24 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

თუ ინიციატივა არ გამოიჩინეთ და საკუთარი პოზიციის განმტკიცების გზა ვერ იპოვეთ, რთული დღე გელით. მოსალოდნელია დაბრკოლებები, რაც, სავარაუდოდ, ახალი თანამდებობის მიღებას ან მიზნის მიღწევას უკავშირდება. საღამოს გამორიცხული არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, განმარტოვდეთ.

კურო

ეს დღე წარმატებას გპირდებათ - არავითარი დაბრკოლება არ გელით და ყველა პრობლემა გვერდს აგივლით. კურო ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ძალიან ეფექტურად წარმოაჩინონ თავიანთი ნიჭი და შესაძლებლობები. მოსალოდნელია ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახალმა რომანმა შეიძლება დიდი იმედგაცრუება და ნერვიულობა მოგიტანოთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის - ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და ყველაზე რთულ დაბრკოლებებსაც მარტივად გადალახავთ. დადებითი ტენდენციების მიუხედავად, მოსალოდნელია ფინანსური ზარალი. ძვირად ღირებული ნივთის შეძენამდე კარგად დაფიქრდით - ღირს თუ არა მასზე ამდენი ფულის დახარჯვა, თუ ცხოვრებას მის გარეშეც შეძლებთ. ტყუპ ქალებს ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორისთვის სასიამოვნო იქნება. ტყუპ მამაკაცებს ვარსკვლავები აფრთხილებენ, რომ ემოციები აკონტროლონ - რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ.

კირჩხიბი

წარმატებით სავსე დღეა - არავითარი პრობლემა, არანაირი დაბრკოლება. ნებისმიერ, თუნდაც ძალიან რთულ ამოცანას ადვილად შეასრულებთ. სიყვარულში თავს ყველაზე უფრო ბედნიერად გრძნობთ. ამ ხელსაყრელი დღის არც ერთი წუთი უქმად არ უნდა დაკარგოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რაც შეიძლება სრულყოფილად გამოავლინოთ.

ლომი

ეს დღე შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. სავარაუდოდ, პროფესიული საქმიანობის სფეროში იმაზე უფრო მოკრძალებულ პოზიციაზე იმყოფებით, ვიდრე იმსახურებთ. მოსალოდნელია დაბრკოლება, რომელიც კარიერულ წინსვლას ან თქვენი რომელიღაც გეგმის შესრულებას უკავშირდება.

ქალწული

მშვიდი და ჰარმონიული დღეა. შეგიძლიათ ნებისმიერ საქმეს თამამად შეეჭიდოთ, რადგან ყველა მიმართულებით წარმატება გელით. ვარსკვლავები თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას დააფასებენ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, რომ ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობას გადახედოთ.

სასწორი

ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ. ხელსაყრელი დღეა მსხვილი შესყიდვებისთვის, გართობისა და სექსუალური ენერგიის კონცენტრაციისთვის. ახალი გატაცება ხანმოკლე იქნება და ბევრ უსიამოვნებას მოგიტანთ.

მორიელი

ეს დღე ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშია. ფრთხილად და ყურადღებით იყავით. გირჩევთ დღის მეორე ნახევარში ყველა შეხვედრა და ვიზიტი გააუქმოთ, სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. დიდია წინასწარმეტყველური სიზმრების ალბათობა.

მშვილდოსანი

პროფესიული საქმიანობისთვის, კარიერისა და პირადი ცხოვრების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. მშვილდოსან ქალებს მსუბუქი ფლირტი ელით, რაც ორივე პარტნიორს სიამოვნებას მიანიჭებს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენთვის დამახასიათებელმა იდეალიზმმა შეიძლება თაყვანისმცემლის ობიექტურად შეფასებაში ხელი შეგიშალოთ. რაც შეეხება მამაკაცებს, გახსოვდეთ, რომ პარტნიორის კრიტიკა კარგია გონივრულ ფარგლებში - ზედმეტი არ მოგივიდეთ. სიზმარში ქარიშხალი უსიამოვნო სიახლეებს ან ძლიერ მტერთან შეხვედრას ნიშნავს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კოსმოსური ენერგიის ათვისებასთან, სიყვარულთან და პატიებასთან ასოცირდება. თხის რქების უმეტესობა მყარი ფსიქიკით, ტრადიციების დაცვითა და საყოველთაოდ დადგენილი წესების პატივისცემით გამოირჩევიან. ხელსაყრელი დღეა ქორწინებისთვის, ბავშვის ჩასახვისთვის და ჰარმონიული ოჯახური ურთიერთობებისთვის.

