ჭამეთ და დაიკელით წონაში - ცნობილი ვარსკვლავების 7-დღიანი დიეტა

საზოგადოება

ჰოლივუდის დიეტა დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი დიეტაა და ხშირად რაციონში ზღვის პროდუქტების სიმრავლესა და ეგზოტიკური ხილის ჩართულობას მოითხოვს. ამ დიეტის მთავარი ხიბლი ისაა, რომ კალორიებს არ ითვლით. კინოვარსკვლავები, საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები მას ხშირად მიმართავენ.

თავდაპირველი ვერსია შესაძლოა ძალიან ძვირი მოგეჩვენოთ. ამიტომაც, დიეტოლოგებმა უფრო ბიუჯეტური და მარტივი ვერსია შექმნეს, რომელსაც თითქმის იგივე ეფექტი აქვს.

დიეტის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ რაციონიდან ვიღებთ სახამებლისა და ცხიმის შემცველ პროდუქტებს. მაგალითად, პურს, კარაქს, მცენარეულ ზეთებს და ასე შემდეგ. ასევე, მინიმუმამდე ვამცირებთ მარილის გამოყენებას და საერთოდ უარს ვამბობთ შაქარზე.

7დღის რაციონი კი ასე გამოიყურება:

პირველი დღე:

პირველი კვება - 1 თეფში სეზონური ხილის სალათა;

მე-2 კვება - 150-200 გრ მოხარშული თეთრი თევზი. ასევე მოხარშული ყაბაყი. 1 ფინჯანი მწვანე ჩაი ან ყავა.

მეორე დღე:

პირველი კვება - რბილად მოხარშული კვერცხი, ფორთოხალი, 1 ფინჯანი ყავა;

მე-2 კვება - 150 გრ ხბოს ხორცი (მოხარშული), სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი.

მესამე დღე:

პირველი კვება - 100 გრ ნატურალური იოგურტი კენკრით, ქათმის ბულიონი.

მე-2 კვება - 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე, ბოლოკის, კიტრისა და კომბოსტოს სალათა.

მეოთხე დღე:

პირველი კვება - ფორთოხალი, ძმრით შეზავებული სალათის ფოთოლი, მწვანე ჩაი ან წყალი.

მე-2 კვება - მაგრად მოხარშული კვერცხი, 140 გრ უცხიმო ხაჭო, 100 გრ გახეხილი სტაფილო, შეგიძლიათ დაამატოთ ლიმონის წვენი.

მეხუთე დღე:

პირველი კვება - ქათმის კვერცხის ომლეტი, პომიდორი, ორთქლზე მოხარშული ბროკოლი ან ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ფინჯანი ყავა.

მე-2 კვება - 150 გრ ორაგული, ახალი კიტრი, 1 ფინჯანი უშაქრო ჩაი.

მეექვსე დღე:

პირველი კვება - 2 ცალი ციტრუსოვანი ხილი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი , 3 ცალი ახალი ბოლოკი, 40 გრამი კაკალი, 1 ფინჯანი ყავა.

მე-2 კვება - მოხარშული ქათმის მკერდი, 3 ბოლოკი, საშუალო ზომის პომიდორი, მოხარშული ისპანახი, გრეიფრუტი.

მეშვიდე დღე:

პირველი კვება - 2 კვერცხის ცილა ( მოხარშული), 100 გრ მოხარშული ნიახური, ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი.მე-2 კვება - მოხარშული ქათმის ფილე, ბოსტნეული.გაითვალისწინებთ, რომ ამ დიეტის დროს დღეს იწყებთ ერთი და იმავე ციტრუსოვანი ხილით, მწვანე ჩაით ან ყავით და შემდეგ გადადიხართ კვებაზე ჩამოთვლილ წესებზე. თუკი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა გაქვთ, ჯობს, ჯერ კონსულტაცია ექიმთან გაიაროთ და შემდეგ დაიწყოთ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
adsaSDA
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკვე PSP-შია

ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული, კორეის სხვადასხვა რეგიონის ბუნებრივი ინგრედიენტებზე შექმნილი კორეული პრემიუმ ბრენდი ROUND LAB საქართველოს მომხმხარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია. PSP-ს საა...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778846299

1q
დოლარის კურსი და სესხები - რა უნდა ვიცოდეთ

დოლარის კურსი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალურად თითოეულ ჩვენგანზე, ასევე, ბიზნესებზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სესხი უცხოურ ვალუტაშია აღებული,...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840400

2q
ექსპორტის როლი ლარის სტაბილურობაში

ლარის სტაბილურობა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. მასზე გავლენას ახდენს მრავალი კომპონენტი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ექსპორტი. როდესაც ქვეყანა ზრდის ე...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778840160

3q
უძრავი ქონების ყიდვა სესხით - გზამკვლევი

უძრავი ქონების ყიდვა სესხით (იპოთეკით) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებაა. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც გაძლევთ საშუალებას გახდეთ ქონების მფლო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1778839500

ემიგრანტები
ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მე-2 ადგილზეა

ევროკავშირის ქვეყნებიდან გაძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ერთ წელიწადში საქართველოს 10,475 მოქალაქე გამოაძევეს შენგენის ზონიდან. მხოლოდ 20...

პოლიტიკა 1778827689

ასრა აეროდრომი
უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა

უკრაინამ რუსეთში ეისკის სამხედრო აეროდრომს დაარტყა | უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად 15 მაისის ღამეს, კრასნოდარის მხარეში ძლიერი აფეთქებები დაფიქსირდა, რასაც ავიაბაზის ტერიტორიაზე ხანძარი მოჰყვა.

რუსეთ-უკრაინის ომი 1778826178