ვის შეუძლია დაგროვებული პენსიის სრულად გამოტანა

პენსია

ვის ჩაერიცხება დაგროვებითი პენსიის სრული თანხა ერთიანად ანგარიშზე და ხართ თუ არა იმ პირთა ჩამონათვალში, ვინც ამ უფლებით ისარგებლებს – ამ კითხვაზე პასუხს საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
დაგროვებული თანხის გამოყენებას სტანდარტულ შემთხვევაში შეძლებთ საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საპენსიო ასაკის მიღწევისას პენსიის გაცემა მოხდება ყოველთვიურად:

დაგროვებული საპენსიო თანხის ყოველთვიური მოცულობა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლის შესაბამისად დაანგარიშდება. გამონაკლის შემთხვევებში, მაგალითად, თუ პირი გაწევრიანდა საპენსიო სქემაში საპენსიო ასაკამდე არაუმეტეს 5 წლით ადრე, ან თუ მონაწილეს მიენიჭება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ან თუ დატოვებს საქართველოს და წარმოადგენს სხვა სახელმწიფოში კანონიერი, მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელ სათანადოდ დამოწმებულ დოკუმენტს, შესაძლებელია, დაგროვებული დანაზოგი მიიღოთ ერთჯერადი გაცემის გზით.

დაგროვებითი პენსია საპენსიო ასაკში 

 


საპენსიო ასაკი საქართველოს კანონმდებლობით ქალებისა და მამაკაცების შემთხვევაში განსხვავდება: ქალი 60 წლის, მამაკაცი კი 65 ასაკში გადის პენსიაში. ამასთან, ქალსაც და მამაკაცსაც პარალელურად უნარჩუნდება სოციალური პენსიით სარგებლობის უფლებაც.

დაგროვებითი პენსია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირისათვის
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი საპენსიო სქემაში ერთვება და ზოგავს თანხას სასურველ ვადამდე. მას შემდეგ, როცა გადაწყვეტს თანხით სარგებლობას, მას შეუძლია ერთიანად გაიტანოს თანხა დაქვითვის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში სქემაში უკან დაბრუნების უფლებას კარგავს, რადგან კანონის თანახმად, მან უკვე ისარგებლა დაგროვებითი პენსიით. ამდენად, მნიშვნელოვანია რომ შშმ პირმა ნაჩქარევად არ მიიღოს გადაწყვეტილება.

დაგროვებითი პენსია უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასული მოქალაქისთვის
უცხოეთში მუდმივად საცხოვრებლად გადასულ ადამიანს უფლება აქვს ვადაზე ადრე გაიტანოს დაგროვებითი პენსია. ამ შემთხვევაში, მის დაგროვილ დანაზოგს სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2% აკლდება და კანონის თანახმად თანხა იბეგრება 20%-ით, მხოლოდ დარჩენილი თანხის გატანას შეძლებს მოქალაქე.

იკარგება თუ არა თანხა მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში?

საპენსიო დანაზოგი მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის კანონიერ მემკვიდრეს/მემკვიდრეებს გადაეცემა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ქონება. მას შეუძლია, ან ერთიანად ისარგებლოს დანაზოგით ან გადაიტანოს თანხა საკუთარ საპენსიო ანგარიშზე და გააგრძელოს დაგროვება.

ვის შეუძლია სქემის ნებაყოფლობით დატოვება?

საპენსიო დაგროვებითი სქემის ამოქმედების მომენტში, ანუ 2018 წლის 6 აგვისტოს, ის პირი ვინც იყო 40 წლის ან მეტის, სქემაში ერთვება სავალდებულოდ, თუმცა ჩართვიდან სამი თვის შემდეგ ორი თვის განმავლობაში აქვს უფლება დატოვოს სქემა საკუთარი განცხადების საფუძველზე. ყველა სხვა მონაწილისთვის სქემაში გაწევრიანება და მონაწილეობა არის სავალდებულო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი
უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს

უოფილი ენერგეტიკის მინისტრი ჰერმან ჰალუშჩენკო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს. ინფორმაციას უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) სოციალურ ქსელში ავრცელებს. უწყების პრესსამსახურმა განა...

მსოფლიო 1771158474

დოროთე
"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს“ - დოროთე ყურაშვილი

"მარტო მე კი არა, ერი გაყიდეს, ერი გაანადგურეს, ახალგაზრდები ციხეში სხედან უდანაშაულოები, დამნაშავეები გარეთ დადიან, დამნაშავეები ასამართლებენ უდანაშაულო ხალხს. განკითხვის დღე უკვე დამდგარია, ყველა ყვ...

საზოგადოება 1771157003

პაპუაშვილი
„დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუნგები“ - პაპუაშვილი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დებატები ტელემედიაში ძალას იკრებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სწორედ ამაზეა მოქალაქეების დაკვეთა - საუბარი და არა ყვირილი, მსჯელობა და არა პოპულიზმი, არგუმენტები და არა ლოზუ...

პოლიტიკა 1771156925

დოროთე
"ალბათ 30 ვერცხლის კონვერტირება გააკეთეს" - მამა დოროთე ყურაშვილი მღვდლის შვილისთვის მიწის გადაცემაზე

მამა დოროთე ყურაშვილი მის მღვდლობიდან განყენების პროცესს "ოცნების" ხელისუფლების მიერ მცხეთაში მიწის გადაცემის საკითხს უკავშირებს. ამის შესახებ სასულიერო პირმა ქადაგებისას ისაუბრა. საქმე ეხება შაბათის...

საზოგადოება 1771154696

ნეთანიაჰუ ტრამპი
ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანზე ზეწოლის გზებზე შეთანხმდნენ

ოთხშაბათს თეთრი სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპი და ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ აშშ გააძლიერებს ძალისხმევას ირანის მიერ ჩინეთში ნავთობის ექსპორტის შემცირების მიმართულებით. ამის...

მსოფლიო 1771147903

საზოგადოება
კრიმინალური ავტორიტეტის სახელით კახეთში მცხოვრებ კაცს 10 000 აშშ დოლარი გამოსძალეს - შსს

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, ოთხი პირი დააკავეს. ინფორაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,  ბრალდებულები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ...

კრიმინალი 1771147335