მერწყული

შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობისთვის ხელსაყრელი დღეა. დაწყებულ საქმეს ყოველგვარი გართულებების გარეშე დაასრულებთ. გირჩევთ, ცოტა ხნით დაივიწყოთ ყველანაირი კამათი და გაუგებრობა და ახლობელ ადამიანებს სასიამოვნო საღამო აჩუქოთ. კარგი იქნება, თუ პატარა ოჯახურ წვეულებას მოაწყობთ და ახლობელ ადამიანებს დაპატიჟებთ.

თევზი

წინააღმდეგობრივი დღეა. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ახალი საქმიანი კონტრაქტების დადებისა და მოლაპარაკებებისათვის. ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებთ, რომ ვისაც გინდათ და რაშიც გსურთ, დაარწმუნებთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარში იმედგაცრუება გელით, რაც ძნელი ასატანი იქნება. თავდაჯერებას თანდათან დაკარგავთ და საკუთარი უსარგებლობის გრძნობა დაგეუფლებათ, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ახლა ყველაზე მეტად განმარტოება და დასვენება გჭირდებათ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პოლიტიკა
"ხალხის ღალატი" და "ევროპული მომავლისთვის ძირის გამოთხრა" - ლატვიის პარლამენტის წევრი რუსულ კანონზე

ლატვიის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რიჰარდს კოლსი "ოცნების" მიერ რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში მოწინააღმდეგეთათვის "ლაგამის ამოდებად...

პოლიტიკა 1713506162

მახალდიანის დედა
„უკვე 4 წელი გავიდა იმ ავბედითი დღიდან, როცა მოგისწრაფეს სიცოცხლე, ჩემო ერთადერთო დე“ – თიკა მახალდიანი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მომღერალი თიკა მახალდიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ მისი დედის გარდაცვალებიდან 4 წელი გავიდა. თიკა მახალდიანს სჯერა, რომ „მოვა დრო და ყველა პასუხს აგებს თავის დანაშაულზე...

სოცმედია 1713504727

ჭოლა
ვიდეო - „არა რუსულ კანონს“ - ჭოლა პრემიერის შემდეგ

"არა რუსულ კანონს!" - მსახიობები და ცნობილი რეჟისორები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლას არ წყვეტენ.   პრემიერის შემდეგ რეჟისორმა ლევან (ჭოლა) წულაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს სოლიდარობა გამოუც...

საზოგადოება 1713504553

ლომჯარია აქციიდან
,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში პარლამენტთან, აქციაზე გადაღებულ კადრს გვიზიარებს. ,,Gen-z ვერ გაარუსებთ! წინააღმდეგობა გაგრძელდება მიზნის მიღწევამდე!”, -წერს ნინო ლომჯარია. შეგა...

სოცმედია 1713498911

რასა იუკნევიჩიენე
დებიძინიზაციის გარეშე, ევროკავშირის ნაწილი ვერ იქნებით – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე “მთავარ არხთან” რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას, ამბობს თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს გადამწყვეტი...

პოლიტიკა 1713496347

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი
“ირონიულია, რომ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სამართლის იურისტია” – კელი დეგნანის უმწვავესი გზავნილები

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანის განცხადებას, რომელიც მან ბოლონიაში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში გააკეთა, ჟურნალისტი დემნა დევდარიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს: კელ...

პოლიტიკა 1713496163