27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

ამ დღის ზოგი სიახლე დადებით ემოციებს და კმაყოფილების გრძნობას მოგიტანთ. მზად იყავით ახლობელი ადამიანისგან ფსიქოლოგიური ზეწოლისთვის. არახელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, უმჯობესია, რომანტიკული პაემანი დაგეგმოთ. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო ნაცნობთან საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

კურო

ამ დღეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს, რომლებიც სავარაუდოდ, ფინანსურ სფეროს ან პარტნიორთან ურთიერთობას შეეხება. შეიძლება რაღაც საიდუმლო ინფორმაცია ან ჭორი გაიგოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. გაიღიმეთ მაშინაც კი, თუ საქმეები არც ისე კარგად მიდის. ასე მტრების მოტყუებას და მეგობრების დაიმედებას შეძლებთ.

ტყუპები

დროა, ძველი პროექტი ან იდეა განახორციელოთ, რომელიც სარგებელს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარ ინდივიდუალურობას კოლეგებთან, გუნდური მუშაობის დროსაც არ უღალატოთ. საყვარელი ადამიანი ან ერთგული მეგობარ ჩიხური ვითარებიდან გამოსავალს გაპოვნინებთ. რთული კვირის შემდეგ დასვენება დაიმსახურეთ და შეგიძლიათ, საკუთარ სიამოვნებაზეც იფიქროთ.

კირჩხიბი

გირჩევთ, პირად ცხოვრებაში გრძნობები ღიად გამოხატოთ და პარტნიორის აზრს ყურადღებით მოუსმინოთ. ეცადეთ, გულთან ახლოს არ მიიტანოთ პრობლემები, რომლებიც შეიძლება უცაბედად დაგატყდეთ. ყველაფერი გაივლის, თუმცა ამისათვის საკმაო ძალისხმევა დაგჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სხვადასხვა შეხედულების გამო, ახლობელ ადამიანთან იკამათოთ.

ლომი

მარტოხელა ლომებისთვის ხელსაყრელი დღეა, რომ კომფორტის ზონიდან გამოვიდეს და სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. ამისთვის, პირველ რიგში, სახლიდან უნდა გახვიდეთ. ნუ გააუფასურებთ იმას, რასაც ახლობელი ადამიანები თქვენთვის აკეთებენ. ეცადეთ მეტი მადლიერება გამოიჩინოთ.

ქალწული

ოჯახურ გარემოსა და ურთიერთობებში შეიძლება რაღაც შეიცვალოს. გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ მეტი ყურადღება და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. სამსახურში, უფროსთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. თუ თქვენს თვალში ზოგმა საგანმა ან ადამიანმა ფასი დაკარგა, სასურველია მათგან გათავისუფლდეთ.

სასწორი

ვარსკვლავები გპირდებიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომელიც მომავალზე გავლენას მოახდენს და თქვენს ცხოვრებას შეცვლის. თუ ახლობელი ადამიანი დახმარებას გთხოვთ, უარს ნუ ეტყვით, გამორიცხული არ არის, რომ მალე მისი დახმარება თავად დაგჭირდეთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობას და, საჭიროების შემთხვევაში, პრევენციულ მკურნალობას ნუ გადადებთ.

მორიელი

ამ დღეს მთელი ყურადღება ფინანსური საკითხების მოგვარებაზე გაქვთ გადატანილი. ფულთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეიძლება საყვარელ ადამიანს ეკამათოთ. შეიძლება საინტერესო შეთავაზება მიიღოთ, რომელიც დროულად უნდა განიხილოთ და თუ საჭიროა, რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მთელი ოჯახის ყურადღება თქვენკენაა მიმართული. ახლობელი ადამიანებისგან ვალდებულებების შესრულებას მოითხოვთ და იღებთ კიდეც. ხანდაზმულ ნათესავებთან საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ნუ უარყოფთ ძველი ნაცნობების რჩევებსა თუ მოსაზრებებს - ისინი პრობლემებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.

თხის რქა

დროა, მავნე ჩვევებზე და უსარგებლო საკვებზე უარი თქვათ. უმჯობესია ახალი საქმეების დაწყებას მოერიდოთ და ეს დღე მშვიდად გაატაროთ - ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ. ურთიერთობებში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით - უცნობ ადამიანებთან.

მერწყული

კარგი დღეა მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ურთიერთობისა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. მოერიდეთ ძვირად ღირებულ შესყიდვებს და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. მოლაპარაკებები და ხელშეკრულებების გაფორმება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება. გახსოვდეთ, რომ დასკვნის გამოტანამდე ფაქტები უნდა გადაამოწმოთ.

თევზები

ამ დღეს შრომის ნაყოფიერების მხრივ განსაკუთრებულ შედეგებს არ უნდა ელოდოთ. სასარგებლო კავშირების დამყარებას და საკუთარ სიმართლეში თანამოსაუბრეების დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ყველაფერი მცირე დეტალებამდე უნდა გაიაზროთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ცესკო - შეხვედრა
ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლებთან 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი განიხილეს

2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებსა და აღნიშნულ არჩევნებში სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლზე ისაუბრეს დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ შეხვედრაზე. ცესკოს ხელმძღვანელი პი...

საზოგადოება 1718190674

ამინდი
„ტემპერატურა +33, +35 გრადუსამდე მოიმატებს” - მეტეოროლოგი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლესი დღეების პროგნოზზე წერს: „მომდევნო 4 დღე ხასიათდება ძლიერი მეტეოროლოგიური დიქოტომიით ჩვენს ქვეყანაში. თუ, ერთის მხრივ, ჩვენ ვიპოვით გამოხატული არასტაბილურობის კონტექ...

საზოგადოება 1718170760

პაპუაშვილი შალვა
„უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია“ - შალვა პაპუაშვილი

უამრავ ქართულ, ჭეშმარიტად მამულიშვილურ საქმეთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებათა ნუსხაშია, იოანე ზოსიმეს ხელნაწერის სამშობლოში გადმობრძანება ერთ-ერთი მართლაც ფასდაუდებელი აქტია, უძვირფ...

პოლიტიკა 1718170690

წილოსანი.jpg
„ნინო ფიქრობს, რომ იოანე ზოსიმე დაიბადა მე-5 საუკუნეში და მთელი ორი საუკუნე ქმნიდა ამ ხელნაწერს…“

ფილოლოგი, ,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სოციალურ ქსელში ნინო წილოსანის პოსტს აზიარებს და წერს: ,,ზუსტად ვიცი, რომ 990-ში გარდაიცვალა ჩემი იოანე ზოსიმე… ❤️ნინო ფიქრობს, რომ დაი...

სოცმედია 1718169654

ნიდერლანდები უკრაინა
ნიდერლანდები უკრაინისთვის 60 მილიონი ევროს ღირებულების დრონებს შეიძენს

ნიდერლანდები "უკრაინის შეტევითი დრონების პოტენციალის გასავითარებლად", 60 მილიონ ევროს გამოყოფს. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი ადასტურებს. ცნობილია, რომ ნიდერლანდე...

რუსეთ-უკრაინის ომი 1718169505

მაია ორჯონიკიძე.PNG
„მარტო მე მეჩვენება, რომ იოანე ზოსიმეს წიგნი კრისტის აუქციონზე საეჭვოდ “დროულად” გამოჩნდა“ - მაია ორჯონიკიძე

მაია ორჯონიკიძე სოცქსელში წერს: მარტო მე მეჩვენება რომ იოანე ზოსიმეს წიგნი კრისტის აუქციონზე საეჭვოდ “დროულად”გამოჩნდა? “ტრიუკების” სერიალის მერამდენე სეზონია? ვითომ პარანოია მჭირს?

სოცმედია 1718168038