"11 სექტემბერს ვენერა მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს...“- ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იწყება მნიშვნელოვანი პერიოდი

ზოდიაქო

ასტროლოგი, რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ვენერას მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ წერს.

„ვენერას მორიელის ზოდიაქოში გადასვლის შესახებ:

11 სექტემბერს, თბილისის დროით, 00:39 საათზე სიყვარულის, ჰარმონიის, ხელოვნების მმართველი პლანეტა ვენერა - მორიელის ზოდიაქოში გადაინაცვლებს და იქ 7 ოქტომბრამდე დარჩება.

ვენერას ეს ინგრესია ადამიანებში გააძლიერებს სიყვარულის გამოვლენის და მიღების მოთხოვნილებას, მომხიბვლელობას, შარმს, მიმზიდველობასა და სექსუალურობას. ნეგატიური კუთხით მოიმატებს ეგოიზმი, ეჭვიანობა და სიყვარულში რადიკალიზმი.

ვენერას ეს პოზიცია გამოძევებულად ითვლება.

ვენერა ამ დროს (მორიელში განთავსებისას) კარგავს თავის „ქალურობას“, სინაზეს, სტაბილურობას, თუმცა იძენს სექსუალურობას, შემტევობასა და აგრესიულობას.

ვენერას ეს პოზიცია ადამიანებში აძლიერებს სექსის, როგორც მანიპულაციის ინსტრუმენტის გამოვლენას. ვენერას მორიელში ყოფნისას ადამიანები ხდებიან ეგოისტები და მომთხოვნები. ადამიანში იზრდება შიში, ეჭვი ეპარება, რომ ის გულწრფელად უყვართ, რადგან იზრდება ღალატის ქვეცნობიერი შიში.

ვენერას ეს პოზიცია ხშირად იძლევა ე.წ. „საბედისწერო სიყვარულსაც“. ამ დროს სიყვარული იწყება მანამდე არსებული სიყვარულის ნგრევით ან განვითარებულ სიყვარულს თან ახლავს ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მტკივნეული პროცესები.

ვენერას ეს ინგრესია უპირველესად მნიშვნელოვანი იქნება:მორიელის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის;მათთვის, ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერა მორიელის ნიშანში აქვთ განთავსებული.ვისაც პირად ჰოროსკოპში ვენერას, ასევე მარსის, პლუტონის, მორიელის ან მე-8 სახლის ძლიერი პოზიცია გააჩნია (მაგალითად, ასცენდენტი, მთვარე, სტელიუმი, შავი მთვარე),“- წერს რამაზ გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ანიტა
ახლა 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია - 3 წლის ანიტას,რომელსაც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია დაუდგინდა საზოგადოების დახმარება სასწრაფოდ სჭირდება

3 წლის ანიტა ლომიძეს დაუდასტურდა მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია, მკურნალობას გადის თურქეთში , აჯიბადენის კლინიკაში, მკურნალობა ძალიან დიდ თანხებთანაა დაკვშირებული .  ჯერ მხოლოდ 3 თვეა კლინიკაში და 63 ა...

საზოგადოება 1632341564

წულუკიანი
მე საძრახისს ვერაფერს ვხედავ - თეა წულუკიანი "სისხლიან ბანერებზე"

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი, ე.წ. "სისხლიან ბანერებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ "საძრახისს ვერაფერს ხედავს ამაში".   "სიძულვილს აღვივებს ის, რომ ყველა პოლიტიკოსის სახლ...

პოლიტიკა 1632336721

ნიკო კვარაცხელია
"მადლობა, დედი, იმ ლამაზი 22 წლისთვის, რომელიც ჩვენთან გაატარე..." - ნიკო კვარაცხელიას დედის წერილი

თბილისში, რამდენიმე დღის წინ მოკლული  22 წლის ნიკა კვარაცხელიას დედამ "სხვა ნანუკას" საზოგადოებისადმი მიძღვნილი მიმართვა გამოუგზავნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: "მე არ მქონდა უფლება ერთი წუთითაც დამ...

სოცმედია 1632336405

ცერცვაძე
"ფაიზერი" ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, მართლა საბოტაჟს აწყობთ? - ცერცვაძე

ინფეციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგის ცერცვაძე, საზოგადოებას მიმართავს და აცხადებს: "„ფაიზერი“ გვაქვს. „ფაიზერი“ ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხნო, ადამიანი „ფაიზერს“ გააფუჭებს? მაშინ აჩუ...

საზოგადოება 1632335300

ნანუკა გულუა
"ჩემი “ოცდაყველა”კიარა “ასყველა” წელი ღირდა რომ დავლოდებოდი!" - ნანუკა გულუა გათხოვდა

მსახიობი და ტელეწამყვანი , ნანუკა გულუა, გათხოვდა - ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "კახაბერ კაშია არ უყვარს ბევრი ხატოვანი საუბარი მასზე და სულ მიკრძალავს რომვა...

სოცმედია 1632334783

აბაშა
სტიქია აბაშაში - მოსახლეობას წყალი სახლებში შეუვარდა

წყალდიდობა აბაშის რაიონის სოფელ ონტოფოში - დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართული. მიზეზი არასწორად დაპროექტებული ხიდია, რომელმაც ძლიერი წვიმის დროს მოვარდნილი წყლის ნაკადი ვერ გაატარა და მო...

შემთხვევა 1632334063