ეს საინტერესოა • 1695497580
ვერძი
გირჩევთ ამ დღეს სერიოზული და მნიშვნელოვანი საქმე არ დაგეგმოთ, რადგან ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. მეგობრებთან შეხვედრების დროს ეცადეთ, ისეთი თემების განხილვას მოერიდოთ, რომლებიც შეიძლება ვინმესთვის უსიამოვნო იყოს. ფულთან სიფრთხილე გამოიჩინეთ და თუ აუცილებელი არ არის, შესყიდვებს უნდა მოერიდოთ. დღის მეორე ნახევარში ურთიერთობებში თავს განსაკურებით დაუცველად გრძნობთ და ნებისმიერ შენიშვნაზე მტკივნეულად რეაგირებთ.
კურო
ეს დღე გეგმების განხორციელებისთვის არახელსაყრელია - წინ მეტისმეტად ბევრი დაბრკოლება გელით. სამაგიეროდ, შესაძლებლობა გაქვთ, ახალი ცოდნა და უნარები შეიძინოთ, რომლებიც მალე გამოგადგებათ. ძველ ნაცნობებთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სიურპრიზები და აქედან ყველა სასიამოვნო არაა. ნუ დანებდებით, თუ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გსურთ - ადრე თუ გვიან, თქვენი მონდომება შედეგს მოიტანს.
ტყუპები
ადამიანებს მოსწონხართ, ამიტომ ისინი ყოველთვის და ყველგან თქვენს დასახმარებლად მოდიან და ცდილობენ, პრობლემებისა და საზრუნავისგან გიხსნან. ეცადეთ, ეს მადლიერებით მიიღოთ და ახალ, ყველაზე ერთგულ მეგობრებს შეიძენთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ბევრ ტყუპს, კომერციული საქმიანობისგან შორს მყოფსაც კი, ამ დღეს ბიზნესალღო განსაკუთრებით გამახვილებული აქვს. ეცადეთ, ეს შესაძლებლობა სწორად გამოიყენოთ.
კირჩხიბი
ძველი პრობლემები თავს შეგახსენებთ, მაგრამ სანერვიულო არაფერია - ყველაფერს გაუმკლავდებით. ძველი მეგობრები და სანდო მოკავშირეები ყველა მიმართულებით გეხმარებიან, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები თავად უნდა გადაწყვიტოთ. მშვენიერი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად. თქვენ შეძლებთ, იპოვოთ გამოსავალი, რომელიც არა მხოლოდ თქვენ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც მოეწონებათ.
ლომი
სირთულეების მიუხედავად, მიზნისკენ მიმავალ გზას იპოვით. მეგობრებთან ურთიერთობა შთაგონებით და დადებით ემოციებით აგავსებთ. ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ ურთიერთობა დაამყაროთ ადამიანთან, რომელსაც ვერასოდეს უგებდით. მშვენიერი დღეა ნათესავებთან სტუმრობისთვის. ლომი მშობლები იამაყებენ შვილების წარმატებებით.
ქალწული
თუ ყურადღებას მნიშვნელოვან საკითხებზე და მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილებთ, ბევრის გაკეთებას შეძლებთ. მზად ხართ, ითანამშრომლოთ ადამიანებთან, რომლებიც ყველა დავალებას ისეთივე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, როგორც თქვენ. გირჩევთ, კოლეგები და საქმიანი პარტნიორები სტუმრად მიიწვიოთ - არაფორმალურ გარემოში ურთიერთობას ერთად მუშაობას გაგიადვილებთ.
სასწორი
ყველაფერი, რაც ამ დღეს ხდება, საკმაოდ დამღლელია, მაგრამ ეს გამოცდილება მომავლის შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. დღეს სარისკო მოქმედებებს უნდა მოერიდოთ - რაც უფრო ფრთხილად იქნებით, მით უფრო ნაკლები იქნება უხერხული სიტუაციები და სულელური პრობლემები. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი შესყიდვებისგან.
