30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროპროგნოზი

ვერძი

დაძაბული და სტრესული დღეა. დილიდან უამრავი წვრილმანი საკითხის მოგვარებას ცდილობთ. ეცადეთ, წარუმატებლობა გულთან ახლოს არ მიიტანოთ და უმნიშვნელო პრობლემებზე არ ინერვიულოთ. ახალი პროექტების დასაწყებად არახელსაყრელი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ, დრო უფრო სასიამოვნო საქმეებზე დახარჯოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა შესაფერისი მომენტის შერჩევას და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნებას შეძლებთ.

კურო

კონკურენტებთან დებატებზე დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგიწევთ. არსებობს დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამ დღეს ჯანმრთელობის კონტროლი მნიშვნელოვანია. ნუ გადაიღლებით, მუშაობის დროს ხანმოკლე შესვენებები საშუალებას მოგცემთ, რომ ძალები აღიდგინოთ. თუ ფინანსური სირთულეები გაქვთ, შეგიძლიათ თამამად აიღოთ სესხები - დღეს ასეთი ოპერაციების განხორციელებისთვის ხელსაყრელი დღეა.

ტყუპები

ყოველდღიური რუტინული დავალებების შესასრულებლად შესაფერისი დღეა. ეცადეთ, გამონახოთ დრო სამუშაო მაგიდის მოწესრიგებისა და დაგროვილი გადასახადების გადასახდელად. დაასრულეთ საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ თაროზე შემოდეთ. ახალი შთაბეჭდილებების ძებნის გამო საეჭვო შეთავაზებებს ნუ დათანხმდებით - დაუჯერეთ საყვარელი ადამიანების რჩევებს. დიდი შანსია, რომ უახლოეს ხანებში გავლენიანი მფარველი ან სპონსორი გამოგიჩნდეთ.

კირჩხიბი

თუ შეცდომა დაუშვით, ნუ ეცდებით მის დამალვას. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველა დაფარული გაცხადდება და ყველა ყველაფერს გაიგებს. შესაძლოა, კონკურენტებთან მწვავე დისკუსიებში ჩართვა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მოგიწიოთ. თავი შეიკავეთ დიდი შესყიდვებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

ლომი

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ – ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. სამუშაო პროცესში არსებობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისა და რომანტიკული პაემნისთვის. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი აზრი სხვებს თავზე მოახვიოთ და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს.

ქალწული

თქვენი კომუნიკაბელურობა და პიროვნული ხიბლი რთული საკითხების გადაჭრაში, მოლაპარაკებებსა და დისკუსიებში დაგეხმარებათ. ამ დღეს ინტუიციამ შეიძლება გიღალატოთ და იმედგაცრუებამდე მიგიყვანოთ. მარტოხელა ქალწული საღამოს ვიღაც განსაკუთრებულს შეხვდება, რომელიც მალე მისი ცხოვრების ნაწილი გახდება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას - მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თავი შეიკავეთ შემწვარი და ცხიმიანი კერძების მიღებისგან.

სასწორი

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. შეიძლება ფულადი პრემია ან დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. საქმიანი მოლაპარაკებისას დათმობით იმაზე მეტს მოიგებთ, ვიდრე წარმოგიდგენიათ. საღამოს ვიღაც საინტერესო იდეას მოგაწვდით, რომელიც მალე ძალიან დაგეხმარებათ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ზოგი ახლობელის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოთ.

მორიელი

საინტერესო შეხვედრებითა და ახალი ნაცნობობით სავსე, წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. თქვენი პიროვნული ხიბლი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს, ამიტომ გამუდმებით ყურადღების ცენტრში ხართ. ამ დღეს იმპულსურად მოქმედება არ გამოგადგებათ. ყურადღებით მოუსმინეთ და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრებისა და მეგობრების რჩევები. გამორიცხული არ არის, რომ პრობლემებმა, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ, ისევ თავი იჩინონ. საღამოს სასიამოვნო სტუმრები გელით.

მშვილდოსანი

რთული და ემოციურად დაძაბული დღეა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს მიიღებთ, პასუხისმგებლობას და გამჭრიახობას მოითხოვს. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს მცირე შეცდომამაც კი შეიძლება დიდი პრობლემები გამოიწვიოს. დროა, ადამიანებს, რომლებიც რთულ დროს უანგაროდ დაგეხმარნენ, სიკეთით გადაუხადოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.

თხის რქა

ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. არავის მისცეთ უფლება, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს დაგაჩქაროთ ან თავისი აზრი თავზე მოგახვიოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი რჩევა და მხარდაჭერა დასჭირდება. საღამოს საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი გელით, რომელიც ბევრ ბუნდოვან საკითხს ნათელს მოჰფენს.

მერწყული

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხის მოგვარება დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ, სადილის შემდეგ კი მთელი ძალისხმევა ადრე შესრულებული სამუშაოს შემოწმებისკენ მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ხშირად საყვარელი ადამიანი თქვენს სიმშვიდეს და თავშეკავებას უყურადღებობად მიიჩნევს, რამაც შეიძლება გაუგებრობა და წყენა გამოიწვიოს.

თევზები

დღე შესანიშნავია შემოქმედებითი საქმიანობისთვის. თქვენი ერთ-ერთი იდეა მალე წარმატებით განხორციელდება. კარგი პერიოდია მეგობრებთან ერთად ხანმოკლე მოგზაურობისთვის - ასეთი დღეები წარუშლელ შთაბეჭდილებებს დაგტოვებთ. უსმინეთ საკუთარ ორგანიზმს, არ გადაიღალოთ და ეგზოტიკურ საკვებს ერიდეთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
აქცია ფოიერვერკი
ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა

ვიდეო - აქციაზე აკრძალული ფეიერვერკებიც დაბრუნდა 

პოლიტიკა 1739215853

ლევან გოგიჩაიშვილი დაკავება
ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები

ვიდეო - ლევან გოგიჩაშვილის დაკავების კადრები  

პოლიტიკა 1739215484

დათა თავაძე
„ყველაფერი ჩვენი დაშინებისთვის და გატეხვისთვის ხდება" - დათა თავაძე

რეჟისორი დათა თავაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა - მისი განმარტებით, სამართალდამცველები ყოველდღიურად ცდილობენ, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირი მოქალაქეებმა არ გადაკეტონ. რ...

პოლიტიკა 1739214828

აქცია
მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს

მომიტინგეებმა, რუსთაველის გამზირი, რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მაინც გადაკეტეს, თუმცა ოლიგარქის პოლიცია მოქალაქეების სავალი გზიდან გაყვანას ისევ ცდილობდა. ამ დროისთვის, ადგილზე დიდი რაოდენობით საპოლიც...

პოლიტიკა 1739214754

ირაკლი კობახიძე
"ოცნება" "ჯერჯერობით წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან" - ირაკლი კობახიძე

ოლიგარქის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს ჰგონია, რომ "ქართული ოცნება" "ჯერჯერობით, წარმატებით იცავს დემოკრატიას გამოწვევებისგან". ეს განცხადება კობახიძემ შვეიცარიულ ყოველკვირეულ ჟურნალ Die Weltwoch...

პოლიტიკა 1739204073

ევროპარლამენტის რეზოლუცია - დოკუმენტის სრული ტექსტი
ცნობილია, ევროპარლამენტის რეზოლუციის ტექსტი, რომელიც საქართველოს შესახებ უნდა მიიღოს

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელია - წერია ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის ერთ-ერთი პრორექტში, რომლის ავტორიც ევროპის სახალხო პარტიაა....

პოლიტიკა 1739202888