ჭამეთ და დაიკელით წონაში - ჰოლივუდის 7-დღიანი დიეტა

დიეტა

ჰოლივუდის დიეტა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიეტაა და ხშირად რაციონში ზღვის პროდუქტების სიმრავლესა და ეგზოტიკური ხილის ჩართულობას მოითხოვს. ამ დიეტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ კალორიებს არ ითვლით. კინოვარსკვლავები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები მას ხშირად მიმართავენ. თავდაპირველი ვერსია შესაძლოა ძალიან ძვირი მოგეჩვენოთ. ამიტომაც, დიეტოლოგებმა უფრო ბიუჯეტური და მარტივი ვერსია შექმნეს, რომელსაც თითქმის იგივე ეფექტი აქვს.

დიეტის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ რაციონიდან ვიღებთ სახამებლისა და ცხიმის შემცველ პროდუქტებს. მაგალითად, პურს, კარაქს, მცენარეულ ზეთებს და ასე შემდეგ. ასევე, მინიმუმამდე ვამცირებთ მარილის გამოყენებას და საერთოდ უარს ვამბობთ შაქარზე. 7დღის რაციონი კი ასე გამოიყურება:

პირველი დღე:

პირველი კვება - 1 თეფში სეზონური ხილის სალათა;
მე-2 კვება - 150-200 გრ მოხარშული თეთრი თევზი. ასევე მოხარშული ყაბაყი. 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ან ყავა.
მეორე დღე:

პირველი კვება - რბილად მოხარშული კვერცხი, ფორთოხალი, 1 ფინჯანი ყავა;
მე-2 კვება - 150 გრ ხბოს ხორცი (მოხარშული), სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი.
 
მესამე დღე:

პირველი კვება - 100 გრ ნატურალური იოგურტი კენკრით, ქათმის ბულიონი.
მე-2 კვება - 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, ბოლოკის, კიტრისა და კომბოსტოს სალათა.
მეოთხე დღე:

პირველი კვება - ფორთოხალი, ძმრით შეზავებული სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი ან წყალი.
მე-2 კვება - მაგრად მოხარშული კვერცხი, 140 გრ უცხიმო ხაჭო, 100 გრ გახეხილი სტაფილო, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი.
მეხუთე დღე:

პირველი კვება - ქათმის კვერცხის ომლეტი, პომიდორი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ფინჯანი ყავა.
მე-2 კვება - 150 გრ ორაგული, ახალი კიტრი, 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი.
მეექვსე დღე:

პირველი კვება - 2 ცალი ციტრუსოვანი ხილი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი , 3 ცალი ახალი ბოლოკი, 40 გრამი კაკალი, 1 ფინჯანი ყავა.
მე-2 კვება - მოხარშული ქათმის მკერდი, 3 ბოლოკი, საშუალო ზომის პომიდორი, მოხარშული ისპანახი, გრეიფრუტი.
მეშვიდე დღე:

პირველი კვება - 2 კვერცხის ცილა ( მოხარშული), 100 გრ მოხარშული ნიახური, ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი.მე-2 კვება - მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეული.გაითვალისწინებთ, რომ ამ დიეტის დროს დღეს იწყებთ ერთი და იმავე ციტრუსოვანი ხილით, მწვანე ჩაით ან ყავით და შემდეგ გადადიხართ კვებაზე ჩამოთვლილ წესებზე. თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გაქვთ, ჯობს, ჯერ კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და შემდეგ დაიწყოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ჭაჭუა
სალომე ჭაჭუა ზღვის ტალღებში ნებივრობს - სუპერსექსუალური ვიდეო

            View this post on Instagram                       A post shared by Salome Chachua (@salome_chachuaa)             View this post on Instagram                       A post shared by Salome C...

სოცმედია 1660941626

ასტროპროგნოზი
20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ახალი ნაცნობობა კარიერული კუთხით დიდ წარმატებას მოგიტანთ. ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობას შეინარჩუნებთ. საინტერესო გარიგებას გააფორმებთ და თქვენი ბიზნესი გაიზრდება. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგ...

ეს საინტერესოა 1660937656

ერეკლე საღლიანი
ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება

პოეტი ერეკლე საღლიანი 31 აგვისტოს საოპერაციოდ თურქეთში გაემგზავრება. „ერეკლე 31-ში ქალაქ სამსუნში მიემგზავრება. ოპერაციისთვის საჭირო თანხა სრულად არ შეგროვილა, თუმცა უკვე ოპერაციაზე ფიქრი შეიძლება. გა...

საზოგადოება 1660935891

ბორ
ბორჯომის ხეობაში ხანძარია (ვიდეო)

ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორჯომის ხეობაში, სავარაუდოდ, სოფელ ქვაბისხევთან ხანძარია. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.  

შემთხვევა 1660935571

პუტინი
პუტინი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების დაშვებას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დათანხმდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების გაგზავნას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში - ინფორმაციას ელისეის სასახლე ავრცელებს. მათი ცნობით, დღეს საფრა...

მსოფლიო 1660935241

აშშ საელჩო
"ISFED-ის არდაშვება საარჩევნო რეფორმის პროცესის გულწრფელობასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს" - აშშ-ს საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება პარლამენტის საარჩევნო რეფორმების თემაზე მომუშავე ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" არდაშვებას და მიიჩნევს, რომ ასეთი კომპეტენტური...

პოლიტიკა 1660934919