7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
ეს საინტერესოა • 1722973739
ვერძი
მოვლენებით დატვირთული და საინტერესო დღეა. საქმე, რომელსაც ახლა იწყებთ, არა მხოლოდ თქვენთვის, გარშემომყოფებისთვისაც სასარგებლო იქნება. ამ დღეს ძველი შეცდომების გამოსწორების და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენის შესაძლებლობა გექნებათ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიურპრიზს ჰპირდება. ეს საუკეთესო დროა რომანტიკული პაემნებისთვის.
კურო
უჩვეულო ამბავი გელით, რომელიც საინტერესო იდეებს შთაგაგონებთ. გირჩევთ, ერთხელ არჩეულ გზას არ გადაუხვიოთ და ადრე შედგენილ გეგმას მიჰყვეთ. ამ დღეს იმპროვიზაცია ისე კარგად არ გამოგდით, როგორც სხვა დროს, ხოლო ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.
მეორე ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. ის საშუალებას გაძლევთ, პირადი პრობლემები გადაჭრათ და დაძაბული ურთიერთობები გააუმჯობესოთ.
ტყუპები
თუ მშვიდად და აუჩქარებლად იმოქმედებთ, წარმატებას მიაღწევთ. სიმშვიდის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ სერიოზულ ბიზნესს ან საქმიან ადამიანებთან შეხვედრას გეგმავთ. გარშემო მყოფებთან საერთო ენის პოვნას ვერ ახერხებთ. ზოგჯერ ყურადღებას არ აქცევთ რას ამბობენ ადამიანები, ამიტომ ახალი ინფორმაციის გააზრება ან უმარტივესი საკითხების განხილვაც კი გიჭირთ.
კირჩხიბი
ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. შეგიძლიათ შეთანხმებას მიაღწიოთ ისეთ ადამიანთანაც კი, ვისაც ვერავინ ეწყობა. თქვენი დიპლომატიური უნარები შეიძლება ყველასთვის სასარგებლო აღმოჩნდეს - სავარაუდოდ, დაპირისპირებული მხარეების მორიგებას და ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების პოვნას შეძლებთ. გამორიცხული არ არის, იმ პრობლემის გასაღები იპოვოთ, რომელიც ბოლო დროს ძალიან გაწუხებთ.
ლომი
რთული დღეა, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ოპტიმიზმი არ უნდა დაკარგოთ. რაც უფრო მეტი დაბრკოლებაა თქვენს გზაზე, მით უფრო მეტ ხერხს იპოვით მათ დასაძლევად. ახალი იდეების დამსახურებით თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. გჯეროდეთ საკუთარი თავის და მიაღწევთ იმას, რაზედაც აქამდე არასოდეს გიოცნებიათ. თქვენი იდეები ბევრ ადამიანს მოსწონს და დახმარებისთვის მზადაა. დღის მეორე ნახევარი შეიძლება უფრო სტრესული იყოს, რადგან ამ დროს ერთდროულად რამდენიმე საკითხის მოგვარება მოგიწევთ.
ქალწული
სანერვიულო არაფერი გაქვთ. ამ დღეს თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ ეპარება, ამიტომ შეცდომების ალბათობა მინიმალურია. თქვენი წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩება. გარშემომყოფები რჩევას ხშირად გეკითხებიან. ჩნდება ახალი, უჩვეულო და თამამი გეგმები. ეცადეთ, შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ და გეგმების განხორციელება სამომავლოდ არ გადადოთ. ამ დღეს მიღებული გამოცდილება ბევრჯერ გამოგადგებათ.
სასწორი
სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს საქმეებს შესანიშნავად უმკლავდებით. შეუპოვრობის და მონდომების წყალობით მიაღწევთ იმას, რაც სხვებს შეუძლებლად ეჩვენებათ. ამ დღეს ურთიერთობას ადვილად ამყარებთ და საკუთარი არგუმენტების უტყუარობაში ყველაზე დიდი სკეპტიკოსის დარწმუნებაც შეგიძლიათ.
