ბიზნესი & ეკონომიკა • 1712831813
საქართველოში თხილის წარმოება განსაკუთრებით განვითარდა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. ქვეყნის დასავლეთ რეგიონებში მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი თხილი იწარმოება. ხილის ბაღთან, ციტრუსოვან კულტურებთან და ვენახთან შედარებით 1 ჰექტარი თხილის ბაღის გაშენებას და შემდეგ მის მოვლას ბევრად ნაკლები დანახარჯები სჭირდება, რაც ფერმერისათვის ძალზედ მნიშვნელოვანია.
საქართველოს რეგიონებს შორის სამეგრელოში თხილის კულტურა ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული. ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში არა ერთი თხილის გადამამუშავებელი საწარმოც აშენდა. სამი წლის წინ, ზუგდიდში, სოფელ კახათში თხილის გადამამუშავებელი საწარმო თიბისი ბიზნესის ფინანსური მხარდაჭერით გახსნა ირაკლი ლუკავამ და ახლა ყოველდღიურად 3 ტონამდე თხილს გადაამუშავებს.
„ქართულ თხილის საწარმოში“ მუდმივად დასაქმებულია 50-მდე ადამიანი. თხილის აქტიური სეზონი აგვისტოში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება, თუმცა საწარმო მთელი წლის განმავლობაში მუშაობს და წელიწადში 200 ტონამდე თხილის გულს გადაამუშავებს.
„ჩვენ გადამუშავებული პროდუქცია 100%-ით გაგვაქვს ექსპორტზე, ძირითადად ევროპის ქვეყნებში. მაქსიმალურად ვცდილობთ მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ და ქართულმა თხილმა თავისი ნიშა დაიმკვიდროს ევროპის ქვეყნებში. ზოგადად თხილის ექსპორტზე გატანა რთული პროცესი არაა, რადგან შენახვისა და გადამუშავების ტექნოლოგიების დაცვით თხილი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი. თუმცა, გარკვეული სირთულეები ექსპორტთან დაკავშირებით მაინც რჩება,“ - ირაკლი ლუკავა, „ქართული თხილის საწარმოს“ დამფუძნებელი.
ირაკლი ლუკავამ მეგობართან ერთად რამდენიმე წლის წინ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოცვის პლანტაციებიც გააშენა. კენკროვანი მცენარე 3 ჰა ფართობზეა გაშენებული, მხარდაჭერა თიბისი ბიზნესთან ერთად შეღავათიანი აგრო-კრედიტიდანაც მიიღო. წლევანდელ სეზონზე მოსავალს ელოდებიან, თუმცა არა იმდენს, რომ პროდუქციის ექსპორტზე გატანა შეძლონ. წელს კოლხიდაში მოწეული მოცვი ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება. სამომავლოდ კი როდესაც პლანტაციები სრულ მსხმოიარებაში შევა, ქართული მოცვიც ევროპისკენ აიღებს გეზს.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“...
პოლიტიკა • 1743069761
თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭ...
პოლიტიკა • 1743069676
გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.
საზოგადოება • 1743069150
თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა. ამის შესახებ მან...
პოლიტიკა • 1743068614
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...
პოლიტიკა • 1743068197
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...
სოცმედია • 1743066733
ეს საინტერესოა • 1739735883
17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი