22 სექტემბერს "თეთრი შოკოლადის დღე" აღინიშნება

თეთრი შოკოლადი

როდესაც შოკოლადს ვახსენებთ, წარმოვიდგენთ ყავისფერ გემრიელ ფილას, რომელიც დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას უყვარს, თუმცა, როგორც იცით, ასევე არსებობს თეთრი და ლალისფერი (ახალი სახეობა, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა) შოკოლადი, სწორედ თეთრი შოკოლადის საერთაშორისო დღე აღინიშნება მსოფლიოში 22 სექტემბერს.

ბევრმა არ იცის, რომ ნამდვილი თეთრი შოკოლადის შესაქმნელად მკაცრი წესების დაცვაა საჭირო. აშშ-სა და ევროკავშირში ამ ტკბილეულის რეალიზაციის მკაცრი რეგულაციები არსებობს. ის მზადდება მშრალი რძის, შაქრისა და კაკაოს ზეთისგან. მასში არ არის კაკაოს მყარი მყარი ნივთიერებები, რომელსაც შავი და რძიანი შოკოლადი შეიცავს. თეთრი შოკოლადი უნდა შეიცავდეს 3,5% კაკაოს ცხიმს, მშრალი რძის 14%-ს და კაკაოს ზეთის 20%-ს. აშშ-ში ასევე არსებობს დებულება, რომ შოკოლადი არ უნდა შეიცავდეს 55%-ზე მეტ სხვადასხვა სახის დამატკბილებლებს, მაგალითად შაქარს და სხვ. 

თეთრი შოკოლადის ისტორია

ზოგადად შოკოლადი ძალიან დიდი ხანია არსებობს. ამერიკის კონტინენტზე ჯერ კიდევ ჩენს წელთაღრიცხვამდე 1900 წელს მას როგორც სასმელს ისე იყენებდნენ. აცტეკების იმპერიაში ის ძალიან ფასეული იყო და ხშირად როგორც ფულის ერთეული და გადასახადის გადახდის საშუალება იყო. ევროპაში შოკოლადი შემოვიდა 1502 წელს "ახალ სამყაროში" კოლუმბის მეოთხე მოგზაურობის შემდეგ. 

სტანდარტული შოკოლადი მსოფლიოში 1930 წლამდე ერთპიროვნულად ბატონობდა. რა თქმა უნდა არსებობდა ჩვეულებრივი შოკოლადის მრავალი სახეობა, მაგრამ ის მაინც ერთი შემადგენლობის და ფერის იყო. და აი, გასული საუკუნის 30-იან წლებში Nestlé-მ გამოიგონა Milkybar - თეთრი შოკოლადი, რომელიც იყო კაკაოს მარცვლებისგან მყარი მუქი ნაწილების გამოცალკევების შედეგი. ცხიმებით მდიდარ კაკაოს ზეთს აღნიშნული ნაწილაკები აღარ ერეოდა და შოკოლადმაც თეთრი ფერი მიიღო. ძალიან მალე ეს ტკბილეული უაღრესად პოპულარული გახდა, მეტიც ის სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმისა და სასმელის დასამზადებლად იყენებენ. 

მიუხედავად ამისა, თეთრ შოკოლადს შოკოლადის სტატუსი მხოლოდ 2004 მიენიჭა - ათწლიანი განხილვის შემდეგ FDA-მ დააკმაყოფილა მწარმოებელთა პეტიცია და ის "შოკოლადთა ოჯახში" მიიღო.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სუსი
„2023 წელს, ხელისუფლების შესაცვლელად სამოქალაქო არეულობის მოწყობა იგეგმებოდა, მათ შორის, ქვეყნის გარედან“ - სუსის ანგარიში

 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში გარკვეული ჯგუფი, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ, ხელისუფლების შესაცვლელად დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთ...

პოლიტიკა 1713523372

კალაძე
„შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას“ - კახა კალაძე

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახ...

პოლიტიკა 1713523321

სალომე ზურაბიშვილი
"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის" - სალომე ზურაბიშვილი

"ამ კანონს დადებითად აფასებენ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლები - ძალიან ნათელია, რა არის ეს, საიდან მოდის", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Sky News-თან ინტერვიუში საუბრობს. შარ...

პოლიტიკა 1713523268

შეხვედრაა
მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის ახალგაზრდებთან შეხვედრას გააგრძელებს

 მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" (საყდრისის კომიტეტი) ხელმძღვანელმა ნინო ბურჭულაძემ დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბირო...

საზოგადოება 1713523219

ნაძალადევი სკვერი
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცე შეემატება

 ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელის“ მიმდებარედ არსებულ სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი...

საზოგადოება 1713523073

ზურაბიშვილი აქციის მონაწილე
"იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს" - სალომე ზურაბიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე გადაღებულ ერთ-ერთი ვიდეოს აზიარებს, სადაც ჩანს გოგონა, საქართველოს დროშით. პრეზიდენტი წერს: "მომავლის და საკუთა...

პოლიტიკა 1713522970