28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722109380
ვერძი
სიტუაციამ შეიძლება საკუთარი ინტერესების დაცვა გაიძულოთ და ამ ამოცანას საკმაოდ კარგად გაუმკლავდებით. ამ დღეს გარშემომყოფები თქვენს არგუმენტებს ჩვეულებრივზე მეტი ყურადღებით მოუსმენენ. ვარსკვლავები გირჩევენ, ამ შესაძლებლობით ისარგებლოთ, რათა სადავო საკითხები თქვენ სასარგებლოდ გადაჭრათ და მოლაპარაკების წარმატებით დაასრულოთ.
კურო
ამ დღეს სიზმრებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ - ისინი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს. აქ საქმე იმდენად მისტიკაშია არაა, რამდენადაც ჩვენს ქვეცნობიერში, რომლის ხმა ყველაზე კარგად სიზმარში გვესმის. ამ დღეს თქვენი ინტუიცია მაქსიმალურად გამახვილებულია. ყურადღება მიაქციეთ წინათგრძნობასაც, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ.
ტყუპები
შესაძლოა, ისეთ ფენომენს შეეჯახოთ, როგორიც დეჟავიუა და განცდა გაგიჩნდეთ, რომ ესა თუ ის მოვლენა ადრეც მოხდა, ესა თუ ის ადამიანი თუ სიტუაცია უკვე ნახეთ... საქმე ის არის, რომ ამ დღეს ჰოროსკოპი ძლიერი ინტუიციით და მოვლენის დანახვის უნარით დაგაჯილდოებთ. ამის წყალობით შეძლებთ, მოვლენების განვითარების სცენარი ამოიცნოთ და მომხდარიდან სწორი დასკვნები გამოიტანოთ.
კირჩხიბი
ეს დღე მიღწეული შედეგის შენარჩუნების და წინსვლის საშუალებას მოგცემთ. ვარსკვლავები ბიზნესიდან დაწყებული, სიყვარულით დამთავრებული, ყველა სფეროში ხელსაყრელ პირობებს გპირდებიან. ამ დღეს თქვენი დევიზი უნდა გახდეს - "იღბალი მისია, ვინც იმსახურებს". გირჩევთ, მაცდურ პერსპექტივაზე უარი არ თქვათ.
ლომი
დღეს თქვენი კომუნიკაციის უნარი საშუალებას მოგცემთ, პრობლემები ადვილად მოაგვაროთ, ოპონენტები საკუთარ სიმართლეში დაარწმუნოთ და ახალი ნაცნობები გაიჩინოთ. როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი ურთიერთობები ჩვეულებრივზე იოლად გამოგივათ. თუ კარიერულ წინსვლაზე ოცნებობთ, შეიძლება გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ, ხოლო თუ მარტოხელა ხართ, შეიძლება ცხოვრების მეგზური გაიცნოთ.
ქალწული
მიზნის მისაღწევად არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ, თუმცა არ ინერვიულოთ - ენერგიით სავსე ხართ და ყველაზე რთულ ამოცანასაც კი ადვილად გაუმკლავდებით. ჩათვალეთ, ბედი გამოცდას გიწყობთ, რათა საკუთარი პოტენციალი უკეთ გააცნობიეროთ და კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწიოთ.
სასწორი
ამ დღეს ენერგიულობით ვერ დაიტრაბახებთ, არადა მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდება, რაც თქვენგან სწრაფ რეაქციას მოითხოვს. ასეა თუ ისე, ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, ყოველდღიურ აურზაურს თავი დააღწიოთ. თუ სურვილი გაქვთ, ამის გაკეთებას აუცილებლად შეძლებთ. ეცადეთ ცვლილებებისკენ პირველი ნაბიჯი გადადგათ და არ ინანებთ - სიტუაცია შეცდომების დაშვების უფლებას არ მოგცემთ.
მშვილდოსანი
ის, რაც ამ დღეს არ უნდა გააკეთოთ, საღამოს სახლში მარტო ჯდომაა. ეცადეთ იპოვოთ ადგილი, სადაც გართობას და დასვენებას შეძლებთ. ხალხმრავალ ადგილზე, ყურადღების ცენტრში თავს ისე იგრძნობთ, როგორც თევზი წყალში. გამორჩეული პიროვნული თვისებების წყალობით, ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავთ და ეცადეთ ამით ისარგებლოთ.
თხის რქა
ამ დღეს თავად გამოცდით, რომ თანამშრომლობა, თანადგომა და პარტნიორობა ცარიელი სიტყვები არ არის. შესაძლოა, ვითარება ისე განვითარდეს, რომ ვიღაცის დახმარება დაგჭირდეთ ან ვიღაცას თავად დაეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხვალ ცხოვრება გაიძულებთ იმაზე დაფიქრდეთ, თუ როგორი ხალხია თქვენ გარშემო ან ვის შეიძლება ენდოთ და ვის არა.
მერწყული
დაბნეულობის გამო შეიძლება შემთხვევით, ვიღაცის მოთმინების საზღვრები დაარღვიოთ. შემოქმედებით საქმიანობაში მშვენიერ შედეგებს აღწევთ, მაგრამ საქმეებში, რომლებიც სიზუსტეს მოითხოვენ, წარმატების შანსი ნულია. მოერიდეთ ნებისმიერ კამათს და ურთიერთობის გარკვევას - ეცადეთ ამ დღეს მშვიდად და განმარტოებით იმუშაოთ.
თევზები
გირჩევთ, ყურადღება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე გაამახვილოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ თქვენი საფულის მდგომარეობა შეიძლება მოულოდნელად გაუმჯობესდეს ან გაუარესდეს კიდეც. ნებისმიერ შემთხვევაში, ფინანსური ზარალის ასაცილებლად, ეცადეთ, საეჭვო ფინანსურ გარიგებებს მოერიდოთ.
„ოცნების“ პროპაგანდისტი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ეკატერინა ხვედელიძემ მას კალამი აჩუქა
საზოგადოება • 1771317613
თბილისში, ანჯაფარიძს ქუჩაძე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა მკვლელობაში ბრალდებულებისა და დამკვეთების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. პროკურატურის ბრიფინგის შემდეგ, პირველი კომენტარი იზა ომაძემ "პირველებთან"...
საზოგადოება • 1771315236
ხატია დეკანოიძე: პროკურატურა რასაც ამბობს კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ნიშნავს, რომ მკვლელობიდან რამდენიმე საათში ყველაფერი იცოდნენ. უბრალოდ, სახელმწიფოს თანამდებობის პირები მფარველობდნენ მკვლელებს...
სოცმედია • 1771314890
ივანიშვილის პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ რუსთავი 2-ის ეთერში დებატებისას, უპასუხა კითხვას თუ როგორ დარდობს შვედეთში ცხოვრების დონეზე, მაშინ როცა საქართველოს უამრავი პრობლემა აქვ...
პოლიტიკა • 1771314236
მადლობა ღმერთს და თქვენ ჩემო მეგობრებო, არ ავჩქარდეთ, ჩემთვის ახალი არაფერია, ხუთი წელია ამაა ვითხოვ!!!! ყველაფერს მოგიყვებით დაწვრილებით!!! | წერს სოციალურ ქსელში ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე
სოცმედია • 1771312977
პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - მკვლელობის დამკვეთად ბუსა ჟვანია და ძმები დავით და გურამ კაკულიები დასახელდნენ. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა გიორგი მიქაიამ განა...
კრიმინალი • 1771312899












