ბიზნესი & ეკონომიკა • 1713526328
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში მსოფლიოს წამყვან სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრები გამართა. ირაკლი ქარქაშაძე შეხვდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებს, რომლებიც აეროპორტების პროექტირებასა ე.წ. მასტერ პლანზე მუშაობენ. ასევე, ყველა იმ სააეროპორტო სერვისების მიმწოდებელ ბიზნესებს, ვისთანაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმდინარე ტენდერი აქვს და შესაბამისი პროდუქტების პოტენციური მომწოდებლები არიან.
,, ჩვენ კომპანიებს ვესაუბრებოდით არამხოლოდ ვაზიანის, არამედ ქუთაისისა და თელავის აეროპორტზეც. ყველა ჩვენი შეხვედრის მიზანი იყო მაქსიმალურად მოხდეს აეროპორტების დიგიტალიზაცია, გამარტივდეს ოპერირებასთან დაკავშირებული რიგი მიმართულებები. ბევრი სისტემა, რომელიც ჩვენ დღეს აეროპორტებში გაგვაჩნია იყოს უფრო ავტომატიზებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი მგზავრებისათვის. რათა გავამარტივოთ ის სააეროპორტო პროცედურები, რომელიც დღესდღეობით საქართველოს აეროპორტებში გაგვაჩნია. ასევე, საავიაციო უშიშროების მიმართულება, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, იყოს უფრო მაღალი ხარისხის, სწრაფი და მოქნილი,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
ირაკლი ქარქაშაძის განმარტებით, მასშტაბურობიდან გამომდინარე, ვაზიანის აეროპორტის პროექტის მიმართ, კომპანიების მხრიდან დაინტერესება დიდია.
,,რაც შეეხება უშალოდ ვაზიანის პროექტს, ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა წამყვან არქიტექტურულ კომპანიებთან, რომლებიც აეროპორტების განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობენ, ასევე საკონსულტაციო კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ დიდი ინტერესი და ემზადებიან იმ ტენდერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით გამოცხადდება. დაწყებული პროექტირებიდან დასრულებული იმ სისტემებით, რომელიც საჭიროა აეროპორტის მართვისთვის, ყველა ამ მომწოდებელთან გვქონდა შეხვედრა. მათი მხრიდან ინტერესი დიდია და ჩვენ ამ თანამშრომლობას აუცილებლად გავაგრძელებთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
სანდრო ბუკია თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. დაკავებულის დედა ამბობს, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს და ამის შესახებ ნიღბიანებს უთხრა, თ...
პოლიტიკა • 1733559568
"მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს და ივანიშვილის რეჟიმს, არხის ჟურნალისტისა და წამყვანის ბექა ყორშიას გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამასთან "მთავარი არხი" სოლიდარობას უცხადებს აქციის დარბევისას დაზა...
პოლიტიკა • 1733559368
"ქართულ ოცნებას" ნიღბები ჩამოეხსნა. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა სამმა ქვეყანამ დავუწესეთ სანქციები იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგ...
პოლიტიკა • 1733559172
მსოფლიო ქალი ლიდერები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ღია წერილით ეხმაურებიან და ქართველ ხალხსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. ქალი ლიდერები აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო საზოგ...
პოლიტიკა • 1733557838
ირაკლი ტაბლიაშვილი: დაუსრულებელ 9 აპრილამდე მიჰყავს ქვეყანა!დაუსრულებელ და სამარადოსო ამოთხრას მიიღებს!
სოცმედია • 1733555854
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტით გაემგზავრა. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
პოლიტიკა • 1733555653
ეს საინტერესოა • 1730230380
30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი