დღეს, 17:20 საათზე მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება

ღამე

დღეს სავსე მთვარეა, რომელსაც წლის ყველაზე დიდ სუპერმთვარეს უწოდებენ | სავსემთვარეობის პიკი 17:20 საათზეა მოსალოდნელი. სწორედ ამ დროს იქნება მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს - შესაბამისად, ცაზე ყველაზე თვალშისაცემად და კაშკაშად გამოჩნდება  რა უნდა ვიცოდეთ და როგორ იმოქმედებს დღევანდელი სუპერმთვარე ადამიანებზე:  ამ დღეს მთვარე კუროს ზოდიაქოში იმყოფება - მატერიალური უზრუნველყოფის შექმნის, გემოვნების დახვეწისა და კომფორტის მოწყობის დროა. კუროს ენერგია ადამიანებს დამიწების საშუალებას მისცემს. კარგი დროა მიჯაჭვულობებისგან გასათავისუფლებლად, ცხოვრებისეული გაკვეთილების მიღებისა და დასკვნების გამოტანისთვის. დაფიქრდით ღირებულებებზე და ეს თვენი წინსვლის მომტანი აღმოჩნდება  ეს პერიოდი ხელს უწყობს მადლიერების შეგრძნების განცდას. შესაძლოა, მიხვდეთ რა არის თქვენთვის ნამდვილად ღირებული და რა არა. დაფიქრდით, რა აღარ გჭირდებათ და თამამად გაუშვით თქვენი ცხოვრებიდან. კარგი დროა კომფორტსა და სილამაზეზე ფიქრისთვის - ეცადეთ, მოაწყოთ სივრცე ისე, რომ იგრძნოთ მეტი სტაბილურობა და კეთილდღეობა. აუცილებლად განსაზღვრეთ სამომავლო მიზნები - დროა, უკვე ზუსტად იცოდეთ, რა მიზნებით უნდა გააცილოთ ეს წელი  რა უნდა გავითვალისწინოთ:• ნუ იჩქარებ გადაწყვეტილებების მიღებისას - დაელოდე ემოციების ჩაწყნარებას• დაიმშვიდე გონება და სხეული - კარგი დროა მედიტაციისთვის, ბუნებაში გასეირნებისა და წყალთან კონტაქტისთვის• გადახედე ხარჯებს და შემოსავლის წყაროებს - კარგი დროა ბიუჯეტის განსასაზღვრად• არ დახარჯო ფული იმპულსურად - შეინარჩუნე ზომიერება• მშვიდად მოაგვარე უთანხმოებები - ეცადე კონფლიქტი არ გაამძაფრო და სიმართლე მშვიდად გამოხატო• საბოლოოდ გადაწყვიტე, ვისთან გრძნობ თავს კომფორტულად - ნამდვილი კავშირი სტაბილურობას უნდა ეფუძნებოდეს და არა დრამას• გამოხატე მადლიერება - დააფასე ადამიანები, რომლებმაც შენს ცხოვრებაში ბედნიერება შემოიტანეს  ვისზე როგორ და რა ფორმით აისახება დღევანდელი სუპერმთვარე:  ვერძი - ფინანსური და მატერიალური საკითხები - მიხვდები, როგორ შეგიძლია უკეთ გამოიყენო შენი ძალა და რესურსები  კურო - პირადი ურთიერთობები და პირადი გზა - ეს შენი სუპერმთვარეა და ყველაფერი შენს ირგვლივ მოძრაობს! დროა, მოიშორო ძველი შიშები და გამოაჩინო ნამდვილი "მე"  ტყუპები - შინაგანი განკურნება, სულიერი სიმშვიდე - ძველი ფიქრები და ტკივილები ზედაპირზე ამოვა, რათა საბოლოოდ გაუშვა  კირჩხიბი - ნამდვილი ურთიერთობების გამოვლენა, მხარდაჭერა - შესაძლოა, დაფიქრდე, ვის ენდობი და ვისთან გინდა, რომ მომავალშიც იყო  ლომი - მიზნების გამოკვეთა, კარიერული ზრდა - მოსალოდნელია პროფესიული ცვლილებები, შეიძლება დაგაფასონ ან პირიქით, მიხვდე, რომ ახალი მიმართულება გჭირდება  ქალწული - ახალი მიზნები, გამოფხიზლება - დროა, დატოვო ძველი, შეზღუდული ხედვა და გაბედო ახალი გზა  სასწორი - გათავისუფლება, შინაგანი გარდაქმნა - შესაძლოა, მოიპოვო ფინანსური დამოუკიდებლობაც  მორიელი - პარტნიორობის გარდაქმნა, სიახლე - შესაძლოა მოხდეს პირადი ურთიერთობის გაძლიერება ან დასრულება. ახლა გულწრფელობა გადამწყვეტია  მშვილდოსანი - ჩვევების გაუმჯობესება, ორგანიზება - სავსე მთვარე გიბიძგებს რუტინის შეცვლისკენ - შეიძლება დაიწყო ჯანმრთელობის, სამუშაოს ან ჩვევების გადახედვა  თხის რქა - რომანტიკა, თვითგამოხატვა - წინა პლანზე წამოვა გრძნობები, სიყვარული და შემოქმედება. მოეშვი კონტროლს და მიეცი თავს ბედნიერების უფლება  მერწყული - სტაბილურობის პოვნა, შინაგანი სიმშვიდე - სახლი, ოჯახი და პირადი სივრცე მთავარი თემა ხდება. შესაძლოა, გადაწყვიტო საცხოვრებელი პირობების შეცვლა  თევზები - გამოხატვის თავისუფლება, სიტყვების ძალა - ძლიერდება ინტუიცია და კომუნიკაცია - კარგი დროა იდეების გაზიარებისთვის, წერისთვის ან შემოქმედებითი მუშაობისთვის

