13-14 თებერვალს იქნება ყველაზე მძაფრი დღეები – მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

ცაგარელი.PNG

"მოდი აღვნიშნოთ, რომ რასაც ახლა მე ვიტყვი, ამას ცოტა ისეთი გაგება უნდა, აქ მოგეხსენებათ, რომ ზეგავლენაა პლანეტებისა, ასტროლოგია, სწორედ ამას გვამცნობს ბიოლოგიურ ორგანიზმებზე და მოვლენებზე, რომლებიც ხდება ჩვენს სამყაროში, ისინი ქმნიან ენერგოვიბრაციულ ენერგიებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს მოვლენებზე. თავის დროზე, როდესაც იყო შოვის ტრაგედია, მაშინ ჩვენ საგანგებოდ აღვნიშნეთ, რომ იყო ძალიან ცუდი და მძიმე ფორმა სავსემთვარეობისა და სავსემთვარეობა, ეს სატანური დღეა ტრადიციულად და ითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, თან იქ დედამიწა, ძალიან უარყოფით ენერგოველში იყო.

ახლანდელ პერიოდს რაც შეეხება, ახლა საგანგებოდ აღვნიშნე, რომ ხდება მძიმე რამ, ჩვენ გვაქვს დრაკონის წელიწადის შემოსვლა, ანუ დრაკონის წელიწადი ცვლის კატა, კურდღლის წელიწადს. თვითონ ეს პროცესი არ არის მსუბუქი, იმიტომ, რომ აქ ხდება სტიქიების შესვლა და ხდება ზოდიაქოს ნიშნების შეცვლა. 

ენერგეტიკულად ძალიან რთულია. დრაკონის წელიწადი, იწყება მეცამეტე ახალმთვარეობაზე, ახალმთვარეობა, ეს არის სატანური და მძიმე დღე. მზე და მთვარე შეერთებულია და მათ შორის მიდის სამკვდრო სასიცოცხლო ომი. ეს მათი ბრძოლა, რა თქმა უნდა, აისახება. მთვარე – ადამიანში ეს არის, გამოსახულება ემოციისა. მზე – შინაგანი ბუნებისა. ამიტომ, აქ მიდის კონფლიქტი ადამიანის ემოციურ ქვეცნობიერ სამყაროსა და მის ცნობიერ, პიროვნული მეს სამყაროს შორის. ეს იწვევს არაადეკვატურ, ემოციურ გამოვლინებებს.

ახალმთვარეობაზე, ჩვენი წინაპრები წყალსაც არ უსხამდნენ მცენარეს, რადგან იცოდნენ, რომ მალე დალპებოდა მისი ფესვები, იმდენად ცუდი და ნეგატიური დღეა. პიკს ეს მიაღწევს, 13-14 თებერვალს და იქნება ყველაზე მძაფრი. ხვდება ორი ბოროტი პლანეტა, მარსი და პლუტონი. (ეს არის ნგრევის პლანეტა) ისინი შეერთებაში არიან ერთმანეთთან, გვერდიგვერდ იმყოფებიან და 13-14-ში ერთ გრადუსში დაჯდებიან. მათი შეერთება ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი, უარყოფითი, ბოროტი ენერგია მოდის დედამიწაზე. რამაც შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე ადამიანებს შორის კონფლიქტები, ჯანმრთელობის გაუარესება.

დაახლოებით 15 რიცხვამდე, ყველას ვთხოვ, რომ მაქსიმალური ყურადღება მიაქციონ ჯანმრთელობას და ემოციას“

- ამბობს „პრაიმტაიმთან“ მიხეილ ცაგარელი.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საბა ჭიკაიძე
უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევარს ბავშვი არ უნდა? - მამა საბა ჭიკაიძის პასუხი (ვიდეო)

უნდა გაიკეთოს თუ არა აბორტი ქალმა, თუ მეორე ნახევრის ოჯახი ემუქრება და თვითონ მეორე ნახევარსაც არ უნდა ბავშვი? - მამა საბა ჭიკაიძე ქართველი ემიგრანტის კითხვას პასუხობს.  

სოცმედია 1708546920

მარტოხელა
რა თვისებები უშლის ხელს ქალს, რომ ნამდვილ სიყვარულს შეხვდეს

ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ელემენტარული "ცუდი ჩვევები", რომელიც, შეიძლება, ქალს ნამდვილი სიყვარულის პოვნაში  უშლიდეს ხელს. აგრძელებთ წარსულ ურთიერთობებში ცხოვრებას გაინტერესებთ თქვენი ყოფილი - როგორ...

ეს საინტერესოა 1708546620

ხოფერია
"ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში" - ხათუნა ხოფერია

“აუფ… სად, რატომ, რა პონტში გავახსენდი დავით დარჩიაშვილს?! ვზივარ ჩემთვის წყნარად, თვინიერად… რაც მთავარია, მშვიდად… მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ბიძინა დაბრუნდა პოლიტიკაში. ჰო, ვენდობი ამ ადამიანს ერთი უ...

სოცმედია 1708546380

ჰალკი
ძალიან ლამაზი ხარო - მითხრა ერთმა ქალბატონმა, მერე დავშორდი... მივხვდი, რომ აფერისტი იყო - "ქართველი ჰალკი" (ვიდეო)

ქართველმა მკლავჭიდელმა, ლევან საგინაშვილმა გადაცემა „იმედის დღის“ ეთერში საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ისაუბრა. ქართველი „ჰალკი“ იხსენებს პირველ გამარჯვებას - როდესაც კლასელს გადაუწია ხელი. "ყველაზე...

საზოგადოება 1708546080

ჩხუბ
"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - მარკეტიდან ფიზიკური დაპირისპირების კადრები ვრცელდება

"შენ ვის არტყამ ხელს, ქალო?" - ერთ-ერთ სუპერმარკეტში მაღაზიის თანამშრომელი და მომხმარებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხმარებელი მეორე მოლარეს ითხოვდა, ამბობდა, რომ სამსახურში აგვიანდებოდა, რასაც და...

სოცმედია 1708545720

სასამართლო
ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი თანამდებობას ინარჩუნებს - რა ჩვენება მისცა სასამართლოს მისმა მეუღლემ

ძალადობაში ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მიუხედავად იმისა რომ გამოძიების მასალებით დგინდება რომ განსაკუთრებულ  დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ცოლზე სისტემატურა...

სამართალი 1708545180