24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

ახლა თქვენთვის პირველ ადგილზე ოჯახი უნდა იყოს და მერე სხვა დანარჩენი. თუ რჩევას გაითვალისწინებთ და საყვარელი ადამიანების ცხოვრებით დაინტერსდებით, ნახავთ, რომ მათგან გაცილებით მეტ სითბოს და სიყვარულს მიიღებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ვიტამინების დეფიციტი. ახალი სასიყვარულო თავგადასავალი თქვენს ცხოვრებას გაახალისებს.

კურო

ნუ ელით, რომ თქვენს ცხოვრებას სხვები შეცვლიან და თქვენს გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ. დროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. თავადაც ვერ ხვდებით რამდენის გაკეთება შეგიძლიათ. მთავარია საკუთარი თავის რწმენა და მონდომება. შესაძლოა, ოჯახის წევრს ან მეგობარს პირადი პრობლემის მოსაგვარებლად თქვენი დახმარება დასჭირდეს და იმედი არ გაუცრუოთ.

ტყუპები

თქვენ გარშემო შექმნილი ქაოსი და აურზაური მუშაობაში ხელს გიშლით. დაწყებული საქმეების დასრულებისთვის დრო გჭირდებათ. თქვენი ძალისხმევით ოჯახში არსებული დაძაბულობა დასრულდება. გაღიზიანებამ, რომელსაც ახლა გრძნობთ, ჩვეულ საქმიანობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.

კირჩხიბი

თუ შესაძლებელია, ეცადეთ სახლის გარეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. წყალთან სიახლოვე ენერგიით აგავსებთ. მოემზადეთ ცვლილებებისა და სიახლეებისთვის. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მომსახურე პერსონალის უხეშობას, ხვალ ეს ამბავი აღარ გემახსოვრებათ. ფინანსურად სტაბილური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, დროა ახალი შემოსავლის ძიება დაიწყოთ.

ლომი

ამბობენ, რომ ასაკის მატებასთან ერთად ნამდვილი მეგობრების პოვნა რთულდება, თუმცა ლომები შეძლებენ დაამტკიცონ, რომ მეგობრობას საზღვრები არ აქვს. გირჩევთ, სახლში არ ჩაიკეტოთ და ხმაურიან წვეულებაზე მიწვევა მიიღოთ. სწორედ აქ გაიცნობთ ადამიანს, ვისთანაც განსაკუთრებულ სულიერ კავშირს იგრძნობთ და ეს ურთიერთობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება.

ქალწული

ჯიუტად არ გსურთ წარსულის გამოცდილების გათვალისწინება და ძველ შეცდომებს იმეორებთ, რის გამოც მოგვიანებით იტანჯებით. ვარსკვლავები თქვენგან მეტ სერიოზულობას და გონიერებას ელიან. საღამოს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

სასწორი

სასწორებო, საკუთარ თავს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა არ უნდა აიძულოთ, რომლებიც არ მოგწონთ. მოერიდეთ მათ, ვინც მუდმივად უკმაყოფილოა თავისი ცხოვრებით და ვისგანაც მადლიერების სიტყვები არასოდეს გესმით. ურთიერთობისთვის შეარჩიეთ ადამიანები, რომელთა გვერდით ყოფნა ნამდვილად გსიამოვნებთ.

მორიელი

ვარსკვლავების მხარდაჭერა საშუალებას მოგცემთ, დაწყებული საქმეები დროულად და წარმატებით დაასრულოთ. ხელსაყრელი დღეა ექსპერიმენტებისთვის. ეცადეთ, პირად ცხოვრებასა და მუშაობას შორის მკვეთრი ზღვარი გაავლოთ და გაუთვალისწინებელი ხარჯები შეამციროთ, რათა ფინანსურ კრიზისში არ აღმოჩნდეთ.

