დეკემბრის თვის მნიშვნელოვანი თარიღები, რა დროსაც ასტროლოგები გვირჩევენ, განსაკუთრებული ყურადღება გამოვიჩინოთ

გაფრთხილება

დეკემბერი შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილებების პერიოდი აღმოჩნდეს. საქმე ისაა, რომ დეკემბრის თვეში პლანეტა პლუტონი თხის რქისა და მერწყულის ნიშნებს შორის იქნება. ასტროლოგების თქმით, ეს პოზიცია, შესაძლოა, ბევრი ჩვენგანისთვის გრანდიოზული ცვლილებების ეტაპის დასაწყისი იყოს.

თვის 20 რიცხვამდე ალბათ, ბევრი ჩვენგანი ემოციურ არასტაბილურობას, მომატებულ შფოთვას, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ სწრაფვას, კომუნიკაციის გართულებასა და უძილობას განიცდის. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ეს საუკეთესო პერიოდია, რომ საკუთარი გრძნობები და ემოციები გამოხატოთ, საყვარელ ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდეთ, მიიღოთ მათგანაც სითბო და სასიამოვნო განწყობით დაიმუხტოთ. 

დეკემბრის თვის პირველივე დღეს მერკური თხის რქის ნიშანში შედის. ასტროლოგების თქმით, ეს საუკეთესო პერიოდია ყველა იმ ადამიანისათვის, რომლებსაც თვითგანვითარება სურს. აზროვნება და გონება გაცილებით სხარტია და ყველა გაფანტული იდეა თავის ადგილზე ბრუნდება. საბოლოოდ განსაზღვრავთ, რაზე უნდა კონცენტრირდეთ და რა მიმართულებით გსურთ განვითარება. ამიტომ, ახალი ცოდნის მისაღებად, მასტერკლასებსა და ტრენინგებზე დასასწრებად, სამსახურში თქვენი შესაძლებლობებისა და უნარების სრულად გამოსავლენად შესანიშნავი დროა.

13 დეკემბერს ახალი მთვარეა. ასევე, ამავე რიცხვში პლანეტა მერკური რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ 12, 13 და 14 დეკემბერს მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ, რადგანაც ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური პერიოდი იქნება, რა დროსაც შესაძლოა, ემოციების გაკონტროლება გაგიჭირდეთ და მიიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგსაც შემდეგ ინანებთ. ასევე, ასტროლოგების თქმით, ამ დღეებში იმატებს გზებზე შეფერხებების, ავარიების რისკები, ამიტომაც მოგვიწოდებენ, ამ მიმართულებითაც ყურადღებით ვიყოთ.

ამავე პერიოდში, ჯობს კარგად დააკვირდეთ თითოეულ ინფორმაციას. შესაძლოა, მანიპულაციების, ჭორისა და გადაუმოწმებელი ამბების მსხვერპლნი გახდეთ.

ნუ გადაწყვეტთ მასშტაბური პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას და თუ შესაძლებელია, შემდეგი დღეებისთვის გადადეთ. როგორც წესი, ამ პერიოდში ადამიანებს რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ და სწორად ვერ განსაზღვრავენ, რა სჭირდებათ რეალურად.

ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, აღნიშნულ დღეებში ძვირად ღირებული შესყიდვებისაგან თავი შეიკავოთ. თუკი რაიმეს შეძენას გადაწყვეტთ, ჩეკი, ნივთის მდგომარეობა კარგად შეამოწმეთ. ეს განსაკუთრებით ტექნიკას ეხება.

შეეცადეთ, დრო მშვიდად გაატაროთ, არ ჩაერთოთ კონფლიქტურ სიტუაციაში და გამოიჩინოთ სიფრთხილე.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გორგი
„გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია. გადაცემა, რომელიც მაყუ...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557860

ტორპედო
თიბისი ქუთაისის ტორპედოს მხარდამჭერი გახდა

თიბისისა და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის ტორპედოს თანამშრომლობა შედგა. ეს სტრატეგიული პარტნიორობა გუნდის ადგილობრივ, რეგიონალურ პოპულარიზაციაზე იზრუნებს და ხელს შეუწყობს ისტორიული საფეხბურთო კლუბის სამო...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557800

ლარი
ნახეთ, რა ეღირება ვალუტა 5 მარტს

4 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6590 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6596 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8863 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.8745 ლარს შეადგენს...

ბიზნესი & ეკონომიკა 1709557200

ელექტროენერგია
ქუჩები, სადაც 5 მარტს ელექტროენერგია გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 5 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის ქუჩის მოსახლე...

საზოგადოება 1709554500

ფული
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ყაზბეგი", მებაჟე ოფიცრებმა, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის მალულად შემოტანის 3 ფაქტი აღკვეთეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუ...

კრიმინალი 1709550645

Tsu
7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში "ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება

7 მარტს,  16:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლეგენდარული  ანსამბლი „ქართული ხმები" წარმოგიდგენთ ლიტერატურულ-მუსიკალურ კომპოზიციას - „წუთისოფელი".  კ...

საზოგადოება 1709549225