდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ქართლის ამბები“ ავრცელებს.

ბიზნესმენის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი სახელმწიფოს მიერ დაკისრებული ჯარიმა და ქონების დაყადაღება გახდა, რის გამოც იგი საბანკო სესხებით ვეღარ სარგებლობს და მუშაობის გაგრძელებას ვერ ახერხებს.

„ბიზნესის გაყიდვის მიზეზი ისაა, რომ სახელმწიფომ ჯარიმა დამაკისრა. გირაო დამადეს, ბანკები სესხებს აღარ მაძლევენ. რატომ და რისთვის, ამის ახსნა-განმარტებას ტელეფონით ვერ დავიწყებ. იცით თქვენ, რომ არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას და რა სიტუაცია იყო ხაშურში.“ — განუცხადა ვალერი გელაშვილმა „ქართლის ამბებს“.

კითხვაზე, არის თუ არა ეს სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლა არჩევნებში მონაწილეობის გამო, გელაშვილმა აღნიშნა:

„არანაირ ზეწოლას აქვს ადგილი. თუ კარგად მიცნობთ, ჩემზე ზეწოლას ვერავინ მოახდენს და არც დაიბადება ასეთი ადამიანი. საქმიანობას ვენესუელაში გავაგრძელებ, აქ თავს კარგად ვგრძნობ“.

გასაყიდ ობიექტებს შორის არის ხაშურის ცენტრში მშენებარე 17-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი „ტერასა ივერია“, საიდანაც ამ ეტაპზე 10 სართულია აშენებული. საკრებულოს წევრ ზაზა მეხრიშვილის ცნობით, ბიზნესმენი მშობლიურ ქალაქში მხოლოდ საცხოვრებელ სახლს იტოვებს, ხოლო კორპუსის მშენებლობა გაყიდვამდე არ შეჩერდება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მერაბ დვალიშვილი
დიდი იმედი მაქვს, რომ ყველას გაათავისუფლებენ, მე საჩივარს არ შევიტან, მსურს მშვიდობა და ყოველივე საუკეთესო ყველასთვის - მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.„მინდა ყველას გაცნობოთ, რომ გამათავისუფლეს, კარგად ვარ, ჯანმრთელად და მზად ვარ გზის გასაგრძე...

სპორტი • 1794602917

ზოდიაქო
14 ნოემბრის კოსმოსური გზამკვლევი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები დღეს?

14 ნოემბრის ენერგიები გამოირჩევა შინაგანი ჰარმონიის აღდგენით, კვირის ბოლოსკენ ძალების შეჯამებითა და განტვირთვის აუცილებლობით. კოსმოსური ფონი გვიბიძგებს, გადავხედოთ გასულ დღეებს, გავაანალიზოთ მიღწეული...

ეს საინტერესოა • 1794600374

ვასილ მაღლაფერიძე
ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაიზარდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ 2026 წლის ბიუჯეტიდან დარჩენილი სახსრების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც საბჭოს წევრებისთვის ერთჯერადად გაზრდილ ჰონორარებსა და დამატებითი ე...

საზოგადოება • 1794598054

ავარია ინდოეთი
ინდოეთში ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებას სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატში, ავტობუსისა და სატვირთო ავტომობილის შეჯახების შედეგად სულ მცირე 24 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის...

მსოფლიო • 1794595089

გემები მარმარაში
სტამბოლის სანაპიროსთან ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა

სტამბოლში, ზეითინბურნუს რაიონის სანაპიროსთან ღუზაზე მდგომი ორი სატვირთო გემი ერთმანეთს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ორივე ხომალდი დაზიანდა. არსებული ინფორმაციით, ლიბანიდან რუმი...

მსოფლიო • 1794591096

ლუკა ეხვაია ჩინეთი
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას დაშვებულ პროტოკოლურ ხარვეზს უკავშირდება

როგორც „რადიო თავისუფლებისთვის“ გახდა ცნობილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლუკა ეხვაიას თანამდებობიდან გათავისუფლება ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტს უკავშირდება. არსებული ინფორმაცი...

პოლიტიკა • 1794584851