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ლევან სანიკიძე
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას...“ - ლევან სანიკიძე

ლევან სანიკიძე: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მამაჩემისთვის გამოკითხვაზე დასმულ მთავარ შეკითხვას: “რატომ არის საქართველო გაგლეჯილი ტომარა?”მართლა ღვთისმშობელი იფარავს საქ...

სოცმედია 1772907484

გივი თარგამაძე
„ჰოე, ჰოე! დაშოშმინდით... მოითმინეთ, დამელოდეთ, დამელოდეთ, როგორც თქვენი გლუვი იტყოდა, დამელოდეთ... თუ იმედი გაქვთ, არ ჩამოვალ - ოლოლო! ჩემდა თავად, თქვენგან გამქცევი იყოს მათიკაშვილი“ - გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე: ჰოე, ჰოე! სუს-იიიი! რაც გამოვედი, მთელი საქოცეთი, უფროსობიდან დაწყებული, პრობაციის სამსახურით, საზღვრის ხალხით დამთავრებული დამტრიალებთ თავს, დღეს გამთენიას აეროპორტში ეს ფურცელი და ჩა...

სოცმედია 1772903209

გივი თარგამაძე
გივი თარგამაძე, რომელსაც სუს-ი ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - მედია

გივი თარგამაძე, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ პოულობდა, უცხოეთში აღმოჩნდა - ამის შესახებ ინფორმაცია, "პირველებს" თარგამაძის ოჯახის წევრმა დაუდასტურა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს...

პოლიტიკა 1772898323

 გივი თარგამაძე
„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში“ - სუს-ი

„გივი თარგამაძესთან დაკავშირება ვერ ხერხდება, ტელეფონი გათიშული აქვს და იმედია, მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მის მიერ გაკეთებულ განცხა...

პოლიტიკა 1772896558

ოპოზიციის ალიანსი
ფართო პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი რეჟიმის შესაცვლელად - ოპოზიციის ალიანსმა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს გამარჯვების საერთო სტრატეგია გააცნო

ოპოზიციის ალიანსი დღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს - საპროტესტო ჯგუფებს, პოლიტპატიმრების ოჯახებს, სტუდენტებს და სხვადასხვა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე სამოქალაქ...

პოლიტიკა 1772896140

დავით ზურაბიშვილი ივანიშვილი
„ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი, ამასაც ახერხებს“ - დავით ზურაბიშვილი ისრაელის საელჩოს განცხადებაზე

დავით ზურაბიშვილი: ისრაელის საელჩოს განცხადება ვნახე.ერთი ამ ქვეყნის მტრად მოკიდებაღა აკლდა ბიძინას სრული ლეგიტიმური ბედნიერებისთვის და მგონი ამასაც ახერხებს.

სოცმედია 1772894141