მშვილდოსანი

მუდმივად დაღლილობის შეგრძნება შეიძლება ავადმყოფობის დაწყებაზე მიანიშნებდეს. თუ ასეთი მდგომარეობა რამდენიმე დღე გაგრძელდა, ექიმთან ვიზიტზე უნდა ჩაეწეროთ. იმუნიტეტის ასამაღლებლად სასურველია თქვენთვის შესაფერისი მცენარეული ჩაი შეარჩიოთ.

თხის რქა

ყურადღება მიაქციეთ გვერდით მყოფ ადამიანებს - შესაძლოა, მათგან ერთ-ერთის პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან ერთად უცნობ ადგილებში სეირნობისგან. ამ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ - შეატყობინონ ახლობლებს ვისთან ერთად და სად მიდიხართ, ან უმჯობესია, საერთოდ სახლში დარჩეთ.

მერწყული

ბრაზი, რომელსაც ახლა გრძნობთ, წინსვლაში ხელს გიშლით. დროა, წარსულს, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე დამანგრეველ გავლენას ახდენს, დაემშვიდობოთ და მომავალზე იფიქროთ. ამით თქვენი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. ნუ დანებდებით, თუ რაღაც პირველივე ცდაზე არ გამოდის. ვარსკვლავები გირჩევენ ძვირფასი დრო უსარგებლო საუბრებზე არ დაკარგოთ.

თევზები

გირჩევთ, გარშემო ყურადღებით მიმოიხედოთ. სავარაუდოდ, თქვენ გვერდით ცუდი განზრახვის მქონე ადამიანი გამოჩნდა. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვათ და სწორად იკვებოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კალაძეეეეეეეეეეეე
„დიფ სთეითი“ არის უსამართლობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მტერია“ კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაცია კი არ ებრძვის, არამედ ქართულ სახელმწიფოს ებრძვის „დიფ სთეითი“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა.   კახა კალაძის თქმით, „დიფ სთეითი“...

პოლიტიკა 1743069761

კახა კალაძე
„ჩვენ არავის პირად ცხოვრებაში არ ვერევით, მაგრამ პროპაგანდა კატეგორიულად მიუღებელია“ - კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არ ერევა, მათი უფლებები კონსტიტუციით დაცულია, თუმცა, ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია.   ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭ...

პოლიტიკა 1743069676

ლოლა ტუმასიანი
აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი გარდაიცვალა

 გარდაიცვალა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელი, ჟურნალისტი ლოლა ტუმასიანი. აჭარის ტელევიზიის ცნობით, ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა.

საზოგადოება 1743069150

კახა კალაძე
„არ მიკვირს, რომ ადამიანებს ინდივიდუალურ დონეზეც უხდიდნენ ხელფასებს - შეიძლება ეს დღესაც გრძელდება“ - კახა კალაძე არასამთავრობო ორგანიზაციებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა თუ საქველმოქმედო ფონდის მხრიდან ქვეყანაში რევოლუციური სცენარები და აგენტურული ქსელის შექმნა ფინანსდებოდა.   ამის შესახებ მან...

პოლიტიკა 1743068614

ნანუკა ჟორჟოლიანი
"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი ფონდზე

"ყადაღის მოხსნაზე უარი მივიღეთ," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი წერს. შეგახსენებთ, ოლიგარქის პროკურატურამ ვატო შაქარიშვილის ორგანიზაციის განცხადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფ...

პოლიტიკა 1743068197

მირცხულავა
„პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი, ეს სახელმწიფოს სიძულვილის გამოა“ - გოჩა მირცხულავა წულუკიანის ე.წ. კომისიაზე

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა: საქართველოს ღალატის ქრონიკაზე უფრო დიდი საშინელება რა უნდა ნახოთ?ვერ ნახავთ ვერაფერს!პერსონებზე გაბოროტებისა და ვერ ატანის გამო არ ხდება ეს ყველაფერი - ეს სახელმწიფოს სიძუ...

სოცმედია 1743066733