ეს საინტერესოა • 1700510700 635
მეცნიერები აცხადებენ, რომ დედამიწას კიდევ ერთი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. კერძოდ, სპეციალისტების თქმით, 22-დან 26 ნოემბრამდე დედამიწის მაგნიტოსფერო უწესრიგო და ქაოსური იქნება.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს მოვლენა განსაკუთრებით მათთვის იქნება შესამჩნევი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამინდის მიხედვით იცვლება. მაგნიტური ქარიშხალი დედამიწის მაგნიტური ველის რყევას გულისხმობს, რა დროსაც მზიდან კოსმოსში გაისროლება პლაზმა. მას მზის ქარსაც უწოდებენ. მზის ქარი ქაოსურად მოძრაობს, დედამიწას უახლოვდება და იმის მიხედვით, თუ რა სიმძლავრითა და ინტენსივობით “ენარცხება” მზის სხივები დედამიწას, ადამიანებიც შესაბამის გავლენას გრძნობენ.
მაგნიტური ქარიშხლის დღეებში, როგორც წესი, ადამიანებს ხშირად თავის ტკივილი, წნევის ცვლილება, თავბრუდახვევა, სისუსტე აწუხებთ. განსაკუთრებული სიფრთხილე კი ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა უნდა გამოიჩინონ. მაგნიტურმა ქარიშხალმა შესაძლოა, ზოგიერთი სიმპტომი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან ნევროლოგიური პრობლემები გააუარესოს.
მაგნიტური ქარიშხალი ადამიანის ემოციურ მდგომარეობაზეც ახდენს გავლენას. შესაძლოა, გუნება-განწყობილების მოულოდნელი დაქვეითება, კომუნიკაციის გართულება, უკონტროლო ბრაზი და იმპულსური გადაწყვეტილებების მიღების სურვილი იგრძნოთ. გარდა ამისა, შესაძლოა, უჩვეულოდ აჟიტირებული იყოთ, გრძნობდნეთ მომატებულ შფოთვას, გიჭირდეთ კონცენტრირება და დამშვიდებას ვერ ახერხებდეთ.
თუ გსურთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემები თავიდან აირიდოთ, აღნიშნული დღეებისათვის, სპეციალისტების შემდეგი რეკომენდაციები გაითვალისწინეთ:
დალიეთ მეტი სითხე;თავი შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისაგან;შეზღუდეთ მარილის მიღება;უფრო ხშირად გადით სუფთა ჰაერზე;მოერიდეთ ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას;მიირთვით მეტი ბოსტნეული და ხილი.
"მეორადი პური რომ არსებობს და ესეც ძვირდება “ადუღებული” ეკონომიკის პირობებში იყიდებიან ადამიანები თუ არა, ეს ერთი საკითხია… ფაქტი კი ისაა, რომ ამ საზარელ გარემოში ყველა ერთად ვცხოვრობთ. ადამიანები უკ...
სოცმედია • 1702239900
"თუ ორბანს ევროკავშირის გაფართოების პროცესის დაბლოკვა გაუვიდა, გამოდის პუტინის ვასალ რეჟიმსაც მოსწმინდა პირი საქართველოში და თან ევროკავშირის გაფართოების პროცესის შეფერხებაც გამოუვიდა პუტინის გასახარა...
სოცმედია • 1702239300
კახეთის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი ამბის დეტალები - რომ არა სკოლა, 14 წლის გოგონას შემზარავი ისტორია, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა. სასწავლო დაწესებულების დირექტორი "კურიერი P.S.-სს" უყვება,...
კრიმინალი • 1702239000
ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობა ავტომობილის დაჯახებით. თბილისი, ზღვის უბანი. დღის 4 საათი. 24 წლის გოგოსა და 28 წლის მამაკაცს შორის კონფლიქტი ავტომობილში იწყება. ყოფილი ქმარი ახალგაზრდა გოგოს შერიგებ...
კრიმინალი • 1702238700
„ქართული ოცნების“ ალტერნატივა არ არსებობს, აცხადებს ბლოგერი დომენიკ მანო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. "ხომ უნდა არსეპბდეს ვინმე, ვისი მოყვანაც ხელისუფლებაში ღირს? რა დეპოლარიზაცია, რის დეპოლა...
სოცმედია • 1702238460
"ორ რამეს დავუბრუნებდი თბილისს - კინოთეატრ "გაზაფხულს", რომელიც აღგავეს მიწიდან და კინოთეატრ "რუსთაველს", რომელსაც სამომავლოდ, ალბათ, სასტუმროდ ამზადებენ და ახლა, სამარცხვინოდ, დიდი ბოქლომი ადევს. თუ...
სოცმედია • 1702238100
ეს საინტერესოა • 1702236720
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1702152693
ვირის რძეზე მოთხოვნა იზრდება