მოსალოდნელია მნიშვნელოვან პროექტზე ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობა. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანთან შეხვედრისა და დაუვიწყარი პაემნისთვის.
მორიელი
დილიდან დადებითი ტენდენციების გავლენას იგრძნობთ. შესაძლოა, წარმატებას იქ მიაღწიოთ, სადაც არ ელოდით. უნდა ისარგებლონ ამ მომენტით და რთული დავალება შეასრულოთ. სამწუხაროდ, ზოგი მორიელისთვის ეს დღე ახლობელ ადამიანებთან უთანხმოების გარეშე არ ჩაივლის. კამათი წარმოიქმნება ისეთ წვრილმანებზე, რომლებსაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. დამშვიდდით, ეს ამბავი ხვალ არავის ემახსოვრება.
მშვილდოსანი
დაძაბული დღეა. გამუდმებით ყურადღების ერთი საქმიდან მეორეზე გადატანა გიწევთ, რამაც შეიძლება შეცდომები გამოიწვიოს. ნუ გადაიღლებით - მუშაობის დროს ხშირად უნდა შეისვენოთ. ეცადეთ, მავნე ჩვევები თუნდაც ერთი დღით დაივიწყოთ, რადგან ამ დღეს ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით ცუდად მოქმედებს.
თხის რქა
მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის - ინტუიცია არ გიღალატებთ. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა საქმიანი კომუნიკაციისა და სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის. გამორიცხული არ არის, რომ სამუშაოსთან ან გრძელვადიან თანამშრომლობასთან დაკავშირებით ხელსაყრელი წინადადება მიიღოთ.
დღის მეორე ნახევარში ფულთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. განსაკუთრებით ძვირად ღირებული და უსარგებლო ნივთების შეძენას უნდა მოერიდოთ.
თევზები
სირთულეები არ გაშინებთ, დაბრკოლებები ვერ გაიძულებთ, რომ უკან დაიხიოთ. იქ, სადაც სხვები დამარცხდნენ, თქვენ შეიძლება შესანიშნავ შედეგებს მიაღწიოთ. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარში გადაღლა თავიდან აიცილოთ და დაპირისპირება მშვიდობიანად მოაგვაროთ.
აშშ-ის სენატმა მიიღო დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი "შათდაუნი" დაასრულოს. CNN წერს, რომ სენატის მიერ მიღებული ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამერიკის მთავრობის ხელახლა...
მსოფლიო • 1762759316
სპეცოპერაცია საქართველოს მასშტაბით - შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20-მდე უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს -...
კრიმინალი • 1762758491
შალვა პაპუაშვილი ბრიუსელს "რჩევებს" აძლევს, როგორ უნდა აღადგინოს საქართველოსთან ურთიერთობა - "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირს დემოკრატიას უწუნებს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადება...
პოლიტიკა • 1762758288
საქართველო სწრაფად მიექანება ერთპარტიულ მმართველობისკენ - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Economist წერს. როგორც სტატიაშია აღნიშნული, 6 ნოემბერს პროკურატურამ რვა ოპოზიციონერი ლიდერი, მათ შორის ყოფ...
პოლიტიკა • 1762755863
"ეხა რას ებრძვიან ეს მავნებლები, ამათ ესე არ დავტოვებთ. შეტევა რომ მიდის 6.5 მილიარდიან პროექტზე. 300 წელიწადი იყვნენ არაბები თბილისში იმ დროს, შუა საუკუნეების დროს, როცა საერთოდ პატრონი არ გვყავდა არ...
პოლიტიკა • 1762753789
"ჩვენ რომ უფრო მეტად ვიცავდეთ თავს სიწმინდით, ეკლესიაში ზიარების შემდეგ, აღსარების შემდეგ უფრო გულმოდგინედ ვლოცულობდეთ გულით და გონებით, ვისახავდეთ პირჯვარს უფრო გულმოდგინედ, ან ღვთივსათნო, სწორი ცხო...
საზოგადოება • 1762749519











