ასი წელი იცოცხლებთ, თუ ამ ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული

ასტროლოგიური პროგნოზი

ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, აქტივობას, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და კიდევ უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მოვლენაზე ზოდიაქოსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ვარსკვლავები ხშირად ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ:

მორიელი

მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელიც უბრალოდ, გატაცებულია სილამაზით და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ სხეულსა და სახეს. ამისთვის არც ფინანსებს იშურებს და არც დროს. მორიელები სახის კანზე ერიდებიან საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას და ხარისხიან პროდუქციას ირჩევენ. ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მოდის ტენდენციებს და სამოსს დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევენ. ეს განსაკუთრებული ზრუნვა და სიფრთხილე, ჯანმრთელობის მუდმივად გადამოწმების ჩვევა მორიელს აძლევს შანსს, რომ 100 წლამდე იცხოვროს.

ტყუპი

ტყუპმა ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყურებოდეს გამორჩეულად და ქარიზმატულად ისე, რომ სხვა ადამიანების ყურადღება მიიპყროს. ისინი ამას საოცარი კომუნიკაბელურობითაც ახერხებენ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვთ და შეუძლიათ, მკაცრად დაიცვან კვების რეჟიმი, დისციპლინა, დრო დაუთმონ ვარჯიშს. ეს ყოველივე კი მათ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება და საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.

კურო

ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ისინი მზად არიან, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯონ თავის მოვლაში და შეიძინონ ის პროდუქტები, რომლებიც მათი ორგანიზმის გაჯანსაღებას სჭირდება. ასევე, ყოველთვის მიდიან ექიმთან გეგმური ვიზიტით და ყველა დაავადების წინასწარ პრევენცია შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს ცოცხლობენ.

სასწორი

სასწორებს საკუთარი თავი განსაკუთრებულად უყვართ და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ექსპერიმენტებს არ მიესალმებიან და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პირობითად, ქერა თმა მოსწონდეთ, თუ ჩათვლიან, რომ ამით თმას დაიზიანებენ, უარს იტყვიან განზრახვაზე. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულის დახარჯვა არ ენანებათ. სწორედ ამ თვისებებისა და სიფრთხილის გამო ისინი ხშირად 100 წლამდე ცოცხლობენ.

თევზები

სასწორის მსგავსად, თევზები ცდილობენ, მშვიდი, აუღელვებელი ცხოვრებით იცხოვრონ და ზედმეტი ყურადღება არ დაუთმონ მათ, ვინც არ იმსახურებს. მათი კიდევ ერთი საოცარი უნარი არის ის, რომ შეუძლიათ, იპოვონ ისეთი საქმე, რომელიც მოვალეობასთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ სიამოვნებასთან, ცხოვრების ხალისსა და თავგადასავლებთან. ასევე, ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობის გარკვეულ ნიშნებს და ექიმთან ვიზიტსაც არ აგვიანებენ. სწორედ ამ თვისებების გამო, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
იტალიის პოლიცია
ვიდეო - იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით, 29 წლის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ახალგაზრდა კაცს ბრალად ფსონების ცენტრის დაყაჩაღება ედება. პოლიციის საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 20 მარტის ქართველი ფსონები...

კრიმინალი 1711696200

მურმან ჯინორია
ვიდეო: ,,თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით” – მურმან ჯინორია საქართველოს ნაკრების ისტორიულ გამარჯვებაზე

„თქვენ ბიჭებო, წლოვან ხალხს სიცოცხლე მოგვიმატეთ და ახალგაზრდებს იმედი მიეცით, – ასე ეხმაურება მურმან ჯინორია საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ,,აზროვნების აკადემიასთან” საუბრისას. მი...

საზოგადოება 1711695600

გახარია ივანიშვილი
რა ვერ აპატია ივანიშვილმა - გიორგი გახარია ალაპარაკდა

ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები,“ - ამ განცხადებას „რეაქციაში“ გიორგი გ...

პოლიტიკა 1711694820

ევგენიძე
ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - ვინ გარდაეცვალა მუსიკოსს

ტრაგედია დათო ევგენიძის ოჯახში - მუსიკოსს მამა გარდაეცვალა. „გარდამეცვალა მამა ნიაზ ევგენიძე პანაშვიდი - 5 საათზე.დაკრძალვა შაბათს 2 საათზე. ბურძგლას ქ. N76/80. 8 სართ.“ - წერს ევგენიძე სოცქსელში.  

სოცმედია 1711693560

საქართველოს ნაკრები
ვიდეო: რა მენიუს სთავაზობს კონსტანტინე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს

რა მენიუს სთავაზობს კოტე თედელური ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს - არის თუ არა ნებადართული და აკრძალული საკვები?  

საზოგადოება 1711692900

ამინდი
როგორი ამინდი იქნება დღეს - ნახეთ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 29 მარტს - გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29  მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ქ. თბილისში 29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნებ...

საზოგადოება 1711692540