მორიელი
ამ დღეს შეიძლება ახალი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მალე გამოგადგებათ. ნუ დაკარგავთ დროს ისეთ ადამიანებთან საუბარში, ვისი შეხედულებებიც თქვენი შეხედულებებისგან რადიკალურად განსხვავდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ - დარწმუნდით, რომ თქვენი გარიგებები იურიდიულად გამართულია, რადგან შეიძლება, თაღლითობის მსხვერპლი გახდეთ. რამდენიმე დღე დიდი შესყიდვებისგან თავი უნდა შეიკავოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე არა მხოლოდ დადებით ემოციებს, არამედ მნიშვნელოვან გამარჯვებებსაც გპირდებათ. ამ ნიშნის ზოგი წარმომადგენელი მოულოდნელ, მაგრამ ძალიან საინტერესო შეთავაზებას მიიღებს. საშუალება გექნებათ, გაერთოთ და საინტერესო ადამიანებს შეხვდეთ. ახალი ნაცნობობა საქმიანი თვალსაზრისით ძალიან სასარგებლო იქნება.
თხის რქა
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ, ან დრო სასიამოვნო ადამიანებთან გაატაროთ, თუმცა არც უსიამოვნო დავალება უნდა დაივიწყოთ, რომელიც სწრაფად მოქმედებას მოითხოვს. მასთან გამკლავება ყველაზე ადვილი შუადღის შემდეგ იქნება.
მერწყული
მნიშვნელოვანი საკითხებისა და საქმეების დასრულებისთვის ხელსაყრელი დღეა. საქმიანი მივლინება კარგ გარიგებებს და წარმატებულ შესყიდვებს მოგიტანთ. ეცადეთ, პრიორიტეტები სწორად განსაზღვროთ და ყურადღება იმაზე გაამახვილოთ, რაც ნამდვილად ყურადღებას საჭიროებს. დღის ბოლოს განტვირთვისა და გართობის შესაძლებლობა გაჩნდება. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა ძალიან გაგახარებთ.
თევზები
ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისთვის, ვიდრე კონკრეტული ქმედებებისთვის. ამასთან, მეგობრები და ნათესავები მზად არიან, საქმის დროულად დასრულებაში დაგეხმარონ. ეცადეთ, რომ გარშემო მყოფებთანაც და საკუთარ თავთანაც გულახდილი იყოთ – მაშინ ყველა პრობლემა სწრაფად მოგვარდება
ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე ძალადობასა და მეგობარ კაცთან ტოქსიკურ ურთიერთობებზე ჯერ კიდევ აპრილში წერდა. როგორც ის ამბობდა, აღნიშნული მიზეზითა ქვეყანაც დატოვა, თუმცა აპირებდა დაბრუნებულიყო და...
საზოგადოება • 1726683820
ტრანსგენდერი ქალის, მოდელ კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, ტრანსგენდერ ქალს სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. დიდ დიღო...
კრიმინალი • 1726683597
"პირველების" წყაროს ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკლელობის საქმეზე პოლიცია 28 წლის ბექა ჯაიანს ეძბს. ჯაიანი "პირველების" წყაროს ინფორმაციით, "რატის ბარის" თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით, კ...
კრიმინალი • 1726682712
გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა. არსებული ინფორმაციითვე, მამაკაცი მიიმალა. მეზობლების ცნობით, მათ დაინახეს, როგორ გარბოდა ის კესარიას საცხოვრებელი სახლიდან. ცნობის...
კრიმინალი • 1726681059
ტრანსგენდერი ქალი, მოდელი და მსახიობი კესარია აბრამიძე მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, შემთხვევა დიდ დიღომში, კესარია აბრამი...
კრიმინალი • 1726680657
19 ოქტომბერს, 19:00 საათზე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონი“ პარლამენტთან აქციას გამართავს და ბიძინა ივანიშვილის მიერ, გორში გაკეთებულ განცხადებას გააპროტესტებს. “დაფიონი“ ყველას მოუწოდებს, გავიდნენ აქც...
პოლიტიკა • 1726670825
ეს საინტერესოა • 1723665143
15 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723232218
10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1723146000
9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი