27 ნოემბერს ტყუპების ნიშანში სავსე მთვარეა - რას გვირჩევენ ასტროლოგები

ღამე

27 ნოემბერს სავსე მთვარე გველის. თუმცა, როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს თარიღი კიდევ უფრო საყურადღებო შემდეგი ფაქტორის გამოა: სავსე მთვარე ტყუპების ნიშანში იქნება, მზე კი მშვილდოსანში - ამ პოზიციას წინააღმდეგობრივი ასტროლოგიური მნიშვნელობა აქვს და შეუძლია, ბევრი ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. აღნიშნული მოვლენა წარსულთან კიდევ ერთხელ შეგახვედრებთ და გაიძულებთ, არსებულ ურთიერთობებს გადახედოთ, დაშვებული შეცდომებისაგან გამოცდილება მიიღოთ და ცვლილებებისათვის მოემზადოთ.

სავსე მთვარე ტყუპების ნიშანში - ეს ის დროა, როდესაც შეგვიძლია, ჩვენი ენერგია კომუნიკაციისთვის, სწავლისა და მოგზაურობისათვის გამოვიყენოთ. ამ პერიოდში, როგორც წესი, დეტალებზე უფრო კონცენტრირებულები და ყურადღებიანები ვართ, რაც ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში გვეხმარება. მთვარის ეს პოზიცია სწავლისა და დამახსოვრების უნარზე დადებითად მოქმედებს. ეს საუკეთესო დროა, როცა შეგვიძლია, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ბოლომდე გამოიყენოთ.

სავსემთვარეობის დროს ადამიანები უფრო ენერგიულები და აქტიურები ხდებიან. თუმცა, ზოგჯერ შესაძლოა, იმპულსური გადაწყვეტილებებიც მიიღოთ და მომდევნო დღეებში შედეგით უკმაყოფილო დარჩეთ. ტყუპების ნიშანში სავსე მთვარე უამრავ ქაოსურ ფიქრსა და ემოციას მოგიტანთ. ამიტომაც, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ყურადღებით იყოთ. უმჯობესია, დრო მშვიდ გარემოში გაატაროთ, რომ სტრესული სიტუაციები თავიდან აირიდოთ. 

გარდა ამისა, მთვარე და პლანეტა მარსი ერთმანეთს უპირისპირდებიან, რაც მზის გავლენით ძლიერდება. ასტროლოგების თქმით, ცხოვრებაში ეს ასპექტი შესაძლოა, სხვადასხვა მოულოდნელი კრიზისითა და დაპირისპირებით გამოვლინდეს. ეს ეხება როგორც პირად, ასევე სამსახურეობრივ ურთიერთობებსა და ჯანმრთელობას. ამიტომაც, 27 ნოემბრისთვის ყურადღებით იყავით.

ჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა მომდევნო დღეებისთვის გადადოთ. გაზრდილი ემოციურობისა და მომატებული შფოთვის გამო, შესაძლოა, სწორი არჩევანის გაკეთება გაგიძნელდეთ.

სავსე მთვარე ტყუპების ნიშანში თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ნიჭი და უნარები სრულად გამოავლინოს - ამიტომაც, ახლა შესანიშნავი შანსი გეძლევათ, რომ დაწინაურდეთ სამსახურში, გაარკვიოთ ურთიერთობები, გამოუტყდეთ გრძნობებში საყვარელ ადამიანებს, დაიწყოთ იმის გაკეთება, რაც სულ გინდოდათ, მაგრამ მოტივაცია და ენერგია არ გყოფნიდათ.

ტყუპებში სავსე მთვარე კარიერული და პროფესიული თვალსაზრისით, წარმატებასა და აღიარებას გპირდებათ. ახლა თქვენი მონდომება დაფასდება და საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენას შეძლებთ.

beaumonde.ge

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორგი
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია. გადაცემა, რომელიც მაყუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557860

ტორპედო
თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557800

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 5 მარტს

4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8863 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 5 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლე...

საზოგადოება 1709554500

ფული
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუ...

კრიმინალი 1709550645

Tsu
7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში "ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება

7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული  ანსამბლი „ქართული ხმები" წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას - „წუთისოფელი".  კ...

საზოგადოება 1709549225