ყველაზე მეტი ადამიანი TSQ-ის ანკესზე საქართველოში წამოეგო, ქართველების მიერ ამ სქემაში შეტანილი თანხა დაახლოებით $30 მილიონია - რომან გოცირიძე

ფინანსური პირამიდა საქართველოში

საქართველოში სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს საერთაშორისო თაღლითური ფინანსური პირამიდები. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ერთ-ერთი მათგანის - TSQ -ის შესახებ წერს, რომელმაც ევროპისა და სხვა რეგიონების შემდეგ პოსტსაბჭოთა სივრცეში გადმოინაცვლა.

„კიდევ ერთხელ იმ თაღლითურ ფინანსურ პირამიდაზე, რომელსაც TSQ ჰქვია და რომელმაც საქართველოში და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადმოინაცვლა მას შემდეგ, რაც ევროპასა და სხვა ქვეყნებში ამხილეს.

ესპანეთმა, პოლონეთმა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებმა, ასევე ახალმა ზელანდიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ ამ სქემის ანკესზე არ წამოეგონ. ესპანეთსა და პოლონეთში ადამიანებმა დიდი ოდენობით ფული დაკარგეს.

საქართველოში ამ პირამიდას ფართო ქსელი აქვს. მისი ორგანიზატორები დამატებით ფულს სწორედ ახალი მონაწილეების მოზიდვით შოულობენ. ათასობით ადამიანია ჩართული WhatsApp-ის, Telegram-ისა და Facebook-ის დახურულ ჯგუფებში, სადაც აქტიურად მიმდინარეობს ხალხის რეკრუტირება. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, ქართველების მიერ ამ სქემაში შეტანილი თანხა დაახლოებით 30 მილიონ დოლარს შეადგენს. თუ ეს ტემპი გაგრძელდა, თანხა მალე გაორმაგდება.

სქემა უკვე ჩამოიშალა ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში. დაიკარგა მილიარდობით დოლარი. ახლა ანკესი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გადმოაგდეს და, სამწუხაროდ, ყველაზე მეტი ადამიანი ამ ანკესზე საქართველოში წამოეგო.

ფაქტობრივად, მათი „ლიდერების“ გარშემო თავისებური სექტა ჩამოყალიბდა. მრავალრიცხოვანი სექტაა — ხმას თუ ამოიღებ, დაგკბენენ, თანაც წინასწარ შემუშავებული მესიჯებითა და ერთი და იმავე შინაარსით.

რამდენ ხანში დაიხურება ეს პირამიდა საქართველოში, ძნელი სათქმელია. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ერთ ქვეყანაში ასეთი სქემის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 3-9 თვეა.

პირველ სამ თვეში პლატფორმა აქტიურად იხდის დაპირებულ პროცენტებს, რათა მონაწილეების ნდობა მოიპოვოს. 4-6 თვეში სქემა პიკს აღწევს. 6-9 თვეში კი, როდესაც ახალი წევრების მოზიდვის რესურსი იწურება, იწყება ჩამოშლა: ანგარიშებს ბლოკავენ, მომხმარებლებს დამატებით 10-პროცენტიან საკომისიოს სთხოვენ და ა.შ. როდესაც კლიენტისგან მაქსიმალურად შესაძლო თანხას ამოიღებენ, ანგარიშიც ქრება.

ეს გზა უკვე გაიარა სომხეთმა — ათასობით ადამიანმა დაკარგა ფული, თუმცა იქ ამ თაღლითური სქემისთვის ნაყოფიერი ნიადაგი არ აღმოჩნდა. ხელისუფლებაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და დროულად გააფრთხილა მოსახლეობა. სომხეთის კიბერპოლიციამ ამ მიმართულებით კარგად იმუშავა და უამრავი ადამიანი გადაარჩინა ფულის დაკარგვას.

რა ხდება საქართველოში?

მთავრობა დუმს. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ სამი დღის წინ გააკეთა განცხადება — ისიც ჩვენი მოწოდების შემდეგ. არადა, პირამიდის სისტემა საქართველოში პიკს უახლოვდება და მონაწილეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

კვლავ საერთაშორისო გამოცდილებას თუ დავეყრდნობით, ჩადებული თანხის დაახლოებით 70 პროცენტი იკარგება. ვინც სქემაში ადრე შევიდა და დროულად გამოვა, შესაძლოა გადარჩეს. ვინც ბოლოს შევა, დიდი ალბათობით, შენატანს სრულად დაკარგავს.

თუ სხვა ქვეყნების გამოცდილებას დავეყრდნობით, რამდენიმე თვეში აქ ყველაფერი შეიძლება დასრულდეს. დანაკარგები კი ათეულობით მილიონი დოლარი იქნება.

ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ამის დაშვება არ შეიძლება.

კრიპტოთაღლითობა კიდევ სხვა თემაა“.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ევროპარლამენტი
ევროპარლამენტმა საქართველოში ოპოზიციის აკრძალვის მცდელობაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, 8 ოქტომბერს, მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია — „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”. ხუთი პო...

პოლიტიკა • 1791484975

შოთა მუსაევი იცხაკ ჰერცოგი
"შოთა არის რუსთაველის სახელი, ერთ-ერთი უდიდესი პოეტის, რომელიც კაცობრიობას ჰყოლია... მე მის პოეზიაზე გავიზარდე" - ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი შოთა მუსაევის დაჯილდოებისას

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა ქართული წარმოშობის ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. დაჯილდოებისას ჰერცოგმა შოთა მუსაევის სახელზე გაამახვილა ყურადღება. „მათთვის,...

მსოფლიო • 1791479273

მარკო რუბიო აკროპოლისი
გვჯერა, რომ ევროპას შეუძლია გაიღვიძოს ხანგრძლივი ძილისგან და ხელახლა დაანთოს ის ცეცხლი, რომელიც აქვე, ათასწლეულების წინ აინთო - მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ

საბერძნეთში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ 7 ოქტომბერს აკროპოლისის ფონზე ევროპისადმი მიმართვა გაავრცელა:მთელ მსოფლიოში უამრავი დიადი ნანგრევია. უმეტესწილად, ეს ისეთი ადგილებია,...

მსოფლიო • 1791474039

სპეცფორმა პანდემია
„როსპოტრებნადზორი“ ირკუტსკში შავი ჭირით ინფიცირების მეორე შემთხვევას უარყოფს

რუსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახური („როსპოტრებნადზორი“) აცხადებს, რომ ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის საეჭვო ვ...

მსოფლიო • 1791470502

მირონიძე
3 ფაქტორი, რომელიც სესხის ვალუტის არჩევისას უნდა გაითვალისწინოთ

სესხის არჩევისას ყურადღება მხოლოდ თანხის მოცულობას, საპროცენტო განაკვეთსა და დაფარვის ვადას არ უნდა მიაქციოთ. მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, თუ რა ვალუტაში იღებთ დაფინანსებას და რამდენად შეესაბამება ეს...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469984

მირონიძე
4 რჩევა უცხოურ ვალუტაში ხარჯების სწორად დაგეგმვისთვის

უცხოურ ვალუტაში ხარჯები შეიძლება დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, სწავლასთან, საერთაშორისო შენაძენებთან, ბიზნეს საქმიანობასთან ან სხვა ყოველდღიურ საჭიროებებთან. თუ შემოსავალს ლარში იღებთ, ხოლო გარკვ...

ბიზნესი & ეკონომიკა • 1791469140